x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორ და რამდენად ხშირად იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები?

image

ვერძები იტყუებიან მხოლოდ გადასარჩენად. ყველაზე ხშირად ყველაზე საყვარელი და მოსაფრთხილებელი, საკუთარი თავის გადასარჩენად. თუ მათ არ უნდათ რაღაცის გაკეთება, შეუძლიათ მილიონობით მიზეზი მოიფიქრონ, ითანაშონ დრამა და თავი დააღწიონ ვალდებულებას ან თხოვნას. თანაც იფიცებიან, რომ აუცილებლად დაგეხმარებიან, როგორც კი დროს გამონახავენ. და ამაშიც იტყუებიან... მათი ტყუილში გამოჭერა, როგორც წესი, ძალზე ადვილია. საკმარისია უბრალოდ გაანალიზოთ მათი "მიზეზები" - თითქმის ყოველთვის, ამ მიზეზებში ლოგიკური ძალიან ცოტაა...



კუროებისთვის ტყუილი ხელოვნებაა! ისინი გამუდმებით ქსოვენ ტყუილის ქსელს, რათა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინონ გარშემომყოფებზე. ყველაზე ხშირად კურო ტყუილს იყენებს მაშინ, როდესაც ვინმე სთხოვს ფულს სასესხებლად... თუმცა მანამდე მოგიყვებიან როგორ დაურიცხეს პრემია, როგორ დახარჯერ 2000-მდე დოლარი კაზინოში, გამოცვალეს ახალი პორშესთვის კიდევ უფრო ახალი საბურავები.... ასევე ხშირად იტყუებიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. კაც კუროს შეუძლია დაიფიცოს ტელეფონზე საუბრისას, რომ საქმიან შეხვედრაზეა, მიუხედავად იმისა, რომ ისმის მუსიკა და ქალის ხითხითი. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ყველაფრის მიუხედავად მათ შეუძლიათ მსხვერპლის გაცურება. ზოგჯერ გარშემომყოფები ისეთი მოხიბლულები არიან კუროთი, რომ მზად არიან ჩაყლაპონ მილიონობით ტყუილი, ოღონდაც მათ გვერდით იყვნენ. ზოგი კი უბრალოდ არ აღიქვამს კუროს სერიოზულად და მის ტყუილს ბავშვურობას მიაწერს.


ტყუპები არ ცრუობენ, ისინი თამაშობენ. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ხსნიან მიდრეკილებას ტყუილისადმი. ხანდახან ტყუილს იყენებენ, რათა დაარწმუნონ მოწინააღმდეგეები სიმართლეში, ზოგჯერ კი იმისთვის, რომ მატერიალური სარგებელი ნახონ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძლიათ გაასაღონ დაბალი ხარისხის ნივთები მაღალი ხარისხის ნივთებად. ისინი ვირტუოზულად იტყუებიან, წამის მეათასედში შეუძლიათ მილიონობით ტყუილის მოფიქრება. ამასთანავე შეუძლიათ ყალბი ფაქტები მოიყვანონ ტყილის დასამტკიცებლად. ასე, რომ ფრთხილად იყავით მათთან ურთიერთობაში.

კირჩხიბს ტყუილი ზარავს და თუ მაინც იყენებს მას, მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ როდესაც სიმართლის თქმა უბრალოდ არ შეიძლება. მაგალითად, ეტყვიან ბავშვს, რომ "ძაღლა ახალი პატრონი იპოვა", იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი მოკვდება ან "მამა წავიდა შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ", თუ კი მამამ მიატოვა ოჯახი. ამით კირჩხიბი იცავს ახლობელ ადამიანებს ტკივილისგან. ტყუილი თვითგადარჩენისთვის კირჩხიბებისთვის ღირსების შელახვაა. ისინი ცდილობენ რეალური ისტორიებიც არ გაალამაზონ, რადგან შიშობენ ზედმეტად არარეალური არ გამოვიდეს. ამრიგად, კირჩხიბი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იტყუება, ესე იგი მაშინ, როდესაც ფიქრობს, რომ კეთილ საქმეს სჩადის.



ლომები იტყუებიან მეფურად. მათთვის აუცილებელია შეინარჩუნონ მეფური მდგომარეობა, ამიტომ ხშირად ტყუილი მათი ცხოვრების ნაწილი ხდება. ლომის გამოაშკარავება საკმაოდ რთულია - ის იმახსოვრებს თავისი ტყუილის ყოველ დეტალს, არ ფერხდება შეკითხვების დროს, ამიტომ გარშემომყოფები ფაქტობრივად იძულებულები არიან დაიჯერონ ტყუილები.
ლომითვის ტყუილი სამოსია, რომელსაც იცვამს რათა დამალოს სიმართლე. ლომი ფლობს არაჩვეულებრივ თხრობის მანერას, ამიტომაც თხრობის დროს კარგად ქმნის რეალურის იდენტურ გარემოს, რითაც კიდევ ერთხელ გარწმუნებთ ტყუილის სიმართლეში. სიცრუის ნიჭის მიუხედავად, ლომი არასდროს ცდილობს ამ გზით მიიღოს მატერიალური სარგებელი, ამისთვის ზედმეტად ამაყია. ფულის მოპოვება მხოლოდ შრომით შეუძლია.



