x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508577
სოციალური ქსელები და მათი გავლენა ადამიანზე
image დღესდღეობით სოციალური ქსელები ფართოდაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში. ისინი კომუნიკაციის დამყარების საუკეთესო საშუალებად ითვლება. მათი საშუალებით შესაძლებელია კავშირის დამყარება დედამიწის სხვადასხვა წერტილში, დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში.

კლასიკური განმარტების თანახმად, სოციალური ქსელი არის სოციალური ობიექტების ჯაჭვი, რომელიც შედგება ორგანიზაციების ან ინდივიდუალური ადამიანებისგან. სოციალური ქსელების მეშვეობით შეგვიძლია უმოკლეს დროში დავუკავშირდეთ მეგობრებსა თუ ახლობლებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციალურმა ქსელებმა, ინტერნეტმა, რადიკალურად შეცვალა ადამიანთა ცხოვრება.მაგრამ როგორ შეცვალა სასიკეთოდ თუ საუბედუროდ?! ეს საკითხი საკამათოა და ადამიანთა შორის აზრთა სხვადასხვაობებს იწვევს.

ტერმინი სოციალური ქსელი არც ისე დიდი ხნისაა. გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკელი სოციოლოგები სწავლობდნენ ადამიანთა შორის არსებულ ურთიერთკავშირებს, ასეთ კავშირებს სოციოგრამების (ანუ ერთგვარი დიაგრამების) სახით გამოსახავდნენ. ამ გამოსახულებებში ცალკეული პიროვნებები წერტილებით იყვნენ აღნიშნულნი, ხოლო მათ შორის კავშირები ხაზებით. ამ სახით ვიზუალიზებულ ადამიანთა საზოგადოებას (ანუ ურთიერთგადამკვეთ ხაზთა სისტემას), სოციალური ქსელი უწოდეს. მოგვიანებით ამ ტერმინმა ინტერნეტში გადაინაცვლა და ისეთ ვებგვერდებს ან სერვისებს აღნიშნავს, რომლებსაც თვითონ მომხმარებლები ამდიდრებენ.

ჩვენს ქვეყანაში სოციალური ქსელის ძირითადი მომხმარებლები არიან 12-40 წლის ადამიანები, ევროპაში კი ხანშიშესული ადამიანებიც ამ სერვისის აქტიური მომხმარებლები არიან.


სოციალური სამყაროს ეპოქაში ადამიანი ინტერნეტ სამყაროს ცენტრში ექცევა. მომხმარებლები თვითონ ირჩევენ როდის და რას უყურონ, რას მოუსმინონ ან რა წაიკითხონ. უფრო მეტიც ადამიანი თავად ქმნის იმას, რაც მერე სხვისთვისაც საინტერესო ხდება.

სოციალური ქსელების მთავარი სიმდიდრე სწორედ მისი მომხმარებლები არიან. უდავოა, რომ სოციალურმა ქსელებმა უკვე ღრმად შემოაღწიეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, გაიდგეს ფესვები ჩვენს ფსიქიკაში. მეცნიერების აზრით, ხალხი ჯერ კიდევ ვერ აფასებს იმ ზეგავლენის სიდიდეს, რასაც სოციალური ქსელები ახდენენ ჩვენზე. ფსიქოლოგმა კიმბეერლი იანგმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ინტერნეტდამოკიდებულების გავრცელება ჰგავს პათოლოგიური აზარტულობის გავრცელებას. თანაც ამ დაავადებით დასნეულებულია უფრო მეტად ის ხალხი, რომელსაც არ აქვს უმაღლესი განათლება, აქედან გამომდინარე ნათელია, რომ რაც უფრო ახლოსაა ადამიანი ანალიტიკოსის, კრიტიკოსის, შემოქმედის პოზიციასთან, მით ნაკლებად საშიშია მისთვის ვირტუალური დამოკიდებულება.

სოციალური ქსელები იზიდავს მოზარდებს, რომლებიც კონტაქტების დამყარების მხრივ ხშირად აკეთებენ არასწორ არჩევანს. პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელმა გამოქვეყნებამ შესაძლოა მათ მიაყენოს ზიანი. სამწუხაროდ მოზარდთა უმრავლესობას არ ესმით, რომ ყველაფერი რასაც ისინი ქსელში განათავსებენ, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება და შეიძლება ეს ინფორმაცია მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა. განუსაზღვრელი დროით სოციალურ ქსელში ყოფნა ადამიანს ართმევს ცხოვრების აღქმის უნარს, წყვეტს რეალობას და აკარგვინებს დღევანდელობის შეგრძნებას.

ვთვლი, რომ სოციალური ქსელის ყველაზე დიდი ნაკლი სწორედ ის არის, რომ ის ითრევს ადამიანს და დიდ დროს აკარგვინებს. ზოგი სწავლისა და მუშაობისთვის კარგავს დროს, ზოგიც პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. ინტერნეტ-დამოკიდებული ადამიანი კი რეალურად ვეღარ ზომავს იმ დროის რაოდენობას, რასაც სოციალურ სივრცეში ატარებს. მას უჭირს შეელიოს კომპიუტერს, თუ კი შეელია განუწყვეტლივ მასზე ფიქრობს. ამის გამო ბევრი ადამიანი უარს ამბობს განათლებაზე. კარიერაში წინსვლის სირთულე კი წლების მერე იჩენს თავს, რომელიც უსიამოვნების და წუხილის მომტანია ბევრი ადამიანისთვის.

განვითარებას ჩვენ ვერ შევაჩერებთ, სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ შევამციროთ გავლენის ხარისხი და ეფექტი. ვირტუალურ ურთოერთობებზე მეტად უპირატესობა მივანიჭოთ პირისპირ ურთიერთობებს, თუ ვაცნობიერებთ რომ ინტერნეტდამოკიდებულნი ვხდებით.



0
933
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევაან
ქეთევაან
933
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0