x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბავშვზე ძალადობა
დღესდღეობით ძალადობის პრობლემა საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას. ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი აქტულური პრობლემაა, რომესაც სათანადო ყურადღება არ ეთმობა, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ.

არადა წესით 21- ე საუკუნეში ეს პრობემა არ უნდა არსბობდეს, თუმცა მსოფლიოში და საქართველოში უამრავ შემზარავ ფაქტს ვაწყდებით, რომელიც ყოველი ჩვენგანისგან მოითხოვს ადეკვატურ რეაქციას. ძალიან ხშირია ქალზე და ბავშვზე ძალადობა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს.

ძალადობაა ნებისმიერი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცყოს, ზიანი მოუტანოს მას.

ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმები არსებობს. მათ შორის ნებისმიერი ფიზიკური მოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს და იწვევს სხეულის სხვადასხვა დაზიანებას, სიტყვიერი ან ქცევითი ზემოქმედებით ბავშვი, შიშის, დამცირების, მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის საზიანო სხვა მდგომარეობის პროვოცირება, ბავშვის გამოყენება სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან გამორჩენის მიზნით, ბავშვის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების რეგულარული დაუკმაყოფილებლობა მშობლის თუ მეურვის მხრიდან, ობიექტური მიზეზების გამო, ან ამგვარი მიზეზების გარეშე.


ბავშვებთან სასტიკ მოპყრობას და მათი ინტერესების მოროტად გამოყენებას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთნაირია: მსგავს დამოკიდებულებას მოაქვს ზიანი ბავშვის ჯანმრთელობისთვის, განვითარებისა და სოციალისაციიისთვის, გარკვეულ შემთხვევაში მის სიცოცხლესაც კი ექმნება საფრთხე.

პრაქტიკუად ყველა ბავშვს, რომელსაც განუცდიათ სასტიკი მოპყრობის ესა თუ ის ტიპი და გადატანილ აქვთ ფსიქიკური ტრამვა, ამ ყველაფერს შესაბამისი ასახვა ექნება მომავალში მათ პიროვნულ და ემოციურ თავისებურებებზე. ასეთი ბავშვები ხშირად თვითონ გრძნობენ სიბრაზეს, რასაც გამოავლენენ მათზე უმცროს ბავშვებზე ან ცხოველებზე.

ძალადობის სოციალური შედეგია ის ზიანი, რომელსაც იღებს ბავშვი როგორც ძალადობის მსხვერპლი, ასევე საზოგადოება. ბავშვებს, რომლებიც გაიზრდებიან სასტიკი მოპყრობის პირობებში, უჭირთ სოციალიზაცია.image

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ლიკუნა ლიკა ბიწაძე
ლიკუნა ლიკა ბიწაძე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0