x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მსახიობების წარმოუდგენელი ცვლილებები როლისთვის

image
შარლიზ ტერონმა ფილმში “მონსტრი” შესრულებული როლისთვის ოსკარი მიიღო. მსახიობმა სერიული მკვლელი განასახიერა, რის გამოც, წონაში საგრძნობლად მოიმატა და სახე მაკიაჟით სპეციალურად დაუმახინჯეს.
imageჯარედ ლეტომ 18 კილოგრამი დაიკლო, რომ ფილმში Dallas Buyers Club შიდსით დაავადებული ტრანგენდერი ქალის როლი შეესრულებინა.
imageმერილ სტრიპმა ფილმში “რკინის ლედი” ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი განასახიერა. ამ როლისთვის 2011 წელს ოსკარი დაიმსახურა. მსახიობის ტეტჩერთან მსგავსება მაკიაჟზე მომუშავე გუნდის დამსახურებაა, მაგრამ ამისათვის საათობით მუშაობდნენ, რაც სტრიპისთვის კომფორტული სულაც არ ყოფილა.

imageნიკოლ კიდმანმა, ფილმში “საათები” შესრულებული როლისთვის ოსკარი დაიმსახურა. მსახიობმა ბრიტანელი მწერალი ვირჯინია ვულფი განასახიერა, მაგრამ მაკიაჟით იმდენად გახლდათ შეცვლილი, რომ ნამდვილი ნიკოლის ცნობა შეუძლებელი გახლდათ.

imageბრედ პიტმა ფილმში “ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია” შესრულებულ, როლისთვის მაკიაჟის შეცვლა არაერთხელ მოუწია, რომ სხვადასხვა ასაკის ადამიანი განესახიერებინა. პიტს ყოველდღიურად 5 საათის განმავლობაში უკეთებდნენ მაკიაჟს.
imageჯარედ ლეტომ მარკ დევიდ ჩეპმენის განსასახიერებლად ფილმში Chapter 27 - 27 კილოგრამი მოიმატა.

0
321
4-ს მოსწონს
ავტორი:თეო-ელე-ნათი
თეო-ელე-ნათი
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0