x
image
ციცი
Mediator image
მისტიკური კაბა- საბოლოოდ ცნობილი გახდა, თუ რა ფერის არის ის!
ბოლო დღეებია ინტერნეტში აქტიურად ვრცელდებოდა ფოტო, რომელზეც ასახული იყო ერთი ჩვეულებრივი საღამოს კაბა. მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ამ კაბის ფერს სხვადასხვა ფერად აღიქვამდნენ. ზოგიერთი მას აღიქვავდა ლურჯ-შავ ფერებში, ზოგი კი თეთრ-ოქროსფერში. მთელი მსოფლიო მაინც ვერ მივიდა ერთ გარკვეულ აზრამდე.

იყო შემთხვევები, როდესაც ერთ ადამიანს ეს მისტიკური კაბა ხან ოქროს ფრად ეჩვენებოდა, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ის დარწმუნებული იყო, რომ კაბა შავი ფერის იყოს.

სინამდვილეში მაინც რა ფერის არის კაბა?

აი ის კაბაც, რომელიც მთელი მსოფლიოს დავის საგნად იქცა:


imageზოგიერთის აზრით, კარგი განათებისას ორიგინალური კაბა ასე უნდა გამოიყურებოდეს:imageდანარჩენების აზრით კი ზედმეტი განათების გარეშე ასეთ ფერებში იქნებოდა:imageმაგრამ რატომ ხედავენ ადამიანები სხვადასხვა ფერებს ერთი და იგივე კაბაზე?

საქმე იმაშია, რომ ცალკეული ადამიანის თვალები განათებაზე სხვადასხვაგვარდ რეაგირებენ.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ კაბა სათანადოდ არ არის განათებული და მისი ტვინი თვალებს უგზავნის სიგნალს, რომ საჭიროა ამის კომპენსირება. ამიტომ ისინი მას თეთრ-ოქროსფერ ფერებში ხედავენ.

სხვები ფიქრობენ, რომ კაბაზე ეცემა ძალინ ბევრი სინათლე და ზედაპირი ნაკლებად აირეკლება, ამიტომ მათი თვლაები მას ლურჯ-შავ ფერებში აღიქვავენ.

ისევე როგორც ადელსონის ოპტიკურ ილუზიაშია, ფოტოზე A და B კვადრატები ერთი და იგივე ფერისაა, მაგრამ ისე ჩანს თითქოს სხვადასხვა ფერებია:

image


image
imageზოგადად კი გამოდის, რომ ადამინის თვალი ხედავს გამოსახულებას ისე, როგორც ამას მისი ტვინი აღიქვავს.

აი ფოტო რეალური კაბის, ის აღმოჩნდა რომ არის ლურჯ-შავ ფერებში:

image

1
1440
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1440
  
2015, 1 მარტი, 13:13
განათება ყოველთვის ცვლის ფერების აღქმას, მე მაინც ვფიქრობ რომ განათების გარეშე ლურჯი და შავია ეს კაბა
0 1 1