x
ახალი წლის მოსვლა

იყო და არა იყო რა, იყო არის და ყოველთვის იქნება ახალი წელი, რომელიც ერთსა და იმავე დროს დაუპატიჟებლად შემოდის ყველას სახლში, მაგრამ მაინც ყველა ელოდება და ემზადება მის შესახვედრად. ირთვება ნაძვის ხე სათამაშოებით, ეწყობა სუფრა. ამ დროს აუცილებელია სუფრაზე იდოს გოზინაყი და ჩურჩხელა.

ახალი წლის შემოსვლის დროს ანთებენ შუშხუნებს, აივნიდან ისვრიან თოფევს და სვამენ მის სადღეგრძელოს. დიდი სიხარულით ელოდებიან ბავშვები მის შემობრძანებას. თოვლის ბაბუა ჩუმად შემოდის და საჩუქრებს ალაგებს ნაძვის ხესთან. ბავშვები გაღვიძებისთანავე გარბიან ნაძვის ხესთან და საჩუქრებს ათვალიერებენ. შემდეგ ერთმანეთს ურეკავენ: "მე ბურთი მომიტანა, მე წიგნი, მე თოჯინა" და ასე შემდეგ.

მართალია, ახალ წელს ყოველ მოსვლაზე წელი ემატება, მაგრამ არ ბერდება.

ახალ წელს ტყეც დიდი ხმაურით ხვდება. მე ასე მგონია, რომ ლომი გადმოდგება კლდეზე და დიდ ხმაზე ღრიალებს, მას მოჰყვება სხვა ცხოველების და ფრინველების ხმა. ალბათ ძალიან ლამაზი და საოცარი იქნება ამ ხმის გაგონება. ამ დროს არც ადამიანები და არც ცხოველები ერთმანეთს არ მტრობენ. ყველა ერთად ელოდება რაღაც დიდსა და კარგს. ნეტავ სულ ახალი წელი იქნებოდეს!

0
112
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე
ალექსანდრე
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0