x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუასთან დაშორების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. წყვილის დაშორების მიზეზები
ის, რომ ყვითელი პრესა გააქტიურებულია როგორც რეაქტიული და ასაჯაროვებს ჩვენი ცნობილების თითოეულ ნაბიჯს, უცხო აღარავისთვისაა, თუმცა არც საზოგადეობა ჩამორჩება ყვითელ პრესას ვინმეს განკითხვის საკითხში. ჩვენი ცნობილები კი ბუნებრივია ხშირად ეხვევიან ჭორების ქარ-ცეცხლში თავიანთი სკანდალური თუ ნაკლებად სკანდალური ცხოვრებიდან გამომდინარე. დღევანდელ საკითხს კი ყველასათვის კარგად ნაცნობი, სკანდალებით შემდაგრი სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის წყვილის დაშორება წარმოადგენს.


image




კარგად ახსოვს საზოგადოებას ამ წყვილის რომანის მიხედვით, რომელსაც როგორც ამბობენ მათი ძველი "სიყვარულები" ემსხვერპლა, თუმცა ამას ორივე მხარე უარყოფს. სანამ სტატიის მთავარ თემაზე გადავიდოდე, აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ გიორგი ვარდოსანიძე თეატრალური განათლებით- პროფესიით მსახიობია, რომელიც მაყურებელმა ქართული ფილმების ტელე-სივრციდან გაიცნო. გიორგი 2 წლის მანძილზე ხვდებოდა თამთა შალამბერიძეს და ხშირად ამბობდა ინტერვიუებში, რომ ძალიან შეყვარებულია. ''პირველი დანახვისთანავე მოვიხიბლე კი არა, ''გავჭედე'', იქ უამრავი მოდელი, ლამაზი გოგო ტრიალებდა, მაგრამ თამთა რომ დავინახე, გარშემო ყველა და ყველაფერი წაიშალა, გადავირიე'', - ასე ჰყვებოდა თამთაზე ''ყურებამდე'' შეყვარებული გიორგი საყვარელი ქალის გაცნობის ამბავს ერთ-ერთ ინტერვიუში. თამთა იმ პერიოდში თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, კარგადაც მღერის, პროექტ ''ნუცას სკოლაშიც'' მონაწილეობდა, ასევე თამაშობდა სერიალში ''გოგონა გარეუბნიდან''.

imageimageimageimage



რაც შეეხება სალომე ჭაჭუას, ის გახლავთ სამეჯლისო ცეკვების სპეციალისტი, რომელიც თავის სფეროში უდაოდ ნიჭიერია და მაყურებელს თავი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს საშუალებით გააცნო და დიდი სიმპატია და სიყვარულიც დაიმსახურა. იგი ძალიან დიდი ხნის მანძილზე, სკოლის ასაკიდანვე ხვდებოდა ასევე მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძეს. მაყურებლისთვის კი მათი, ამდენწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის გაწყვეტა, წარმოუდგენელი გახდა.


imageimageimageimage



ცეკვავენ ვარსკვლავების ერთ-ერთი პროექტის დროს კი კარგად გახსოვთ სალომე და გიორგი ერთად ცეკვავდნენ და ღირსეულად მეორე ადგილზეც გავიდნენ.

imageimageimage

ის ფაქტი, რომ წყვილმა სწორედ ამ პროექტის დროს გაიცნო ერთმანეთი, სრული აბსურდია, ვინაიდან მათ ერთმანეთი სპექტაკლ "ვერის უბნის მელოდების" დროს გაიცნეს, სადაც მიწვეულნი იყვნენ სცენარში სათამაშოდ როგორც სპორტულ-სამეჯლისო ცეკვის და ქართული ცეკვის მოცეკვავეები-სუხიშვილები, ასევე ბალეტის წარმომადგენლები, მომღერლები და რაღა თქმა უნდა მსახიობები. სწორედ ამ სპექტაკლის დროს გაიცნო წყვილმა ერთმანეთი მუს-კომედიის თეატრში რეპეტიციების დროს, სადაც მათი ურთიერთობა როლებისთვის ერთ თვეს გაგრძელდა, შემდეგ გადაინაცვლეს რკინიგზელთა სასახლეში, სადაც ასევე რამოდენიმე თვე დაყვეს და ბოლოს წავიდნენ ბათუმში, სადაც შედგა სპექტაკლის პრემიერა.


აი ასე დამეგობრდა ჩვენი სკანდალური წყვილი. პროექტის დასრულებიდან 4-5 თვის შემდეგ კი მათი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და იმ ფაქტს, რომ აქამდე საყვარელ ადამიანებს ერთმანეთის გამო დაშორდნენ, წყვილი დღემდე უარყოფს. არც თამთა შალამბერიძემ მოინდომა ინტერვიუს მიცემა, რომელიც უკვე დანიშნული იყო გიორგი ხურცილავაზე.



"პროექტში ყოფნისას ჩვენს შორის არაფერი ყოფილა, მოგვიანებით ეს მეგობრობა კი გადაიზარდა რაღაც უფრო მეტში და ბოლოს... დავქორწინდით"- ამბობს გიორგი ინტერვიუს დროს.


imageimageimageimage



კარგად ახსოვს საზოგადოებას გასულ ზაფხულს მათი შთამბეჭდავი ქორწილი და წყვილის მომდევნო, ბედნიერი თანაცხოვრება.

imageimageimageimageimageimage



სულ რამოდენიმე დღეა ალაპარაკდა მთელი საქართველო წყვილის დაშორებაზე და ამ ყველაფერს მოყვა სავარაუდო მიზეზებიც, რომ გიორგი მექალთანეა და სალომემ ღალატი ვერ აპატია. ასევე ის, რომ სალომე მხოლოდ კარიერაზე ფიქრობს და ამ მიზეზით დაშორდნენ. ისიც, რომ წყვილს თავიანთ სამსახურეობრივ საქმიანობებში ჩარგულებს ერთმანეთისთვის დრო არ აქვთ და ასევე გიორგი პათოლოგია და ფიზიკურად უსწორდებოდა სალომეს. ეს ყველაფერი ისევ ჭორის დონეზე რჩება, ვინაიდან გუშინდელ "პროფილში" მაია ასათაინის დასმულ კითხვას- "რეიტინგში წავიკითხე, რომ თქვენი ოჯახი დაინგრა, მართალია"? სალომემ ასეთი პასუხი მიუგო- "ამაზე არანაირი კითხვა რა საერთოდ", თუმცა ფაქტი არ უარყო.


ის, რომ წყვილი მართლა დაშორდა, ეს გიორგიმაც დაადასტურა თავისი კომენტარით: "კითხვა-პასუხებისგან ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ, მოდით ყველას სურვილს პატივი ვცეთ"- აშკარად შესამჩნევი სევდიანი ხმით განაცხადა გიორგი ვარდოსანიძემ.


5
15153
19-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
15153
  
2015, 28 თებერვალი, 13:02
:)
2015, 27 თებერვალი, 19:39
არადა კაი წყვილია :O
2015, 27 თებერვალი, 19:36
მეტი რა საქმე აქვთ :D :D
2015, 27 თებერვალი, 19:34
რაუბედურებაა ეს წარამარა '"შეყრა გაყრა" :D
0 1 5