x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სალომე ჭაჭუა გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორებას არ უარყოფს! რატომ ვერ მოიძებნა სალომე ჭაჭუასათვის მოსაწონი მეწყვილე საქართველოში?


image
სალომე ჭაჭუა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოცეკვავეა. ტელეკომპანია "იმედისა" და პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით სალომე მთელმა საქართველომ გაიცნო და სამეჯლისო ცეკვების პოპულარიზაციაც მოხდა. ცეკვა ბავშვობიდან დაიწყო, ერთი პერიოდი აბიტურიენტობის გამო საყვარელ საქმეს თავი დაანება და მამის ხათრით საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზეც ჩააბარა. უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა პროფესიით არასდროსდროს უმუშავია, გული ყოველთვის ცეკვისკენ მიუწევდა. დღეს უკვე იმ საქმეს აკეთებს, რაც ყველაზე მეტად უყვარს. სალომე ცეკვისთვის სასურველ, მისაღებ მეწყვილეს დიდხანს ეძებდა. პარტნიორი საქართველოში ვერ შეარჩია, უნდოდა მასზე ბევრად გამოცდილი მოცეკვავე ეპოვნა, საზღვარგარეთ მოღვაწენი კი საქართველოში ჩამოსვლასა და ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობას თავს არიდებდნენ. ბევრი ძიების შემდეგ სალომე ჭაჭუამ პარტნიორი იპოვა, მაქსიმ რიჟიკოვი, რომელიც წარმოშობით უკრაინელია. წყვილი შედგა.

image

სალომე ჭაჭუა დაქორწინებული გახლავთ მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეზე. წყვილმა ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გაიცნო. რამდენიმეთვიანი რომანი კი ქორწინებით დაგვირგვინდა. სულ ცოტა ხნის წინ გავცელდა ინფორმაცია სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ. ბოროტი ხმები გიორგის მექალთანეობას, სალომეს კი მხოლოდ კარიერაზე ზრუნვას აბრალებენ. მეტიც, "მარაო რუსთავი 2" იძულებული გახდა წყვილის ერთობლივი გადაცემა დაეხურაო. მომხდარს გიორგი ვარდოსანიძე უარყოფს. გადაცემა "პროფილში" მაია ასათიანი წყვილის ურთიერთობით დაინტერესდა. სალომე ჭაჭუამ გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორება არ უარყო, თუმცა ასევე განმარტა, რომ პირად ურთიერთობებზე საუბარი არ სურდა.

imageimage

1
2589
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2589
  
2015, 28 თებერვალი, 1:27
გავაზიარე ჩემო კარგო
0 1 1