x
image
worldsport.ge
კაკა “ორლანდოს” უკაპიტნებს

imageბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევი რიკარდო კაკა “ორლანდო სიტის” კაპიტანი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკული გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სამხრეთამერიკელის ახალი გუნდი MLS-ში ასპარეზობას 9 მარტს შეუდგება და მეტოქედ ახლადშექმნილი “ნიუ იორკ სიტი” ეყოლება. აღნიშნული გუნდები ამხანაგურად ერთმანეთს 22 თებერვალს დაუპირისპირდნენ, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, კაკამ კი 31-ე წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხა.






გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0