x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
როგორ მოვამზადოთ სამარხვო ყველი
ყველის მომზადება მცენარეული პროდუქტით ზოგს წარმოუდგენლად ეჩვენება, მაგრამ ეს შეუძლებელი ნამდვილად არაა. გთავაზობთ მცენარეული ყველის რეცეპტს, რომელიც მარხვის დროს ძალიან გამოგადგებათ, თან გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლოც არის.



image
ნუში 145 გ.

ლიმონის წვენი 60 მლ.

გამოხდილი წყალი ½ ჭ.


ზეითუნის ზეთი 3 ს.კ.

ნიორი 2 კბილი

მარილი 1, ¼ ჩ.კ.

მზესუმზირის ზეთი 1 ს.კ.



ნუშს ვასხამთ მდუღარე წყალს და ვაჩერებთ 15-20 წთ. შემდეგ წყალს გადავწურავთ, ნუშს გავამშრალებთ სამზარეულოს ხელსახოცით და კანს გავაცლით.


გათეთრებულ ნუშს, ლიმონის წვენს, ზეითუნის ზეთს, ნიორს და მარილს ჩავყრით ბლენდერში და ძალიან მაღალ სიმძლავრეზე დავაბლენდერებთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

imageimage


მინის ჯამში ჩავდებთ საწურს, ზედ დავაფენთ სამ ფენად გაკეცილ მარლას, გადავიტანთ მასზე დაბლენდერებულ მასას, მჭიდროდ მოვუკრავთ თავს და შევდებთ მაცივარში 12 საათით.


imageimage


მაცივრიდან გამოღების შემდეგ თავმოკრულ მასას ამოვიღებთ ჯამიდან, მას ცოტა სითხე ექნება გასული. ცეცხლგამძლე ჭურჭელს მზესუმზირის ზეთს წავუსვამთ. გავხსნით მარლას და შიგთავსს ჭურჭელში გადავიტანთ.


imageimageimage


შევდებთ გაზქურაში 180 გრადუსზე 40 წთ, სანამ ოდნავ ოქროსფერი გახდება.



image


გამოვიღებთ, გავაგრილებთ, ჩავდებთ პლასტმასის კონტეინერში და შევდებთ რამდენიმე საათით მაცივარში. ამის შემდეგ ჩვენი სამარხვო ყველი მზადაა. ყველი რბილი გამოდის და სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია პურზეც გადავუსვათ.


სურვილის შემთხვევაში, დაბლენდერებისას მასაში შეგიძლიათ ნებისმიერი სასურველი მწვანილი ან სანელებელი დაამატოთ: ქინძი, ბაზილიკი, კამა. და ა.შ.


image




1
542
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
542
  
2015, 27 თებერვალი, 17:34
მოვცდი ერთხელ :)
0 1 1