x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დუმილი, ვით სამარე... (9 ნაწილი)
ძალიან დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც "დუმილი, ვით სამარე"...-ს წერა შევწყვიტე, ჩემი ერთგული მკითხველი კი მოსალოდნელი მოვლენების ცნობის გარეშე დავტოვე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი გადავწყვიტე გაგრძელება შემოგთავაზოთ, წერის დაწყებამდე კი შეგახსენებთ ძველი თავების ლინკებს, ყოველი შემთხვევისთვის თუ ვინმეს ახალს დავაინტერესებ.


http://intermedia.ge/სტატია/37557-დუმილი-ვით-სამარე-1ნაწილი/133/


http://intermedia.ge/სტატია/37583-დუმილი-ვით-სამარე-2-ნაწილი/133/


http://intermedia.ge/სტატია/37654-დუმილი-ვით-სამარე-3-ნაწილი/133/



http://intermedia.ge/სტატია/37662-დუმილი-ვით-სამარე-4-ნაწილი/133/


http://intermedia.ge/სტატია/38409-დუმილი-ვით-სამარე-5-ნაწილი/133/


http://intermedia.ge/სტატია/38457-დუმილი-ვით-სამარე-6-ნაწილი/133/


http://intermedia.ge/სტატია/38512-დუმილი-ვით-სამარე-7-ნაწილი/133/


http://intermedia.ge/სტატია/38755-დუმილი-ვით-სამარე-8-ნაწილი/133/



image




ყოველგვარმა დეპრესიამ გადაიარა, თუმცა ლექციების სწავლისგან გადაღლილმა ვილმამ მთვარით განათებულ ფანჯარას მიაშურა, ჩამოჯდა მის ძირში და ფიქრებში ჩაიძირა, წარსულის, აწმყოსა და მომავლის ფიქრებში და ცრემლები წასკდა უნებურად. მის სახეზე ვარსკვლავები კიაფობდნენ, ცრემლები კი მთვარის შუქით არეკლილი მარგალიტებივით ბრწყინავდა. ფიქრებში გატაცებულს ასე ცასძინებოდა და დილით მაღვიძარას ხმამ გამოაფხიზლა, თუმცა არ უნდოდა გამოღვიძება ისეთი სასიამოვნო სიზმარი იხილა: უზომოდ შეყვარებული იყო და ბაღში, რომელიც არა ამქვეყნიური სილამაზით გამოირჩეოდა, პაემანი ჰქონდა. იჯდა აღელვებული და გულის სწორს ელოდა და როდესაც ფეხის ხმა გაისმა, ვილმას გულიც ცხრამაგად აბაგუნდა. ბილიკებს მამაკაცის მოხდენილი სილუეტი კვეთავდა და ის იყო ვარდებს მიღმა მისი სახე უნდა გამოჩენილიყო, რომ წყეულმა მაღვიძარამ დარეკა და არ მისცა საშუალება მისი სახე დაენახა. მწუხარე-კმაყოფილების ნაზავი მზერით ადგა და კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერად უკვე წარმოსახვაში გაეხვია სიზმრის ბურუსში. დრო კი ისე შეუმჩნევლად გავიდა, რომ სულ გადაავიწყდა სასწავლებელში წასვლა. სასწრაფოდ წამოდგა, ჩაიცვა, მოავლო ხელი თავის ფორმატებს და გაეშურა.


კვლავ ფიქრებში იყო გართული როდესაც სასწავლებლის კიბეებზე არბოდა და შეუმჩნევლად ვიღაცას მაგრად შეასკდა.

--- უკაცრავად, ვერ შეგამჩნიედ.


* * არაუშავს, ხომ არ იტკინეთ რამე გოგონა?


--- არა, ყველაფერი კარგად არის, ცოტა ვიჩქარე, ლექციაზე დავაგვიანე და...


* * ეს თუ ცოტა სიჩქარე იყო, წარმომიდგენია სწრაფად როგორ იჩქარებთ. (მიუგო ბიჭმა სიცილით და თან ძირიდან მოკრეფილი ფორმატები გაუწოდა) ინებეთ, ცნობისათვის მე ლუკა ვარ და აქ ვსწავლობ, თქვენსავით სამხატვროზე, ოღონდ მეორე კურსზე.


--- კეთილი, მე ვილმა ვარ და საიდან იცით სამხატვროზე რომ ვარ, ეს მე ჯერ არ მითქვამს.


