x
image
worldsport.ge
როსტოვის ქართულმა დიასპორამ გრიგალავა საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა

imageრუსეთის ქალაქ როსტოვის ქართულმა დიასპორამ საქართველოს ფებურთელთა ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი გია გრიგალავა 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი championat-rostov.ru იუწყება.
დაჯილდოვების ცერემონიალს, რომელიც როსტოვის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა, ფეხბურთელიც დაესწრო. მას საჩუქრად სიგელი და ხატი გადასცეს.
რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და გრიგალავამ, რომელმაც მახაჩყალის “ანჟისთან” კონტრაქტი გაწყვიტა, ახალი კლუბი ვერ მოძებნა. სავარაუდოდ, ის კარიერას რუსეთის ფარგლებს გარეთ გააგრძელებს.




ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0