x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
მონტე-კრისტოს კუნძულის საიდუმლო
ძნელად მეგულება ადამიანი, ვისაც ალექსანდრე დიუმას სახელგანთქმული რომანი "გრაფი მონტე-კრისტო" არ აქვს წაკითხული. ვინ არ მოხიბლულა ედმონ დანტესის ტრაგიკული და იდუმალებით მოცული თავგადასავლით? რომელ თქვენგანს არ უთევია ღამეები ამ საინტერესო და ფათერაკებით აღსავსე წიგნის კითხვისას? ვის არ უოცნებია ფეხი დაედგა ამ ცნობილ კუნძულზე და საკუთარი თვალით არ შეეხედა მის კატაკომბებსა და მღვიმეებში?


მაინც სად არის ეს სახელგანთქმული კუნძული, რომლის სახელი თითქმის ყველა ადამიანისთვისააა ცნობილი?


image



პატარა კუნძული მონტე-კრისტო მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში და შედის იტალიის შემადგენლობაში. კუნძული საუკუნეების განმავლობაში დაუსახლებლად ითვლებოდა და მას, როგორც უნაყოფო და უკაცრიელ კუნძულს, ზღვაოსნებიც გარს უვლიდნენ. პირველი ადამიანები მასზე გაჩნდნენ მხოლოდ XI საუკუნეში მას შემდეგ, რაც აქ დაიწყო წმინდა მაქსიმილიანეს სახელობის ბენედიქტური მონასტრის მშენებლობა. შუა საუკუნეებში ბენედიქტური ორდენის ბერებს დიდი გავლენა ჰქონდათ კორსიკის, სარდინიის და ტოსკანიის ხელისუფლებაზე. ამ მფარველობის წყალობით და ეკლესიის ხელის შეწყობით სულ მალე მონტე-კრისტოს მონასტერი ნამდვილ საგანძურად გადაიქცა. ხმები მონასტერში მცხოვრების ბერების მიერ დაგროვებულ არნახულ სიმდიდრეზე მთელ მსოფლიოში გავრცელდა.


image


1553 წელს კუნძულს თავს დაესხნენ მეკობრეები. ისინი ველურებივით იქცეოდნენ: დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს მონასტერი, ამოწყვიტეს ყველა ბერი, გადათხარეს და გადაქექეს ყველა მღვიმის შესასვლელი, მაგრამ საგანძურის კვალს ვერა და ვერ მიაგნეს. ამ დროიდან მოყოლებული XIX საუკუნემდე კუნძული მონტე-კრისტო ქრისტიანული სავანიდან გადაიქცა მეკობრეების და კონტრაბანდისტების ნავსაყუდელად, რომლებიც აქ ნაძარცვ სიმდიდრეს ინახავდნენ. სწორედ ამ ამბებმა მისცა საფუძველი ჭორებს კუნძულზე არსებული ენით აუწერელი განძის შესახებ.


image


1842 წელს ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა შემთხვევით მოხვდა კუნძულზე. აქ მან მოისმინა ლეგენდა მის კატაკომბებსა და მღვიმეებში დამალული განძის შესახებ. ორი წლის შემდეგ ამ ნიჭიერმა მწერალმა უკანასკნელი წერტილი დაუსვა თავის სათავგადასავლო რომანს "გრაფი მონტე-კრისტო". რომანის მოკლე შინაარსი ასეთია: უასამართლოდ დაპატიმრებული და ციხე-სიმაგრე იფის ჯურღმულებში სიკვდილისათვის განწირული მეზღვაური ედმონდ დანტესი მეზობელ დილეგში მყოფი პატიმრის-აბატი ფარიასაგან შეიტყობს ლეგენდას კუნძულ მონტე კრისტოზე არსებული აურაცხელი სიმდიდრის შესახებ. ციხიდან გაქცეული დანტესი პოულობს კუნძულზე დამალულ განძს და ყიდულობს ტიტულს "გრაფი მონტე-კრისტო", შემდეგ კი იწყებს საშინელ შურისძიებას მათზე, ვისი წყალობითაც მას ცხოვრება დაენგრა და სამუდამო პატიმრობისათვის განწირული აღმოჩნდა. რომანმა სულ მალე არნახული პოპულარობა მოიპოვა და კიდევ უფრო გაუთქვა სახელი იდუმალებით მოცულ კუნძულს.


