x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
„დრამატული“ პიროვნული აშლილობების (ანტისოციალური, ჰისტრიონული, ნარცისული და მოსაზღვრე) შედარებითი ანალიზი
აბსტრაქტი


პიროვნული აშლილობა ეს არის ფსიქოლოგიური აშლილობა, რაც გულისხმობს პრობლემების ქონას ხალხისა და სიტუაციების აღქმასა და ურთიერთდაკავშირებაში. როდესაც ადამიანს აქვს პიროვნული
აშლილობა ეს გულისხმობს რომ სიტუაციის მიუხედავად მას აქვს აზროვნებისა და ქცევის ხისტი და არაჯანსაღი პატერნები (ქცევის სისტემატურად განმეორებადი, მყარი ელემენტი). ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში იწვევს მნიშვნელოვან პრობლემებსა და შეზღუდვებს სოციალურ ურთიერთობებში,
სამსახურში, სკოლაში. თუმცა ადამიანი შეიძლება თავად ვერც აცნობიერებდეს, რომ მას აქვს პიროვნული აშლილობა, რადგან საკუთარი ქცევა და აზროვნება მას ბუნებრივად ეჩვენება და დამნაშავეებს სხვებში ეძებს. პიროვნული აშლილობები დაყოფილია სამ ჯგუფად: „ექსტრინზიული“ (კლასტერი A), „დრამატული“ (კლასტერი B) და „შფოთვითი“ (კლასტერი C). „დრამატული“ ჯგუფი მოიცავს ანტისოციალურ, ჰისტრიონულ და ნარცისულ, მოსაზღვრე პიროვნულ აშლილობებს.

ანტისოციალური პიროვნული აშლილობა - სხვების უფლებების დარღვევა და უგულებელყოფა, თანაგრძნობის ნაკლებობით;

ჰისტრიონული პიროვნული აშლილობა - ყურადღების ძებნია და გადაჭარბებული ემოციებისა;

ნარცისული პიროვნული აშლილობა- განდიდების, გაღმერთების მოთხოვნილება
და თანაგრძნობის ნაკლებობა;

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა - არასტაბილურობა ურთიერთობებში, სელფ ხატს, იდენტობასა და ქცევაში, რომელსაც მივყავართ საკუთარი თავისადმი ზიანის მიყენებასა და იმპულსურობამდე.

„დრამატული“ პიროვნული აშლილობების (ანტისოციალური, ჰისტრიონული, ნარცისული და მოსაზღვრე) შედარებითი ანალიზი

ანტისოციალური პიროვნული აშლილობა
(ASPD)

ადამიანებს მსგავსი აშლილობით ახასიათებთ სხვების გრძნობების, ქონების და უფლებების უგულებელყოფა ან მწვავე დარღვევით საკუთარი სარგებლის გამო. ეს შეიძლება მოიცავდეს აგრესიულ, იმპულსურ ან ძალადობრივ ქმედებებს სხვა ადამიანისკენ მიმართულს, ყოველგვარი დანაშაულის გრძნობის
გარეშე მიუხედავად მსგავსი დესტრუქციული ქცევისა. ანუ შეიძლება ითქვას რომ მისი ძირითადი სიმპტომებია:

სხვების იგნორირება


გამუდმებული სიცრუე
ან ქურდობა
განმეორებადი პრობლემები
კანონთან
სხვების უფლებების
განმეორებადი დარღვევა
აგრესიული, ხშირად
ძალადობრივი ქცევა
სხვების და საკუთარი
თავის უსაფრთხოების უგულებელყოფა


ანტისოციალური პიროვნული აშლილობა დიაგნოსტიკური სისტემების DSM და ICD-ის მიხედვით მსგავსია მაგრამ არა იდენტური; მათი კრიტერიუმები განხვავდება ზოგიერთ ხშირად გამოყენებულ შეფასებებში.


გამომწვევი მიზეზები

ჰორმონები და ნეიროტრანსმისტერები - ქალა-ტვინის ტრავმებმა შეიძლება დაარღვიონ
ცენტრალური ნერვული სისტემის სტანდარტული განვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იმ
ჰორმონების გამოთავისუფლება, რომლებიც ხელს შეუშლიან სტანდარტული მოდელის მიხედვით განვითარებას. ერთერთი ნეიროტრანსმისტერი, რომელსაც განიხილავენ ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონე ინდივიდებში,
არის სეროტინინი. მისი დაბალი დონე დაკავშირებულია
ASPD-თან. ასევე არსებობს მთელი რიგი ექსპერიმენტული მტკიცებულება, რომ შემცირებული სეროტინინი მაღალ კორელაციაშია იმპულსურობასა და აგრესიასთან. კვლევაში ეძებდნენ ურთიერთკავშირს სეროტინინის მოქმედებასა და მწვავე ტესტოსტერონის დონის კომბინირებულ ეფექტებს ადამიანის
აგრესიულობაზე. აღმოჩნდა რომ აგრესია მნიშვნელოვნად მაღალი იყო იმა ადამიანებში, რომლებსაც ჰქონდათ კომბინირებული მაღალი ტესტოსტერონი და დაბალი სეროტინინის დონე (Kuepper, Y; Alexander, N., Osinsky, R., Mueller, E., Schmitz, a., Netter, P., & Hennig, J. 2010). ზოგიერთმა კვლევამ კი ასევე იპოვა კავშირი მონომინის ოქსიდსა და ანტისოციალურ ქცევას შორის. ლიმბური სისტემის ნეირონული არასწორი განვითარება ძირითადად გამოწვეულია Cavum septum pellucidum-ით. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა რომ CSP-ს მქონე ადამიანებს ჰქონდათ ანტი სოციალურობის მნიშვნელოვნად მაღალი დონე.


