x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508481
როგორ მოვიშოროთ ღიპი მხოლოდ პირსახოცის დახმარებით დღეში სულ რაღაც 5 წუთში

იაპონელმა სპეციალისტებმა დაახლოებით 10 წლის წინ შეიმუშავეს ფიგურის კორექციის მარტივი და ეფექტური მეთოდი. ის არა მხოლოდ მოგაცილებთ ჩამოკიდებულ მუცელს, არამედ დააბრუნებს ჩონჩხს ბუნებრივ მდგომარეობაში. ამ დროს შენი სხეულის მოხაზულობა შეიცვლება და წელი უფრო ვიწრო გახდება. იაპონური მეთოდიკის აღმწერი წიგნი ბესტსელერი გახდა, მაგრამ იმისათვის, რომ ეს მეთოდი აითვისო, ძირითადი მომენტების წაკითხვაც საკმარისია და ეს ყველაფერი რამდენიმე აბზაცში ეტევა. ეს მეთოდი იდეალურია მათთვის, ვისაც არ უყვარს ვარჯიში სპოტრდარბაზებში.
image

1. დაახვიე პირსახოცი. ის უნდა იყოს არანაკლებ 40 სმ სიგრძისა და 10 სმ სიგანისა. შეკარი თოკით მჭიდროდ, რომ არ დაიშალოს.
2. დაჯექი მყარ ზედაპირზე, შემდეგ დადე პირსახოცი ამავე ზედაპირზე.
3. დაწექი და პირსახოცი გაასწორე ისე, რომ ის ჭიპის ქვემოთ იყოს, ეს ძლაიან მნიშვნელოვანია.
4. ოდნავ გაშალე ფეხები და მიატყუპე ფეხები. დიდი თითები ერთმანეთს უნდა ეხებოდეს, ტერფებს შორის დაშორება კი 25 სმ უნდა იყოს.
5. გასწორებული ხელები უკან გადაიტანე, ჩააბრუნე ხელის გულებით ქვემოთ და ნეკა თითები ერთმანეთს მიადე. თვალყური ადევნე იმას, რომ ფეხის ცერა და ხელის ნეკა თითები ერთმანეთ ეხებოდეს.
6. ასეთ მდგომარეობაშ იწექი 5 წუთი.
7. ადექი პირსაცოხიდან ძალიან ფრთხილად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე.
ამ ვარჯიშის დროს ჩონჩხი იღებს მისთვის ბუნერივ მდგომარეობას, ჭიმავს მუცელს და გადაანაწილებს ცხიმებს. თუმცა, პირდაპირ 5 წუთი ასე გაჩერება ბევრს უჭირს, ამიტომ, შესაძლებელია უფრო ნაკლები დროით დაწყება და ნელ-ნელა მისი გაზრდა. შედეგს დაახლეობით ერთი თვის შემდეგ შეამჩნევ. მთავარია, რეგულარულად შეასრულო ეს მარტივი სავარჯიშო.

0
432
7-ს მოსწონს
ავტორი:თეო-ელე-ნათი
თეო-ელე-ნათი
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0