x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ათი ყველაზე გავრცელებული მითი კოსმოსის შესახებ, რომლებიც დღემდე მართალი გეგონათ
თანამედროვე კინემატოგრაფიას და ფანტასტიკურ ლიტერატურას ჩვენ ხშირად შევყავართ შეცდომაში, წარმოგვიდგენენ რა მეცნიერულ ცოდნას დამახინჯებული სახით და გვაიძულებენ დავიჯეროთ არაერთი ცრუ მითი ამა თუ იმ საკითხის შესახებ. წარმოგიდგენთ საყოველთაოდ ცნობილ ათ მითს კოსმოსის შესახებ, რომლებსაც სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვთ.


image




1. ადამიანი კოსმოსში ფეთქდება?


image


ეს არის მტკნარი სიცრუე, რომელიც შექმნილია კინემატოგრაფისტების მიერ, რათა ფილმები უფრიო სანახაობრივი და ეფექტებით გაჯერებული გახადონ. თქვენ არაერთ კინოფილმში გინახავთ ღია კოსმოსში მოხვედრილი თვალებგადმოცვენილი და გაბერილი ადამიანი, რომელიც საბოლო ჯამში ბუშტივით სკდება და სისხლი და გადმოყრილი ნაწლავები უჰაერო სივრცეში მიმოიფანტება.

რა თქმა უნდა, თუ ადამიანი სკაფანდრის გარეშე მოხვდა კოსმოსში, ის მართლაც კვდება, მაგრამ არა ისე სანახაობრივად, როგორც კინემატოგრაფისტები წარმოგვიდგენენ. სინამდვილეში ადამიანს შეუძლია ღია კოსმოსში გაძლოს ზუსტად 30 წამი და ამ დროის განმავლობაში ის სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებებს არ ღებულობს. საბოლოო ჯამში ის უჰაერობისაგან იგუდება. თუ გსურთ ნახოთ, როგორ ხდება ეს სინამდვილეში, უყურეთ სტენლი კუბრიკის მიერ გადაღებულ კინოფილმს "2001 წლის კოსმოსური ოდისეა". ამ ფილმში თემა რეალურად, მეცნიერულ დონეზეა გადაწყვეტილი.



2. ვენერა და დედამიწა ერთმანეთს ჰგვანან?


image


როდესაც საუბარი ეხება ახალ კოსმოსურ ცივილიზაციას, კაცობრიობისათვის ახალი სამყაროს კანდიდატად უმეტეს შემთხვევაში გვევლინება მარსი და ვენერა. ვენერას დედამიწის დასაც კი უწოდებენ, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ორი პლანეტის ზომები დაახლოებით ერთმანეთის ტოლია.

არა მგონია ცხოვრება მოგინდეთ ისეთ პლანეტაზე, რომლის ზედაპირი დაფარულია გოგირდმჟავას სქელი მყარი ნისლით, რომელიც მზის სხივებს მთლიანად ირეკლავს და არ უშვებს მას პლანეტის ზედაპირზე. ვენერას ატმოსფერო მთლიანად ნახშირმჟავა გაზისაგან შედგება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა აქ 477 გრადუსს აღწევს ცელსიუსით. როგორც ჩანს, ვენერა არც თუ ისე სტუმართმოყვარე დაა დედამიწისა.



3. მზე იწვის?


image
სინამდვილეში მზე კი არ იწვის, არამედ ანათებს. შეიძლება იფიქროთ, რომ ამ ორ ცნებას შორის დიდი განსხვავება არაა, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ წვა-ეს ქიმიური რეაქციაა, ხოლო მზისაგან წამოსული სინათლე და სითბო მის გულში მიმდინარე ატომური რეაქციების შედეგია.



4. მზე ყვითელია?


image


აბა ერთი სთხოვეთ ბავშვს ან თუნდაც მოზრდილ ადამიანს მზის დახატვა. თქვენ აუცილებლად მიიღებთ ყვითელ წრეს. ერთი შეხედვით ეს მართლაც ასეა - თუ მზეს შეუირაღებელი თვალით შევხედავთ, ის ნამდვილად ყვითელი მოგვეჩვენება.