ქალწულები იტყუებიან ხშირად, მაგრამ მოუხერხებლად. ისინი ტყუილს იმდენად არაბუნებრივად ამბობენ, რომ ყველაზე მეამიტი ადამიანიც კი განარჩევს სიმართლისგან.
ეს კი იმიტომ ხდება, რომ ტყუილი ქალწულს აკომპლექსებს. ისინი წითლდებიან, ადგილს ვერ პოულობენ, ენა ებმებათ. უფრო ხშირად იტყუებიან კაცი ქალწულები, რადგან მდედრ ქალწულებს ფაქტობრივად არც სჭირდებათ ტყუილი. თუკი კაც ქალწულს ღამის სამ საათზე დაუსვამთ კითხვას "სად ხარ?" შეიძლება მისგან მიიღოთ სრულიად პარადოქსული პასუხი: "საცობში ვარ". ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის იმდენად აუტანელია ტყუილის თქმა, რომ მზად არიან მოთმინების ბოლო წვეთამდე იმუშაონ, ოღონდ სიცრუეს თავი აარიდონ.



სასწორი იტყუება და შემდეგ თავს კიცხავს ამის გამო. თუმცა ძირითადად ისინი საკუთარ თავსვე ატყუებენ. ყველაზე ხშირად ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მოიპოვონ სულიერი წონასწორობა. ირწმუნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა, მაშინ, როდესაც უარესი შეუძლებელია იყოს.


მორიელისთვის ტყუილი - ეს არის ატმოსფერო, რომლითაც თავისი მსხვერპლი უნდა მიიზიდოს. თუ მორიელი ამბობს, რომ ის არის ყველაზე უბედური ადამიანი მსოფლიოში, ესე იგი, თქვენ მოგიწევთ მოისმინოთ ყველაზე საშინელი ისტორიები ავტოკატასტროფებსა, სტიქიურ უბედურებებზე, სომალელ ბავშვებზე და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს კი მხოლოდ შეცოდების მიზნით ყვებიან. ხოლო თუ მათ უნდათ თავი გაასაღონ, როგორც მისტიკოსმა, მოემზადეთ, რათა მოისმინოთ ყველაზე სასტიკი მისტიური ისტორიები მოჩვენებებსა და მკვდრებზე. მათი ტყუილი იმდენად საშინელია, რომ რეალობის შეგრძნებას მთლიანად კარგავთ.



მშვილდოსანი დიდი ენთუზიაზმით იტყუება, მაგრამ უხეიროდ, თანაც უმეტეს შემთხვევაში უმიზნოდ და დროის გასაყვანად. მათი ტყუილი აღიზიანებთ გარშემომყოფებს.

ამ ნიშნის ხასიათიდან გამომდინარე, მშვილდოსანს უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, რომ მათზე მართალი შეიძლება ვინმე იყოს. ამიტომ ყოველი ნაბიჯისას, ისინი ადგენენ დაუსრულებელ წვრილმანებს, რომელიც რეალობას შეჰმატებს ტყუილს. ხოლო მაშინ, როცა ვინმე გამოიჭერს ტყუილში, მშვილდოსანი უბრალოდ უარს იტყვის თავის ნათქვამზე და დაიწყებს მტკიცებას, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს.



თხის რქა იყენებს ტყუილს, როცა მატერიალური მდგომარეობა მოითხოვს ან საქმე დაწინაურებას ეხება. ამ ნიშნის წარმომადგენლები იმდენად შეპყრობილი არიან ფულის სიყვარულით, რომ მზად არიან თვეების განმავლობაში აცხოვრონ ნაცნობები თუ ახლობელი ადამიანები. ამასთანავე თხის რქას სწამს თავისი სიცრუისა. ისინი თითქოს ორ განზომილებაში ცხოვრობენ - რეალურში და წარმოსახვითში, სადაც ისინი კიდევ უფრო წარმატებულები და მდიდრები არიან.



მერწყული არ იტყუება, ის უბრალოდ არ ამბობს სიმართლეს ბოლომდე. ეს ხდება არა იმიტომ, რომ სურთ ვინმეს ავნონ, არამედ იმიტომ, რომ ასეთ იდუმალ არსებებად იბადებიან. ამ ნიშნის წარმომადგენლები მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობიან, ამიტომაც ჰგონიათ, რომ მათი ცხოვრება, მხოლოდ მათვე აინტერესებთ. ამიტომ გარშემომყოფებს არაფერს უყვებიან, რადგან ბოროტმა ძალებმა არ ავნონ. თუ მერწყული ამბობს დაუფიქრებელ ტყუილს, ესე იგი ის ამ ადამიანს საერთოდ არ ენდობა და სურს სასწრაფოდ მოიშოროს თავიდან. სხვა მხრივ, ძალიან ფრთხილები არიან, რადგან არ სურთ პრობლემები შეექმნათ.



თევზები არ იტყუებიან, არამედ ფანტაზიორობენ. გამოაქვთ სააშკარაოზე თავიანთი შინაგანი, ყველანაირად დიდარი სამყარო, რაც ხშირად დაცინვის საგანიც კი ხდება. ქალი თევზები ხშირად იტყუებიან, რომ ჰყავთ თაყვანისმცემელი, რომელსაც ამკობენ იდეალური მამაკაცის თვისებებბით. პრინციპში, მათ თაყვანისმცემლის აღწერა ფრიად დამაჯერებლადაც გამოსდით... ისინი ხომ მთელ მრავალმოქმედებიან სპექტაკლს დგამენ სახელწოდებით "როგორ აიღო ჩემმა შეყვარებულმა მართვის მოწმობა" ან "როგორ გავატარეთ მე და ჩემმა სიყვარულმა უქმეები". თევზების გაკიცხვა ტყუილისთვის ფაქტობრივად აბსურდია, რადგან მხოლოდ ამ გზით შეუძლიათ გამოვიდნენ რეალობაზე და თავი დაიმკვიდრონ. სხვათა შორის, ისევე როგორც მერწყულები, თევზებიც კარგად არჩევენ სხვის ტყუილებს რეალობისგან.

0
967
5-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
967
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0