x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ეკა ხოფერია უხერხული შეკითხვის გამო სკანდალში გაეხვა: "ტვინიკოსებო, მისამართი შეგეშალათ"

image


ჟურნალისტი ეკა ხოფერია სკანდალში გაეხვა. ოთხშაბათს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული მისი გადაცემა იმ ადამიანებს ეძღვნებოდათ, ვინც ჭარბ წონას ებრძვის. ჟურნალისტმა 19 წლის გიორგი ბასილაშვილს, რომელიც 197 კილოგრამს იწონის სექსუალური ცხოვრების შესახებ ჰკითხა. ხოფერიას ამ შეითხვამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტმა ეს უხერხული შეკითხვა რეიტინგის გამო დასვა, რასაც ეკა ხოფერია კატეგორიულად უარყოფს. გიორგი ბასილაშვილი ამ გადაცემის წყალობით კი ოპერაციის გაკეთებას შეძლებს, შემდგომ კი ტელეკომპანია "იმედში" სტაჟორად დაიწყებს მუშაობას, რა თქმა უნდა დაწინაურების პერსპექტივით.

"გიორგი იყო რეალითი პროექტის "პუტკუნ -შოუს" კასტინგის ერთ-ერთი მონაწილე. ძალიან სურდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ამდენად, ბევრი თემასა და საკითხზე მასთან საუბარი იყო. უნდა მეკითხა თუ არა19 წლის ბიჭისთვის, ჰქონია თუ არა სექსუალური ურთიერთობა? მე მიმაჩნია, რომ კი. მორალურ ტრამვაზე ვინც მესაუბრებით გეტყვით, მისი მთელი ცხოვრებაა მორალური ტრამვა და ის 3 შეხვედრა, რაც მას ჩვენთან ჰქონდა, პირველი მცდელობაა ვინმემ გამოიყვანოს ჩაკეტილი წრიდან და რეალურად დაეხმაროს მას. მეც ვესაუბრე მას გადაცემამდე, ისევე, როგორც ყველა ჩემს სტუმარს ვესაუბრები წინასწარ. ასე რომ, ტვინიკოსებო, რეიტინგისთვის გააკეთაო, აქ ჩემს შემთხვევაში მისამართი შეგეშალათ და მეორე, ერთხელ მაინც გაცდით ამ თქვენს ვირტუალურ აუდიტორიას და რამე მართლა საქმე გააკეთეთ.

პ.ს. ტვინიკოსებს არც ერთხელ რომ არ გაუშუქებიათ ის გადაცემები თუ პოსტები სოციალურ და ჯანდაცვის თემებზე რომ გამიკეთებია? იქნებ ისინი თავად ზრუნავთ თავიანთ რეიტინგსა და სკანდალურობაზე? მაგრამ ამის მისაღწევად ჩემი გადაცემები ვერ გამოგადგებათ, ძვირფასებო!!!!"-ამტკიცებს ხოფერია.imageimage

4
1132
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1132
  
2015, 16 აპრილი, 16:59
და ველური დასვლური ქვეყნები ვინ არიან ? ევროპა ამერიკა ? ))))))
2015, 27 თებერვალი, 21:42
მსოფლიოში არა, ველურ დასავლურ ქვეყნებში - კი, იქაც დახურულ კარს მიღმა და არა მთელი ქვეყნის თვალწინ ტელევიზიით. და ამ "გამჭვირვალე" საუბრის აუცილებლობა საჭირო არ არის. როდესაც ეგ აღარ გაუკვირდებათ, მაშინ იქნება ცუდად საქმე.
2015, 27 თებერვალი, 14:34
ეს მიღებულია მსოფლიოში, ავადმყოფთან ან ავადმყოფთა ჯგუფთან შეხევედრა და საუბარი, მათ სატკივარზე და პრობლემებზე , მაგრამ ჩვენ ხომ ველურები ვართ და ყველაფერზე სახეს ვიხოკავთ
2015, 27 თებერვალი, 14:30
არფერი უხერხული არ ყოფილა , გადაირიეთ რა , ამ ქვეყანაში ყოველთვის უკვირთ გამჭვირვალე საუბარი
0 1 4