საქმე იმაშია, რომ ჩვენ მზე ყვითელი გვეჩვენება დედამიწის ატმოსფერის გავლენით. ის სინამდვილეში თეთრი ფერისაა.

ამ საკითხში გასარკვევად სულაც არაა საჭირო კოსმოსში გაფრენა, საკმარისია ვიცოდეთ ელემენტარული ფიზიკა და მზის ზედაპირის ტემპერატურა. ცივი ვარსკვლავები ანათებენ ყავისფერი ან მუქი წითელი შუქით. ტეპმერატურის მატებასთან ერთად შუქი უფრო და უფრო ღიავდება. ყველაზე ცხელი ვარსკვლავები, რომელთა ზედაპირზე ტემპერატურა 10 000 გრადუსს აღწევს, ანათებენ ცისფერი შუქით, რადგან ისინი სინათლის ხილული სპექტრის საწინააღმდეგო საზღვართან ახლოს იმყოფებიან.

ჩვენი მნათობი მზე მის ზედაპირზე არსებული ტემპერატურით - 6000 გრადუსით იმყოფება დააახლოებით სპექტრის შუაგულში და აქვს სუფთა თეთრი გამოსხივება.



5. ზაფხულობით დედამიწა უფრო ახლოსაა მზესთან?


image


თითქოსდა ლოგიკურია, რომ რაც უფრო მეტი ტემპერატურაა დედამიწაზე, მით უფრო ახლოსაა ის სხეულთან, რომელიც მას სითბოს ანიჭებს, ანუ მზესთან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წელიწადის დროების ცვალებადობა დედამიწაზე ხდება იმის გამო, რომ მისი ბრუნვითი ღერძი დახრილია. როდესაც ჩრდილო ნახევარსფეროდან გამომავალი ღერძი გადახრილია მზისკენ, ამ დროს იქ ზაფხულია და პირიქით. ამიტომ ამბობენ, რომ ავსტრალიაში ზამთარშია ზაფხული.

ამასთანავე არ უნდა დაგვავიწდეს ის ფაქტიც, რომ დედამიწა გამუდმებით უახლოვდება და შორდება მზეს. დედამიწის ორბიტა ელიფსური ფორმისაა, ისევე როგორც ბევრი სხვა პლანეტისა, ასე რომ დედამიწა მართლაც უახლოვდება მზეს და მერე ისევ შორდება, მაგრამ ეს ფაქტი არანაირად არ მოქმედებს ზამთარ-ზაფხულის ცვალებადობაზე.



6. მთვარის ბნელი მხარე?


image


მთვარე დედამიწის მიმართ მუდამ ერთი და იმავე ნახევრითაა შემობრუნებული, რადგან მისი ბრუნვა საკუთარი ღერძის და დედამიწის გარშემო სინქრონიზებულია, ჩვენ ვერასოდეს ვერ ვხედავთ მის მეორე მხარეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მხარე მუდამ ბნელშია. თქვენ ალბათ ნანახი გაქვთ მთვარის დაბნელება. აბა გამოიცანით, თუ მთვარის ის მხარე, რომელიც დედამიწას უყურებს, ნაწილობრივ იფარება მზის ჩრდილით, მაშინ სად ეცემა მზის სხივები, თუ არა მთვარის მეორე მხარეზე?

პასუხი ასეთია: მთვარე დედამიწისკენაა მუდამ ერთი მხრიდან შემობრუნებული და არა მზისკენ.