* * შემთხვევით საინექციო ინვენტარი რომ დაგბნეოდათ, ვიფიქრებდი რომ მედ-პერსონალი ხართ. (მიუგო ღიმილით)


--- უი, სულ დავიბენი, ჩემმა ფორმატებმა გამცეს (და ვილმასაც გაეღიმა). ლუკა მაპატიე, მაგრამ ისედაც დავაგვიანე ლექციაზე და უნდა წავიდე.


დაბნეული ვილმა გაემართა აუდიტორიისკენ, შეაღო კარი, თქვა "უკაცრავად" და მიუჯდა თავისუფალ მაგიდას. მხოლოდ სტუდენტების სიცილმა გამოარკვია რა ხდებოდა და დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა.


* * ვილმა რა მოხდა, არ დაგიშვეს ლექციაზე?


--- არც შევსულვარ.


* * მოლანდებები ჯერ არ დამწყებია, დავინახე როგორ შეხვედით და გამოხვედით აუდიტორიიდან.


--- თქვენ რა მითვალთვალებდით?


* * არა, როგორ გეკადრებათ, უბრალოდ მაინტერესებდა ვისი მოსწავლე ხართ.


--- გეტყვით, ოღონდ არ დამცინოთ და კიდევ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, თქვენობით არ ვისაუბროდ, კარგი?


* * კარგი გეთაყვა, აბა გისმენ.


--- ჩემი ჯგუფი სხვა აუდიტორიაში გადაუყვანიათ, რაც მე არ ვიცოდი და სხვის ლექციაზე შევაჭერი. (და ორივემ ერთად გადაიხარხარა). ლუკა შენ რატომ ხარ გარეთ?


* * ამ ლექტორს ვერ ვიტან, სულ პრობლემები გვაქვს და არ შევდივარ ხოლმე, სახლშიც ვერ წავალ, ამის შემდეგ კიდევ ერთი ლექცია მაქვს. შეიძლება დავათვალიერო შენი ნახატები?


--- რა თქმა უნდა, რა მაქვს დასამალი. (და გაუწოდა, ორივე ერთად ჩამოჯდა კიბეზე და თვალიერებას შეუდგნენ)


* * რა რომანტიკოსი ყოფილხარ ვილმა, სევდიან-რომანტიული ნახატებია, ეს მესამე ვინაა ფოტოზე ზედმეტი, გიღალატეს ხომ, სწორად გავშიფრე?


(ვილმა წამიერად წარსულში გადაეშვა ლუკას სიტყვებზე და ცრემლმა დაიგუბა მის თაფლისფერ თვალებში. მართალია მიივიწყა ტკივილი, მაგრამ ჭრილობაზე მარილის დაყრა ისევე მტკივნეულია, როგორც აქამდე განცდილი ტკივილი. ლუკა მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და ასე ანუგეშა).


* * არცერთი მამაკაცი არაა ქალის ცრემლების ღირსი და ერთად აღარ ხართ, დამერწმუნე აუცილებლად გამოჩნდება ის ღირსეული და არ თქვა რომ შენმა მატყარებელმა ჩაიარა, რადგან თვითმფრინავებიც არსებობს. (შეეცადა იუმორით გაემხიარულებინა და ასეც იყო, ვილმას გაეღიმა)


--- ისე ფსიქოლოგობაზე არ გიფიქრია? ჯერ ნახატები გაშიფრე, მერე უცებ გამამხიარულე. მართალი ხარ, წარსულზე ფიქრით წინ ვერასდროს წავალ, უბრალოდ ზოგჯერ შემომაწვება ხოლმე სევდა, სევდა არა, უფრო საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, თუმცა მოდი ამ თემას აქ მოვრჩეთ, არ მინდა ამაზე საუბარი. შენ რა გეგმები გაქვს სწავლის შემდეგ, მშობლების ახირებაა თუ შენი ჰობი?


* * არა რა მშობლების, რა სისულელეა, არ ვარ იმ შვილების კატეგორიაში, ვინც მშობლების სურვილებითა და პრინციპებით ცხოვრობენ ვილმა, მათ აზრს ვცემ პატივს რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა და მაქვს მემგონი უფლება საკუთარი სურვილით ვმართო. ბავშვობიდან ვხატავ და მადლობა მშობლებს, მათი წყალობით დღეს ვარ ის, ვინც მინდა რომ ვიყო და მომავალში დიდი სურვილი მექნებოდა გავხდე აღიარებული მხატვარი და საკუთარი გამოფენა მოვაწყო.