კულტურული გავლენები - რობერტ ჰერის ვარაუდით აშშ-ში გავრცელებული ASPD-ს ზრდა შეიძლება დაკავშირებული იყოს კულტურული ცვლადების ცვლილებებთან, ეს უკანასკნელი ემსახურება ASPD-ს მქონე ინდივიდების ქცევის ტენდენციების განმტკიცებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზრდა შეიძლება იყოს შუალედური
პროდუქტი დიაგნოსტიკური ტექნიკების ფართო და არასწორი გამოყენებისა, ერიკ ბარნსი გვაძლევს ინდივიდების დაყოფას აქტიურ და პასიურ ASPD - ეს უკანასკნელნი თავს უმორჩილებენ ისეთ გარეგანი კონტროლის წყაროებს, როგორიცაა კანონი, რელიგიური სტანდარტები ან რელიგია. არსებობს უკვე სარწმუნო მტკიცებულება რომ კოლექტიური სტანდარტების ეროზია შეიძლება ემსახურებოდეს პასიური ანტისოციალური პიროვნული აშლილობის გამოთავისუფლებას თავიანი ძველი პრო სოციალური ქცევისგან. აქვე მიმდინარეობს უწყვეტი დებატები იმის შესახებ თუ რომელი ლეგალური სისტემა უნდა ერეოდეს ანტისოციალური
პიროვნული აშლილობის წინასწარი სიმპტომების მქონე პაციენტების იდენტიფიცირებასა და გამორკვევაში. ასევე ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა რომ სოციალური და „საშინაო“ გარემო შეიძლება იყოს ანტისოციალური ქცევის განმავითარებელი. მშობლები შვილებს აჩვენებენ როგორია ანტისოციალური
ქცევა, რაც შემდგომ შვილებისგან შეიძლება მიღებულ იქნას.


თავის დაზიანებები ქალა-ტვინის ტრავმები - მკვლევრებმა კავშირი
იპოვეს თავის ტვინის ორგანულ დაზიანებასა და ანტისოციალურ ქცევაში. 1980იანი წლების შემდგომ მეცნიერებმა აღმოაჩნეს კორელაცია თავის ტვინის ტრამვასა (მათ შორის პრეფრონტალური ქერქის დაზიანება) და მორალურად და სოციალურად მისაღები გადაწყვეტილებების მიღების უუნარობას შორის. ბავშვებმა, პრეფრონტალური
ქერქის ნაადრევი დაზიანებით, შეიძლება ვერასდროს შეძლონ სოციალური და მორალური მსჯელობა და გახდნენ „ფსიქოპათი ინდივიდები, რომლებიც ყველანაირი სანანულის გრძნობისა და ემპათიის გარეშე გამოავლენენ მაღალი დონის აგრესიას და ანტისოიალურ ქცევას.“ გარდა ამისა, ამიგდალას დაზიანებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პრეფრონტალური ქერქის უნარს მიიღოს უკუკავშირი ლიმბური სისტემიდან, რომლის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას უმისამართო სიგნალები, რომლებიც
შეიძლება გამოვლინდნენ ძალადობრივი და აგრესიული ქცევის სახით.


მკურნალობა

ASPD-ს მკურნალობა საკმაოდ რთულია იმის გამო, რომ ამ აშლილობის მქონე ადამიანებს გააჩნიათ სინდისის ქენჯნის დაბალი დონე ან საერთოდ არ აქვთ ის, ამიტომ ვერ აცნობიერებენ ანტისოციალური ქცევის საფასურს და არ გააჩნიათ საკმარისი მოტივაცია. კვლევებმა აჩვენეს, რომ ამბოლატორიული თერაპია ძირითადად არ არის წარმატებული, რადგან აშლილობის ხარისხი გაზრდილი შეიძლება იყოს, ამიტომ პაციენტები მკურნალობას ძირითადად არ პასუხობენ. ASPD-ს მქონენი შეიძლება მკურნალობის ქვეშ დარჩნენ სიტყვიერი გარეგანი წყაროს შესაბამისად. საცხოვრებელი
პროგრამები, უზრუნველყოფენ გარემო სტრუქტურების და ზედამხედველობის ყურადღებით გაკონტროლებას. ასევე ჩატარდა კვლევები ASPD-ს მკურნალობის შესახებ, რომელმაც აღმოაჩინა დადებითი შედეგები თერაპიული ჩარევისას. ჩარლზ ბორდიუნის ანგარიშის მიხედვით დიდი გავლენა აქვს მულტისისტემურ
თერაპიას ამ პრობლემაზე. ეს მკურნალობა მოითხოვს ოჯახის წევრების სრულ თანამშრომლობასა და მონაწილეობას. თერაპევტი, ASPD-ს მქონე ინდივიდში, არ უნდა ეცადოს სინდისის გრძნობის განვითარებას, არამედ მისი ტექნიკები მიმართული უნდა იყოს რაციონალური და უტილიტარული არგუმენტებით წარსულის შეცდომების ჩვენებისაკენ. ასევე აღსანიშნავია, რომ ASPD-ს მკურნალობა
მნიშვნელოვნად არ უშლის ხელს სხვა დარღვევების მკურნალობას.