image


დღეისათვის კუნძულ მონტე-კრისტოს მთავარი საგანძური მისი უნიკალური ფლორა და ფაუნაა. 1971 წელს კუნძულს ეროვნული ნაკრძალის სტატუსი მიანიჭეს, ასე რომ მასზე მოხვედრა მხოლო სატყეო პოლიციის სპეციალური ნებართვითაა შესაძლებელი. ერთი წლის განმავლობაში კუნძულის მონახულების უფლებას მხოლოდ ათას ადამიანს აძლევენ. მათი უმეტესი ნაწილი ბიოლოგები და გეოლოგებია, რომლებიც დაკავებულნი არიან კუნძულის ბუნებრივი სიმდიდრეების შესწავლით. აი კუნძულის მონახულების სურვილის მქონე ტურისტებს კი (გაითვალისწინეთ, რომ მათი რიცხვი საკმაოდ დიდია) საკმაოდ დიდი ხანი უწევთ რიგში დგომა, ხანდახან რამოდენიმე წელიც კი.


image


P.S. თქვენი არ ვიცი და მე, როგორც ედმონ დანტესის ფანი ათი წლის ასაკიდან მოყოლებული, სიამოვნებით მოვინახულებდი ამ კუნძულს, იქნებ ბედსაც გაეღიმა და მონტე-კრისტოს საიდუმლო მღვიმესაც მივაკვლევდი, თუმცა ეს მხოლოდ ოცნებაა... სავარაუდოდ, აუხდენელი.


image

24
567
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
567
  
2017, 21 ივლისი, 13:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 14 მაისი, 3:04
99 franki - wignis arsit shinaarsi. Wigni reklama. Ertaderti avtoris ostatobaa mag wignis girseba. Kargad shefuta produqti. :D monte kristo klasikaa. Dzan magaria
2015, 24 თებერვალი, 21:00
"99 ფრანკი" არ მაქვს წაკითხული და ალბათ აღარც წავიკითხავ :) რაც შეეხება ბესთსელერებს უამრავი ფილმი მაქვს ნანახი, მაგრამ ჩემი აზრით ვერცერთი ფილმი ვერ გამოხატავს უფრო ნათლად ავტორის აზრს როგორც წიგნი იმიტომ, რომ ფილმს უყორებ ხოლო წიგნში გმირთან ერთად ფიქრობ "ია ტაკ დუმაიუ" :)
2015, 24 თებერვალი, 20:48
თინეიჯერობის ასაკს კარგა ხანია, გავცდი, მაგრამ "ჰარი პოტერის" ყველა წიგნი მაქვს წაკითხული და "შიმშილის თამაშებიც" :) აი "99 ფრანკს" ვერ ჩავწვდი, რატომაა კლასიკა, არ მესმის.
2015, 24 თებერვალი, 20:46
ასჯერ არა მაგრამ ათჯერ უეჭველი მექნება წაკითხული, მშურს ხოლმე იმის ვისაც კითხვა უყვარს და ეს წიგნი არ აქვს წაკითხული, მაგრამ დღევანდელი თინეიჯერები უფრო სხვა ჟანრს ანიჭებენ უპირატესობას მაგ. "შიმშილის თამაშები" თუმცა ეს წიგნი მეც წავიკითხე და ვერ ვიტყვი არ მომეწონა მეთქი :)
2015, 24 თებერვალი, 20:24
ძალიან ბევრის უსაყვარლესი ნაწარმოებია...ასჯერ მაქვს მგონი წაკითხული. ერთი შემთხვევა გამახსენდა ამ წიგნთან დაკავშირებით, ნეტავ სტატიაში შემეტანა :)
2015, 24 თებერვალი, 20:20
"გრაგი მონტე-კრისტო" ჩემი ბავშობის ერთერთი უსაყვარლესი წიგნია, კარგად მახსოვს როგორ ვინერვიულე ორი ნაწილის წაკითხვის შემდეგ მესამე ნაწილს რომ ვერ ვშოულობდი. მეც სიამოვნებით ვნახავდი ამ კუნძულს და განძზეც არ ვიტყოდი უარს. :) მადლობა სტატიისთვის.
2015, 24 თებერვალი, 19:12
ეგ ვინ იცის, ჩემი მეზობელიც ასე ფიქრობდა და... :)))))
2015, 24 თებერვალი, 18:43
მადლობა კეთილი სურვილისათვის, მაგრამ ეგეთ რამეებში ნაკლებად მიმართლებს:)
2015, 24 თებერვალი, 18:42
შეუძლებელი არაფერია, აერ ჩემმა მეზობელმა ერთერთი ელექტროსაქონლის მაღაზიათა ქსელის გათამაშებაში ჩემმა მეზობელმა 500 000 ლარი მოიგო და კაცი კინაღამ მოგვიკვდა ელდისაგან, 2 დღე სასწრაფო იდგა მის კარებთან.
სასწრაფოსაგან ღმერთმა დაგიფაროთ და ოცნების ასრულებაში შეგეწიოთ. :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10