x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
როგორ გამოვიცნოთ რომელ ქვეყანაშია დამზადებული რეკლამა: ნაციონალური თავისებურებები
ყოველ ქვეყანას საკუთარი სარეკლამო ხელწერა გააჩნია, რისი მიზეზიც ეროვნულ თვითშეგნებაში, ტრადიციებში, ეკონომიკურ და საოზოგადოებრივ რეალობაში უნდა ვეძებოთ.

ამ თავისებურებების კარგად ცოდნით, ადვილი გამოსაცნობია თუ რომელ ქვეყანაშია წარმოებული ესა თუ ის სარეკლამო რგოლი თუ პლაკატი. გეოგრაფია, სამყაროს აღქმისა და აზროვნების თავისებურებები და ტექნიკური საშუალებები თითქმის ყველა რეკლამაზე ტოვებს ადვილად ამოსაცნობ კვალს.

ქვემოთ წარმოგიდგენთ სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელ, ნაციონალური კრეატივის ყველაზე მკვეთრ ნიშნებს და რეკლამის მაგალითებს, რომლებშიც ეს ნიშნები განსაკუთრებით კარგად ჩანს. რა თქმა უნდა, ძნელია კრეატივის სტანდარტიზება და გარკვეულ, თუნდაც ეროვნების ჩარჩოში მოქცევა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ წარმოდგენილია ყველაზე თვალშისაცემი ნიშნები.

1. ამერიკის შეერთებული შტატები


აშშ მსოფლიო კრეატივის ცენტრია. აქ მდებარეობს უმსხვილესი საწარმოები და სარეკლამო სააგენტოები. აქედან გამომდინარე, ამერიკული რეკლამა საერთაშორისოა და მისთვის ყველაზე ძნელია კონკრეტული ეროვნული ნიშნების გამოკვეთა.

თუმცა, თუ კადრში ხედავთ ოფისს, რომელშიც თანამშრომლები რაღაცას ხმაურიანად განიხილავენ, ეს სავარაუდოდ ამერიკული რეკლამაა. როცა ხედავთ, რომ სარეკლამო რგოლში ყველაფერი ლოგიკური და რაციონალურია, რეკლამის თეორიის ყოველგვარი წესის დაცვით არის შესრულებული მაშინაც კი, როდესაც ადგილი აქვს ხუმრობას, ხვდებით, რომ ეს ამერიკელების გადაღებულია. თუ თვალწინ გეშლებათ რომელიმე დიდი კომპანიის რთული კეისი, რომლის აზრსაც ერთი შეხედვით ვერც ხვდებით, ესეც სავარაუდოდ ამერიკული რეკლამაა.

Fedex «Change»



2. დიდი ბრიტანეთი

ეს არის ნათელი, ხარისხიანი, დახვეწილი იუმორის მქონე რეკლამით ცნობილი ქვეყანა. ინგლისელებს, როგორც წესი დახვეწილი გემოვნება აქვთ და წარმატებით უთავსებენ ერთმანეთს რეკლამის ვერბალურ და ვიზუალურ მხარეს. ბრიტანული რეკლამა ხშირად უფრო გასაგებია ჩვენთვის, ვიდრე ამერიკული, მეტად ინტელექტუალური, სიუჟეტური და კინემატოგრაფიულია.

Hovis «Go On Lad»




3. ბრაზილია

ბრაზილიური სარეკლამო რგოლები, როგორც წესი, არ გამოირჩევა განსაკუთრებული ხარისხით და ინტელექტუალობით. სამაგიეროდ, ამ ქვეყნის კრეატივისთვის დამახასიათებელია ღია, ხალისიან ფერებში შესრულებული ეფექტური, მზიანი პრინტები, რისთვისაც ბრაზილურ სააგენტოებს არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიუღიათ.


image



4. არგენტინა


მიუხედავად ბრაზილიასთან მეზობლობისა, არგენტინა განსხვავდება მეზობლისგან, როგორც კულტურულად, ასევე სარეკლამო მახასიათებლებითაც. მათ შორის მსგავსება იგრძნობა მხოლოდ სარეკლამო რგოლში გრძნობების სიჭარბის მხრივ. თუმცა, არგენტინული რეკლამა გაცილებით მეტ ემოციურ დაძაბულობასა და უჩვეულო სიუჟეტებს გვთავაზობს. ცალკე აღსანიშნავია ოდნავ ბაცი ფერები და თბილი სურათები, რაც ამ ქვეყნის რეკლამას ადვილად გამოსაცნობს ხდის.

