x
image
worldsport.ge
ბლატერი 2022 წლის მუნდიალის ფინალის 23 დეკემბერს ჩატარებას ეწინააღმდეგება

imageმსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის (ფიფა) პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა დუბლინში საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ყატარში გასამართი 2022 წლის მუნდიალი 23 დეკემბერს არ დასრულდება.
ფიფას სამუშაო ჯგუფმა მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებას მხარი დაუჭირა. მუნდიალის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არაა, თუმცა სამუშაო ჯგუფის ინიციატივით შესაძლოა ფინალი 23 დეკემბერს ჩატარდეს, ორი დღით ადრე შობის დღესასწაულამდე.
“მსოფლიოს ჩემპიონატი 23 დეკემბრამდე არ გაგრძელდება, ვეწინააღმდეგები ამ იდეას.” – განაცხადა ბლატერმა.
მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური მატჩები ტრადიციულად კვირას იმართება, 2022 წლის 18 დეკემბერი კი კვირა დღეა. ამ დღეს ყატარის საერთაშორისო დღეცაა.
ფიფას მმართველმა ევროპული საფეხბურთო ასოციაციების განრისხება მუნდიალის ზამთარში ჩატარების შესახებ უარყო: “ისინი არც განრისხებულები და არც ძალიან უბედურები არიან, ასეთი აჟიოტაჟი ფიფას და ყატარის მუნდიალის მიმართ კარგიცაა. ასოციაციებს 6 წელი აქვთ, რათა მოემზადნონ ამ ტურნირისთვის. ეს ფეხბურთია, მათ ეს ფაქტი არ სიამოვნებთ, მაგრამ სოლიდარულები უნდა იყვნენ. პრობლემები არსებობს და უნდა გადაწყდეს.”
შვეიცარიელს მხარი “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და ამჟამად უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა დავიდ ჟილმა დაუჭირა და განაცხადა, რომ 18 დეკემბერს ფინალის გამართვა კარგი ვარიანტია.
ევროპული ასოციაციების მეთაურები მომდევნო კვირას შეიკრიბებიან და ყატარის 2022 წლის მუნდიალის ჩატარების თარიღებს და რისკებს განიხილავენ.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0