x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ია სუხიტაშვილი: "ისე ნუ გაგვამწარებთ, რომ ზოგიერთ ქართულ საიტს ვუჩივლოთ"
"მანდარინების" მიერ "ოსკარის" ვერმოპოვებამ და ქართველი მსახიობების ვოიაჟმა ლოს-ანჟელესში ქართულ ინტერნეტ-სივრცეში არაერთგვაროვანი რეაქცია და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჯერ იყო და "ოსკარის" ცერემონიაზე ჩაძინებული მიშა მესხის სურათებით აივსო ქართული საიტები, რასაც უამრავი, საკმაოდ არაკორექტული, დამცინავი და არაკეთილმოსურნე კომენტარი მოჰყვა.


image


ეს კიდევ არაფერი, დღეს დილით მსახიობ ია სუხიტაშვილის ფეისბუქის გვერდზე უცნობმა პიროვნებამ კომენტარი დატოვა, სადაც ამბობს, რომ ია სუხიტაშვილი სულაც არ იყო მიწვეული ცერემონიაზე და თურქული აჟიოტაჟი ამ ფაქტის შესანიღბად დასჭირდათ. აი ეს კომენტარი:


"არ გეწყინოთ, ქალბატონო ია, მაგრამ ამ პატარა "ბლეფი"-თ ყველას მოტყუება შეუძლებელია."ოსკარი"-ს დაჯილდოების ცერემონიაზე ოფიციალური მიწვევა ქონდათ მხოლოდ ზაზა ურუშაძეს, მიშა მესხს და გიორგი ნაკაშიძეს. ია სუხიტაშვილს წასვლამდე მცირე იმედი ქონდა, როგორც თანმხლებს მიცემდნენ დასწრების უფლებას, მაგრამ თურქეთში ჩაფრენისას გაიგეს, რომ ის მცირე შანსიც არ იყო. ასე რომ, რაღაც მიზეზების გამოგონებას შეეშვან. ეჭვი მაქვს, პასპორტის დაკარგვაც გათამაშებული იყო სწორედ იას სიტუაციიდან გამოსაყვანად. ბილეთის და მოსაწვევის გარეშე ხალხი სტადიონზე ვერ შედის და ამხელა ღონისძიებაზე ვინ შეგიშვებდათ. მაინც დიდად მოგებული დარჩით, ლოს ანჟელესში გაისეირნეთ და ღონისძიებას თუნდაც გარედან, მაგრამ ახლოდან უყურებდით. "ოსკარი" რომ აეღო ფილმს, მართლა კარგი იქნებოდა."



image


როგორც ჩანს, ია სუხიტაშვილი ძალიან გააბრაზა ამ ბოღმითა და ნიშნის მოგებით აღსავსე კომენტარებმა და საპასუხოდ თავის ფეისბუქის გვერდზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:"

„ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, გააზიაროთ. ორი დღეა, ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე, თურმე ქვეყნის რა ბრალია, უვარგისები ვყოფილვართ და ამიტომაა ჩვენ ქვეყანაში ასე ცუდად რომ მისდის საქმე. ამდენი ბოროტი ადამიანი თუ ცხოვრობდა ჩემს ქვეყანაში, მაინც არ მჯეროდა ბოლომდე.
სრული სერიოზულობით ვიძახი, მოეშვით ისტორიების შეთხზვას, ისე ნუ გაგვამწარებთ, რომ ზოგიერთ ქართულ საიტს ვუჩივლოთ“.

18
47
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
47
  
2015, 25 თებერვალი, 12:54
რას თქმა უნდა, ნომინაციოაზე წარდგენა ეს უკვე დიდი წარმატებაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ წელიწადში უამრავი ფილმის გადაღება ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხუთეულში მოხვედრა უკვე გამარჯვებას ნიშნავს, მაგრამ რაღაცაზე ხომ უნდა იჭორაოს ამ ხალხმა.
2015, 25 თებერვალი, 12:52
იცით რას ვიტყვი ოსკარზე იას მიწვევა არ მიწვევა მეორეხარისხოვანია და ყველაზე საშინელება ხალხის მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის მაგივრად "რატომ ვერ აიღეთ ოსკარი"–ა, ეს ხალხი ვერცკი აზროვნებს თუ ისიც რამხელა წარმატებაა ოსკარის ნომინაციაზე რომ წარგადგენენ, ქართველებს ყველგან და ყველაფერში პირველობა უნდა მაგრამ, ბოდიშით და ერთი ადგილის განძრევა ეზარებათ და შურისგან მხოლოდ სხვების გაკიცხვას სჯერდებიან!!!
2015, 24 თებერვალი, 20:36
მეგონა ოსკარზე წარდგენილებს მეუღლეების თანხლების უფლება ჰქონდათ
2015, 24 თებერვალი, 20:35
ია როგორ უნდა ყოფილიყო მიწვეული..იმდენ ფილმებში ვინც ეპიზოდურ როლში 5 წუთი ჩნდება ფილმში ყველა რომ მიიწვიონ კარგად ჰქონიატ საქმე
2015, 24 თებერვალი, 20:31
პრესის თავისუფლება აქ სხვა რამე ჰგონიათ, ბევრი გამოცემა საერთოდაა ასაკრძალი.
2015, 24 თებერვალი, 20:27
ჩვენთან საჭორაო მასალა მიეცეთ ოღონდ და...
2015, 24 თებერვალი, 20:23
ერთში გეთანხმებით, არ იყო ეს საკითხი საგაზეთო პუბლიკაციების თემა.
2015, 24 თებერვალი, 20:19
რახან გარკვეული ვარ ამ საკითხში, ვერ შეგედავებით.
2015, 24 თებერვალი, 20:10
მოდით საიდუმლოდ დავტოვოთ, უჩივლოს იამ და მალევე გაირკვევა სიმართლე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას არ გააკეთებს მიზეზთა გამო.
2015, 24 თებერვალი, 20:10
ბოდიშს ვიხდი უვიცობის გამო მაგრამ ხომ ვერ ამიხსნით ია სუხიტაშვილის ოსკარზე მიწვევის მიზეზს?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10