Axe «Destiny»



5. კანადა


საერთო ჯამში, კანადური რეკლამა ამერიკულს ჰგავს, მაგრამ უფრო პირქუში და მარგინალურია. სარეკლამო ბიზნესში კანადა ასოცირდება პირველ რიგში სააგენტო Ogilvy Toronto-სთან, რომელმაც შექმნა ყველაზე პოპულარული კანადური სარეკლამო რგოლი «Evolution» კომპანია Dove-ისთვის. კანადური Taxi Toronto კი არის ვიაგრას რეკლამის ყველაზე ცნობილი მწარმოებელი. ბოლო დროს განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა სარეკლამო სფეროში სააგენტო BBDO Toronto-მ Skittles-ის კრეატიული რეკლამით, რომელმაც ინტერნეტში უკვე 3 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.

Skittles «Cat»




6. საფრანგეთი


ცნობილი ფრანგული სარეკლამო სააგენტოები, როგორიცაა TBWA\Paris, Euro RSCG და Publicis Conseil, გვთავაზობენ ჭკვიანურ, გაამბედავ და ღრმა კონტექსტის მქონე რგოლებს. საფრანგეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ევროპული კრეატივის სახეს ქმნიან. ამ ქვეყნის რეკლამა გამოირჩევა მაღალი ესთეტიკით, ამოუცნობი და მომხიბლავი სახეებით, არის დახვეწილი და ელეგანტური. ფრანგულ რეკლამაში, ამერიკულისგან განსხვავებით, მთავარი ადგილი ეთმობა ვიზუალს, ამიტომაც არის მასში ნაკლები საუბარი.

Orange «Cinema»





7. გერმანია

ეს არის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა კრეატიულობის მხრივ. გერმანული რეკლამა გამოირჩევა არგუმენტულობით, ლოგიკით. ეს ძირითადად არის ინფორმაციური რეკლამა, რომელშიც საუბარია ციფრებით, დეტალებით, ტექნიკური მახასიათებლებით: მინიმალური ემოცია და მაქსიმალური სანდოობა. ეს ყველაფერი შერწყმულია შესანიშნავ ვიზუალთან, რაც წარმოქმნის ფაქტებზე დაფუძნებულ კრეატივს.

Mercedes «Sorry»






8. სამხრეთ აფრიკა

ეს არის ღრმა სულიერი და ფილოსოფიური კრეატივის მატარებელი სარეკლამო რგოლები. ქვეყანა, სადაც, ერთი მხრივ, კარგად ესმით ადამიანური თუ საზოგადოებრივი პრობლემები, მეორე მხრივ კი გენეტიკურად მოსდგამთ სიცოცხლის სიყვარული, მხიარულება და იუმორი.

Allan Gray «James Dean»



9. ავსტრალია


მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიისა და არგენტინის მსგავსად, ავსტრალიაც სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს, ამ ორი ქვეყნისგან უკიდურესად განსხვავებულ კრეატივს გვთავაზობს. ავსტრალიური რეკლამა არის მარგინალური, პირქუში, დრამატული და ზოგჯერ გაუგებარიც კი.

Burn «Ride»



10. იაპონია


იაპონურ რეკლამაში დომინანტურია გარკვეული ხატი: სარეკლამო მესიჯის ყველა ელემენტი წარმოადგენს ერთიანი, ხშირად ფილოსოფიური სურათის ნაწილს. წარმოუდგენლად დახვეწილი, უმცირესი დეტალები იაპონურ რეკლამას განსაკუთრებულ ფერთა სიუხვესა და სიღრმეს აძლევს.

Sagami Original «Love Distance»


11. ინდოეთი


ინდური რეკლამა განსაკუთრებული მხატვრულობით გამოირჩევა და ამით ბრაზილიურს წააგავს. ნებისმიერ ვიდეო თუ ბეჭდვით რეკლამაში იგრძნობა ინდური კოლორიტი. ინდური ბეჭდვითი რეკლამა უფრო ცნობილია ვიდრე სატელევიზიო.


image


12. ტაილანდი

გამოირჩევა უბრალო სასაცილო რეკლამით, რომელშიც თითქოს ყველაფერი აბსურდამდა მიყვანილი.

Lamptan «Elephant»




0
55
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0