x
image
beko777
უნიკალური ფოტოარქივი - ქართული შოუ-ბიზნესის მომღერალთა აქცია შსს წინ
imageეს უნიკალური და ისტორიული ფოტო-არქივი ჟურნალ ვარსკვლავების“ დახურული ფაილებიდანა - ირაკლი ჩარკვიანი, ქეთა თოფურია, მერაბ სეფაშვილი, გოგა ხაჩიძე, სხვები და სხვები, დაახლოებით 30-ამდე ქართველი მომღერალი და იმდროისათვის ზოგიერთი ვარსკვლავის სტატუსითაც... შსს-ს შენობის წინ ორთაჭალაში ერთ პატარა საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ, აქციაზე რომელიც მამუკა ღლონტის მიერ ოყო ორგანიზებული ე.წ. აუდიო-ვიდეო მეკობრეობის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.


2000-ანების დასაწყისში ანუ, მაშინ როცა ქართული შოუ-ბიზნესი თავის ოქროს ხანაში იყო და დასასრულის დასაწყისში იმყოფებოდა, მწვავედ დადგა პრობლემა ქართველი მომღერლებისთვის, პრობლემა რომელსაც სახელად „აუდიო-მეკობრეობა“ ქვია - იპარავდნენ ყველაფერს - ახალ სიმღერებს, სინგლებს, ვიდეო-კლიპებს, იპარავდნენ და ყიდდნენ ისე, რომ - არც შემსრულებელს, არც კომპოზიტორს და არც არავის ერთი თეთრიც არ მისდიოდათ საკუთარ სალაროში და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ საქმისადმი ბრძოლას, სათავეში სწორედ ის ადამიანი ჩაუდგა, რომელსაც უკვე დიდი ფინანსური მოგება ჰქონდა დაგროვილი უცხოური სიმღერების დაკოპირებით და არალიცენზირებული პროდუქციის ლამის ერთადერთ მუსიკალურ ტელევიზია „მაესტროში“, მაგრამ მას შემდეგ რაც - „მაესტრომ“ საკუთარი ვარსკვლავების პრომოუშენი მაშინ დაიწყო - პრობლემა მწვავედ დადგა, რადგან ახლა უკვე „მაესტროს“ ჰპარავდნენ ნამუშევარს და ნაწვალებს, ისე რომ - როგორც ავღნიშნეთ ერთი თეთრიც კი არ მისდიოდათ ჯიბეში.


ასე იყო თუ ისე იყო, მამუკა ღლონტის მიერ ორგანიზებული ეს საპროტესტო აქცია იმ დროისათვის დროული იყო, თუმცა - საწუხაროდ უშედეგო, რადგან არც მაშინდელ შსს-ს შეუბერტყავს ყური და არც არავის, - პრობლემა დღესაც კი პრობლემად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს უკვე აღარც ქართველ მომღერლებზეა დიდი მოთხოვნები, აღარც მათ სიმღერებზე და აღარც მათ კლიპებზე, რადგან საზოგადოებას სამწუხაროდ უკვე სხვა პრიორიტეტები გაუჩნდა... და ხელოვნეის მუსიკლაური მიმდინარეობა, ლამის ბოლომდე დაივიწყოს...


ასეა თუ ისეა, ეს ფოტოები ისტორიულია და ვფიქრობთ მათი გამოქვეყნება კიდევ ერთხელ გაგვახსენებს, ბნელ, თუმცა - საინტერესო წარსულს



პ.ს. კატეგორიულად აკრძალულია ფოტოების გადაბეჭდვა და გამოქვეყნება ჩვენთან შეთანხმების და ავტორის და მფლობელის ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ მითითების გარეშე

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
349
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:beko777
beko777
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0