--- რა კარგია, აი მე გამოფენაზე არასოდეს მიფიქრია, ისე ბავშვობიდან მეც ვხატავ. ღმერთმა გისმინოს და მჯერა მიაღწევ მიზანს. ჩემს რომელიმე ნახატსაც ხომ არ გამოფენდი შენს გამოფენაზე? (მიუგო სიცილით)


* * სიამოვნებით, მივაღწევდე ოღონდ მიზანს და...


--- გეხუმრე ლუკა. იცი, მე ადრე არ შემეძლო....


და სიტყვა ზარმა გააწყვეტინა. ლექცია დამთავრდა. ვილმა წამოხტა, დასტაცა თავის ფორმატებს და ნახატებს ხელი, ლუკას მიაძახა სხვა დროს ვისაუბროთო და წავიდა. ლუკაც ღმილით გამოემშვიდობა, თვალი ჩაუკრა და გაემართა კურსელებისკენ.



ყველა ლექციამ გულმოდგინედ ჩაიარა, ვილმაც რაღაცნაირად კმაყოფილი იყო და სასწავლებლიდან ეგრევე თიკასთან ავიდა, რათა დღევანდელი ამბავი ეხარებინა. სიხარულის წამოკივლებაში მყოფი მეგობრების საუბარი, თიკას დედამ შეაწყვეტინა გოგონებს.


=== მაპატიეთ რომ გეჭრებით, მაგარამ სანამ დამავიწყდება უნდა გითხრათ, დღეს დილას მარშუტკით ერთად ვიმგზავრეთ მე და თათას დედამ, მითხრა თათა არსად ცაირიცხა, ქულები არ ეყო, შეყვარებულსაც დაშორდა და ძალიან ცუდათ არისო, ოთახიდან თითქმის არ გამოდისო.


ვილმამ და თიკამ ერთმანეთს შეხედეს, მათ არაფერი იცოდნენ და მეტიც, თათას ხსენება არ უნდოდათ საერთოდ.


* * დედა, ჩვენ თათას არ ველაპარაკებით თვეებია, ის რომ ვერ ჩააბარა, საკუთარ თავს დააბრალოს, სიყვარულობანა ვერ ჩაუბარებდა უნარებს და ღირსიცაა თუ დაშორდა, რა ეგონა, შერჩებოდა სხვისი ბიჭი? მოღალატე, როგორ ვერ ვიტან.


=== თიკა რა ნაირად ლაპარაკობ შვილო, მაგას გასწავლი? მტერიც უნდა გიყვარდეს. მოზარდია და შეცდა, თქვენს ასაკში მსგავსი შემთხვევები ხშირია, ყველა შენსავით ხომ ვერ იაზროვნებს. ღალატს არ ვამართლებ, მაგრამ ცხოვრება ყველაზე კარგი მასწავლებელია, ინანებს საქციელს ადრე თუ გვიან, ამის გამო არ უნდა მოიძულო ადამიანი.


ვილმას ძალიან შეეცოდა თათა, ფიქრობდა კიდევაც რომ მის ბედ-უკუღმართობაში დამნაშავე მხოლოდ თვითონაა, მას რომ მისთვის დიტო არ გაეცნო, მსგავსი არ მოხდებოდა მის ცხოვრებაში. ეს რამოდენიმე დღეს სულ დადარდიანებული იყო მის გამო და მშვიდად ღამეც არ უძინია, შაბათ დილით კი ავიდა მის სანახავად.



* * რისთვის მოხვედი, ჩემი უბედურებით გინდა გაიხარო? გაეთრიე ეხლავე!!! (და ატირდა თათა)


--- ნუ სულელობ თაათ, შენც ხომ იცი, შენი ცუდი არასოდეს მიხაროდა. პატიება მინდა გთხოვო. ჩემი ბრალია რაც შეგემთხვა, მე რომ შენთვის დიტო არ გამეცნო, ის გულს არცერთს არ გვატკენდა თავისი საქციელებით, შენც სწავლაზე იქნებოდი ორიენტირებული და დღეს ბედნიერი სტუდენტი გერქმეოდა. დიდი ხანია მე ყველაფერი გაპატიე, მეც გამოვიარე დეპრესია, იმედგაცრუება, თუმცა მადლობა ღმერთს ეხლა უკეთ ვარ, თან იმ მძიმე პერიოდში თიკაც არ მყავდა გვერდით, არც შენ და ამას მარტომ გავუმკლავდი, ვიცი რა მძიმე ჯვარია, ამიტომ მოვედი შენთან რომ მარტო არ იყო, იცოდე შენთან ვარ თაათ. (და გადაეხვია მტირალ მეგობარს)


თათა უარესად აღრიალდა, ვილმას სიტყვებმა გული აუჩუყა, ისიც ჩაეხუტა და მხოლოდ იმას გაიძახოდა მაპატიეო.


