x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
მარტივი "ფსიქო-ტესტი", რომელიც ამოიცნობს თქვენს სურვილებს
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.

ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.


მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.


ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ თქვენგან.



დღევანდელ სტატიაში კი მინდა წარმოგიდგინოთ მათ მიერ შექმნილი ერთ-ერთი ფსიქო-ტესტი, რომელიც ამოიცნობს თქვენს სურვილებს. უბრალოდ შეხედეთ მოცემულ ფოტოს, სადაც წარმოდგენილია ფერადი ნახატი და გაიანალიზეთ თუ რას დაინახავთ მასზე პირველად, სადაც მოცემულია პალმა, თუთიყუში და ხელი. პასუხები კი იხილეთ ქვემოთ.


image




პალმა- გადაღლილი ხართ, რაც გაიძულებთ მუდმივად დასვენებაზე იფიქროთ, ძალიან გინდათ სადმე შორს წასვლა და უდარდელად წამოწოლა, მზე, სინათლე, სიმშვიდე.



თუთიყუში- თქვენი სული სიამოვნებით ეშვება ცდუნებების სამყაროში. თუთიყუში სულიერი სიხარულისა და ბედნიერების სიმბოლოა. თქვენც მუდამ ისწრაფვით ბედნიერებისა და მხიარულებისკენ. ბევრი სინათლე გაქვთ, რომლითაც იზიდავთ სხვებს.


ხელი- გიყვართ ლიდერობა. თქვენთვის მთავარია, ყველაფერს აკონტროლებდეთ. დაბადებული ხართ უფროსობისთვის და ყოველ ღონეს ხმარობთ, რომ ასეც იყოს.

7
668
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
668
  
2015, 1 მარტი, 12:57
ჯერ თუთუყუში მერე კი ხელი და პალმა ერთად :) სახალისოა :)
2015, 1 მარტი, 12:42
ზუსტია )) მეც პალმა :D :D
2015, 28 თებერვალი, 15:05
მეც პალმააა :(
2015, 28 თებერვალი, 14:33
პალმა :(
2015, 28 თებერვალი, 13:39
კიდე კაი, მე არ ვყოფილვარც გამონაკლისი:D
2015, 28 თებერვალი, 13:36
:)) დაწყნარდი მანჩო, მეუღლემაც მასე დაინახა ზუსტად. მე ჯერ თუთიყუში, შემდეგ დანარჩენებიც :)))
2015, 28 თებერვალი, 13:35
მე ყველაფერი ერთად დავინახე:დდდ
ცუდადაა ესე იგი ჩემი საქმე
0 1 7