x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ირაკლი ზაქარეიშვილი: "საკუთარ "პატრონებს" მიხედე, ჟულიკების დედოფალო!"

imageგუშინ "იმედის კვირაში" გავიდა სიუჟეტი ნავთლუღის დეპუტატ ზურაბ ნეფარიძეზე, რომელსაც კვიპროსში მოღვაწე ბესარიონ ხვინთელიანი და ივანე დათუაშვილი მას ფულის გამოძალვაში ედავებიან.


თუმცა დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე აცხადებს, რომ ჟურნალისტ ბელა ზაქაიძეს ინტერვიუ შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით მისცა და სიუჟეტის დანარჩენ თემატიკასთან მას არანაირი კავშირი არ გააჩნია.


ადვოკატის პოსტს მალევე ინგა გრიგოლია გამოეხმაურა..მათ შორის მწვავე მიმოწერა გაიმართა.

ირაკლი ზაქარეიშვილი: თაღლითო ინგა გრიგოლია - სად არის თათუხაშვილის თემა, რისთვისაც ჩემთან ინტერვიუზე გამოუშვი ბელა ზაქაიძე?

ვაცხადებ, რომ "tv იმედი" ინტერვიუ მივეცი შალვა თათუხაშვილის საქმესთან
დაკავშირებით და სიუჟეტის დანარჩენ თემატიკასთან არანაირი კავშირი არ
გამაჩნია.

იმედის ეთერში გაშვებული სიუჟეტი არის სრულიად პროვოკაციული!

პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის მიმართ წამება და ჩვენების გამოძალვა
განახორციელა ზურაბ ნეფარიძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატების დახმარებით!
ამ საკითხზე მივეცი "იმედს" ინტერვიუ, რაც არ გააშუქეს, ხოლო ჩემი
კომენტარდან გაუშვეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ორიოდე ფრაზა!

კომენტარის მიცემისას ვთქვი, რომ ნეფარიძის საადვოკატო ბიუროს
ადვოკატების ხელშეწყობით იქნა ჩადენილი ის დანაშაული, რაც პროკურატურამ
განახორციელა შალვა თათუხაშვილის წინააღმდეგ!

"tv იმედის" სიუჟეტი არის პროვოკაციული და სიუჟეტის თემატიკასთან არანაირი კავშირი არ გამაჩნია!

ინგა გრიგოლიას თაღლითური მანიპულაციის სამხილებლად, ავტვირთავ და
გამოვაქვეყნებ ჟურნალისტსა და ჩემს შორის შემდგარი საუბრის ჩანაწერს და
ინტერვიუს, რომელიც მას მივეცი.

(ბელა ზაქაიძეს ვუთხარი, რომ ინგა გრიგოლიას არ ვენდობი და ვითხოვ
პირდაპირ ეთერს... მან დამარწმუნა რომ პროვოკაციული არაფერია და იქნება
თათუხაშვილის თემა).

ინგა გრიგოლია არის გარეწარი და პირწავარდნილი თაღლითი!“.

ინგა გრიგოლია: უკაცრავად, რეკლამის დროს ვნახე თქვენი
პოსტი... მე არც ამ გადაცემის პროდუსერი ვარ, არც ის ვიცი, რომელი
ჟურნალისტი ვისგან იღებს კომენტარს და საერთოდაც ეს არაა ჩემი საავტორო
გადაცემა... თაღლითის ძახილს რაც შეეცება, ბოდიში მოიხადეთ და კორექტულად
ილაპარაკეთ. მე “რეაქციას“ ვგეგმავ და პასუხისმგებელი ვარ ჩემს საავტორო
გადაცემაზე, კვირის ეთერს სხვები გევმავენ და მათ ჰკითხეთ, თუ რამე არ
გავიდა... მისამართი შეგეშალათ.

ირაკლი ზაქარეიშვილი: ინგა გრიგოლია - ჩემი და
არამარტო ჩემი შეფასებით ხარ თაღლითი და ამას პირშიც გეტყვი! შენ ხარ
პროკურატურის "პრესცენტრი", ხოლო შენი გადაცემა არის "პროკურატურის
სატელევიზიო ფილიალი"! ძალიან ბევრი რამისთვის მოგიწევს პასუხის გაცემა
თავის დროზე! მიმაჩნია, რომ საბჭოური პროპაგანდისა და გესტაპოს
ჟურნალისტიკის ნაზავ პროდუქტს - ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი გაგაჩნია!
"დიშოვი" მანიპულაციებით ცდილობთ ხელისუფლებისა და პროკურატურისათვის
სასარგებლო საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რაც დანაშაულში თანამონაწილეობაა!
უსათუოდ მოგეკითხებათ! ვერც ჟურნალისტის ამპლუას ამოეფარებით და ვერც
"პროდიუსერებს"!

ინგა გრიგოლია: ვაი შენს პატრონს....))))))) მიგაბლოკავ ეხლა და გაქრი რა.

ირაკლი ზაქარეიშვილი: საკუთარ "პატრონებს" მიხედე, ჟულიკების დედოფალო!






0
171
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0