x
image
worldsport.ge
“სლავიას” ფორვარდი: “ყენია გამორჩეული ფეხბურთელია”

imageპრაღის “სლავიას” თავდამსხმელმა მილან შკოდამ, რომელმაც ჩეხეთის საფეხბურთო სინოტ ლიგის (უმაღლესი ლიგა) განვლილ ტურში სტუმრად “ლიბერეცთან” მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა, თანაგუნდელ ლევან ყენიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.“ყენია საუცხოო ფეხბურთელია, ძალიან ტექნიკური. ის ხედავს როდის იხსნები და შეუძლია საუცხოო პასი მოგცეს. სერიოზულად ვამბობ, რომ ყენია გამორჩეული ფეხბურთელია” – თქვა შკოდამ ინტერნეტპორტალ fotbal.idnes.cz-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
განვლილი მატჩი “სლავიამ” 3:1 მოიგო და შკოდამ ანგარიში სწორედ ყენიას პასით გახსნა.






ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
100
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0