* * ვილმა, ძალიან მცხვენია შენი, ეხლა მივხვდი გული როგორ გატკინე, ვიცი ღირსი ვარ რაც შემემთხვა, სულელურად მომივიდა, არადა დიტოს გამო შეყვარებული მივატოვე, მეგონა ესაა ნამდვილი გრძნობა.


--- დამშვიდდი, ნუღარ ახსენებ დიტოს, ეგ ადამიანი დიდი ხანია დავასამარე. მიდი ხელ-პირი დაიბანე და შეჭამე რამე.


თათა დაემორჩილა მეგობრის თხოვნას, შემდეგ კი სამზარეულოში ერთად გავიდნენ და ისადილეს, ბევრიც ისაუბრეს და ვილმა დაიმედებული წამოვიდა მისგან, რომ კარგად იყო და აღარ იდარდებდა მომხდარზე. აღარ უნდოდა თიკასთან რაიმე ჰქონოდა დასამალი თათასთან დაკავშირებული, ამიტომ თათასგან წამოსული მასთან ავიდა და უამბო ყველაფერი.


* * გოგო შენ საერთოდ მოეგები გონს როდისმე?!! სულ გაგიფრენია რაა! რა კარგია, გაერთო შენს ბიჭთან, ეხლა აღარ ჭირდება და ალბათ იმ ძველს დაუწყებს დაკერვას ვინც მანამდე ყავდა, ასე მარტივად გადმოყრის ნიანგის ცრემლებს და შესთხოვს პატიებას. შენ რაღას იზამ? ნეტავ ჩამახედა ეხლა შენს თავში, ხომ არ ფიქრობ, რომ დიტოსაც დაურეკავ და მოუბოდიშებ, მასთანაც დაიმცირებ თავს ალბათ ხოომ?


--- კმარა თიკა, მორჩი ჩემს ლანძღვას, მართალია მიღალატა, მაგრამ მეც ხომ მიმიძღვის მის წინაშე დანაშაული? თავს ვგრძნობდი ცუდათ და ამოვისუნთქე ამით. თან შევახსენე თათას, რომ გამოვიარე მისი დღეები და თან უმეგობროდ, შეგახსენებ რომ იმ მძიმე წუთებში შენებური სიმართლით ხელი მკარი, არც თათა მყავდა და ძალიან მიჭირდა, არ მინდოდა სასოწარკვეთას მისცემოდა და მომიბოდიშა კიდეც, ტავი დამნაშავედ ვაგრძნობინე, მოიწესრიგებს სინდისს ამ კრახის შემდეგ. დიტოს რაც შეეხება, ცხადია ძნელია ასე მალე პირველი სიყვარულის დავიწყება, გამუდმებით მეფიქრება ხოლმე, მაგრამ არა სიყვარულით, არამედ სიბრალულით, თვითონ რომ ვერ გაურკვევია რა უნდა. მასთან დარეკვას და მობოდიშებას არ ვაპირებ, ეგეთი სულელიც ნუ გგონივარ, მეც მაქვს თავმოყვარეობა თიკა.


* * კარგი ვილმა, ვენდობი შენს სიტყვებს, მაგრამ გაფრთხილებ, კიდევ ერთი შეცდომა თათასთან დაკავშირებული, ან თუნდაც დიტოსთან და უკვე სამუდამოდ დამკარგავ.

5
59
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
59
  
2015, 28 თებერვალი, 12:01
აღარ გავჩერდები ;)
2015, 28 თებერვალი, 12:00
ხოდა მინდა ბოლომდე გაგყვეს
2015, 28 თებერვალი, 11:59
გენაცვალე :* შენი დამსახურებაა ეს სიზარმაცე რომ დავგმე ;)
2015, 28 თებერვალი, 11:55
მაკუშ იცი როგორი გოგო ხარ?შეპირებას რომ ასრულებს თან ორმაგად
2015, 28 თებერვალი, 11:52
ვაუ
0 1 5