x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ქუჩაში დახმარების სათხოვნელად გამოსული ბავშვები


სახლიდან უნივერსიტეტამდე გზად ყოველდღიურად მეტროში ათობით დახმარების სათხოვნელად ხელგამოწვდილ ბავშვს ვხედავ, რომლებიც განსხვავებული ტექსტით ცდილობენ ადამიანებში სიბრალულის გრძნობა გამოიწვიონ, რათა მათგან ფულადი დახმარება მიიღონ. საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ სხვადასხვანაირია; ზოგი ფულადი დახმარებით პასუხისმგებლობას იცილებს თავიდან და მიაჩნიათ, რომ თავისი საქციელით ვალი მოიხადეს მათ წინაშე, ზოგი სამათხოვროდ გამოსული ბავშვების მშობლებს ლანძღავს და აკრიტიკებს, თუ როგორ იმეტებენ ისინი თავიანთ შვილებს ასეთი მძიმე ხვედრისთვის, ზოგი მთავრობას წყევლის და მას უნიათობაში ადანაშაულებს, მძიმე სოციალურ პრობლემას აბრალებს ყველაფერს, რეალურად კი არავინ ზრუნავს ამ ბავშვებზე.

ვინ არის დამნაშავე იმაში რომ ბავშვები მთელ დღეს ქუჩაში აქეთ-იქით წანწალში ატარებენ- მშობლები რომლებიც თავს არ იწუხებენ მუშაობით და შვილების რჩენით, სახელმწიფო, რომელსაც 'ქვეყნის ინფრასტრუქტურა' უფრო ადარდებს, ვიდრე მოქალაქეების მძიმე სოციალური ვითარება, თუ საზოგადოება რომელიც გულგრილად უყურებს ყოველივეს... ეს ბავშვები ჩვენი საზოგადოების ნაწილია, მათაც აქვთ განათლებისა და ნორმალური ცხოვრების უფლება.

ხშირად მესმის, რომ მაწანწალა ბავშვები უხეშები და უზრდელები არიან, თუ არ დაეხმარები, ან გაგინებენ ან გაფურთხებენ. ეს მედლის ერთი მხარეა, მეორე მხარეს კი ჩვენ ვდგავართ. ჩვენ თვითონ რას ვაკეთებთ მათთვის, შეგვინიშნავს ოდესმე, რამდენჯერ უხეშად მიგვიმართავს მათთვის, ან ყურადღების ღირსადაც არ ჩაგვითვლია ისინი. სხვათაშორის უმოქმედობა და 'ეს მე არ მეხებას' პოზიციაც დანაშაულის ტოლფასია, არადა ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი.

ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ დახმარება არ ნიშნავს ზემდეტი ხურდების მოშორებას, არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ერთჯერადი დახმარებით, ამავდროულად უნდა დავფიქრდეთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის, რათ ისინი არ აღმოჩნდნენ ცხოვრებისგან გარიყულნი. მაწანწალა ბავშვების უმრავლესობა გაუნათლებელია, რადგან არ დადიან სკოლაში და მთელ დღეებს ქუჩაში ატარებენ... მაგრამ რა იქნება შემდგომში, როცა ისინი გაიზრდებიან და მიხვდებიან, რომ ცხოვრებაში არის ბევრი რამ, რაც მათ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ არ ექნებათ მათი შოვნის საშუალება. ხომ არ არიან ისინი მომავალში განწირული კრიმინალისა და პროსტიტუციისთვის/ ცხადია, მომავალში ყველას შეგვაწუხებს კითხვა- რეალურად ბავშვებს ჰქონდათ სხვა არჩევანი/ image

0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:ლიკუნა ლიკა ბიწაძე
ლიკუნა ლიკა ბიწაძე
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0