7. კოსმოსი მდუმარე სივრცეა?


image

კინემატოგრაფისტების მიერ დამკვიდრებული კიდევ ერთი მითი, რომელსაც საბედნიეროდ, ყველა რეჟისორი არ იყენებს: კოსმოსი-მდუმარე სივრცეა, სადაც ხმოვანი ტალღების გავრცელება შეუძლებელია. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ დედამიწა-ერთადერთი ადგილია სამყაროში, სადაც ხმების მოსმენაა შესაძლებელი. ყველგან, სადაც კი არის ატმოსფერო, იქნება ხმაც, მაგრამ ძალიან სპეციფიკური. მაგალითად, მარსზე ბგერები გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე დედამიწაზე.



8. ასტეროიდების სარტყელში ფრენა შეუძლებელია?


image

"ვარსკვლავურ ომებში" ჩვენ ასტეროიდების სარტყელი წარმოგვიდგინეს მჭიდრო ჯაჭვად, სადაც გაძრომა მხოლოდ ისეთ გამოცდილ პილოტებს შეუძლიათ, როგორიც ჰან სოლოა. რეალურად კოსმოსი სულ სხვაა: ის დიდია, გაცილებით დიდი და დაშორება ასტეროიდების სარტყელში შემავალ ობიექტებს შორის ბევრად მასშტაბურია, ვიდრე ამას ფილმებში წარმოგვიდგენენ. ის კოსმონავტი, რომელიც ასტეროიდების სარტყელში გაფრენის დროს შეეჯახება თუნდაც ერთ ასტეროიდს, უნდა იყოს ყველაზე უიღბლო ადამიანი მსოფლიოში.



9. ჩინეთის დიდი კედელი ჩანს კოსმოსიდან?


image


და სად ჩანს აქ კედელი?

ეს მითი დაიბადა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ პირველი ადამიანი გაფრინდებოდა კოსმოსში. ეს ფოტო გადაღებულია არა მთვარიდან, არამედ დედამიწასთან კიდევ უფრო ახლოს მდებარე ორბიტიდან. აბა სცადეთ და იპოვეთ ჩინეთის დიდი კედელი.



10. კოსმოსურ ტექნოლოგიებზე მოწინავე ქვეყნები ბიუჯეტის თითქმის მეოთხედს ხარჯავენ?


image


რა თქმა უნდა, საუბარი არაა ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ თვით აშშ-იც კი არ ხარჯავს ბიუჯეტის მეოთხედს კოსმოსზე. რასაკვირველია, კოსმოსურ პროგრამაზე აშშ გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა, მაგრამ არანაირ 25 %-ზე არაა საუბარი.

NASA-ს სავარაუდო ბიუჯეტი 2015 წლისათვის აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის მხოლოდ 0.15%-ს შეადგენს. ყველაზე დიდი თანხები ამ დარგში იდებოდა გასული საუკუნის 60-იან წლებში, მაგრამ მაშინაც კი ეს ციფრი 1%-ს არ აღემატებოდა. ამ მხრივ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 1966 წელს - 4, 45%, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო და კოსმოსის ათვისებაც ის - ის იყო იწყებოდა.

6
708
18-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
708
  
2015, 14 მაისი, 2:53
Like
2015, 13 მარტი, 14:35
აი მზე თუ თეთრი ფერის იყო ნამდვილად არ ვიცოდი :) ძალიან საინტერესო სტატიაა
2015, 27 თებერვალი, 18:04
გაიხარე, მაკუშ...ასეთი სტატიები არ ჩანს აქ და გამოგრჩებოდა, აბა რა:*
2015, 27 თებერვალი, 16:49
საინტერესო იყო მანჩო, როგორ გამომრჩა ეს სტატია. ხშირად არ ვკითხულობ ხოლმე უინტერესო სტატიებს, თუმცა ისტორიული და ჩვენი სამყაროს წარმოუდგენელი თემები ყოველთვის მიზიდავს :*
2015, 26 თებერვალი, 18:00
მადლობა, არაჩანდა..სიტყვებიც საკმარისია:)
2015, 26 თებერვალი, 17:59
ძალიან კარგი იყო..რომ შემძლოს 10 ლაიქს დაგიწერდი
0 1 6