ჰისტრიონული პიროვნული აშლილობა
(HPD).

ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის მიერ HPD განისაზღვრება როგორც პიროვნული აშლილობა რომელიც ხასიათდება გადაჭარბებული ემოციებით და ყურადღების ძებნით (attention-seeking), მათ შორის არამიზნობრივად მაცდური
ქცევით და გადაჭარბებული განმტკიცების საჭიროებით, რომელიც როგორც წესი ადრეულ მოზრდილობაში იწყება. HPD-ის გავლენით ადამიანები არიან სიცოცხლით სავსენი, დრამატულები, მხიარულები, ენთუზიასტები და კეკლუცები. HPD მოქმედებს 4ჯერ როგორც ქალებზე ისე მამაკაცებზე (HPD affects four times as many women as men) იგი ვრცელდება საერთო მოსახლეობის 2-3%-ში და სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში 10-15%-ში.
ჰისტრიონული პიროვნული აშლილობის ადამიანებს აქვს მაღალი საჭიროება ყურადღების, აქვთ შეუსაბამო გარეგნობა, აზვიადებენ თავიანთ ქცევას
და ემოციას და მოსწონთ თვალთმაქცობა. მათ შეიძლება გამოავლინონ სექსუალურად პროვოკაციული ქცევა, გამოხატონ ძლიერი ემოცია შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით და შეიძლება ადვილად მოექცნენ სხვისი გავლენის ქვეშ. დაკავშირებული ნიშნები, ეგოცენტრიზმით დაწყებული და თვითმმართველობით დამთავრებული, აგრძელებენ მისწრაფებას დაფასებისაკენ და მუდმივი მანიპულაციური
ქცევით აღწევენ საკუთარ მიზნებს. HPD-ის მქონე ადამიანები როგორც წესი სოციალურადაც და პროფესიონალურად მაღალ ფუნქციონირებადები არიან. მათ როგორც წესი აქვთ კარგი სოციალური უნარები, გარდა იმისა რომ სხვებს შეუძლიათ მათით მანიპულირება ყურადღების ცენტრში მოქცევით. ამ დაავადებამ შიძლება ასევე იმოქმედოს ადამიანის სოციალურ თუ რომანტიულ ურთიერთობებზე, ისევე როგორც მათ უნარზე გაუმკლავდნენ წაგებას და მარცხს. მათ შეიძლება დასჭირდეთ კლინიკურად დეპრესიის მკურნალობა როდესაც ახლო ურთიერთობები მთავრდება. მათ ხშირად უჭირთ თავიანთი რეალური პრობლემების დანახვა ნაცვლად მათი გაზვიადებისა
და დრამატიზირებისა. მათ შეიძლება ჰქონდეთ ხშირი სამსახურეობრივი ცვლილებები, რადგან ადვილად სწყინდებათ ის; ხშირად აყენებენ თავს სარისკო სიტუაციებში, ამ ყველაფერმა კი შეიძლება სერიოზულ დეპრესიამდე მიიყვანონ ისინი. მათ ახასიათებთ:


პროვოკაციული ან გამომწვევი ქცევა;ურთიერთობებს იღებენ იმაზე მეტად ინტიმურად ვიდრე ისინი არიან;ეძებს ყურადღებას;ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ;სურს სიტყვებით შთაბეჭდილების მოხდენა;განიცდის დეტალურობის ნაკლებობას;არის ემოციურად ლაბილური, ფუქსავატი;გარეგნული მხარეს იყენებენ ყურადღების მისაქცევად;თეატრალური, გადაჭარბებული ემოციები.


გამომწვევი მიზეზები

HPD-ის გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა გენეტიკა ან ბავშვობაში გადატანილი ტრავმული მოვლენები, როგორებიცაა ახლობლის სიკვდილი, ავადმყოფობა, განქორწინება, შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზები. ჰისტრიონული პიროვნული აშლილობის დიაგნოზს უფრო ხშირად ქალებს უსვამენ, რადგან მამაკაცებს
მსგავსი სიმპტომებით მიაწერენ ნარცისული ტიპის პიროვნულ აშლილობას. ფსიქოანალიტიკური თეორიის მიმდევრები ადანაშაულებენ მშობლების ავტორიტატულ და შორეულ დამოკიდებულებას შვილების მიმართ და ასევე უპირობო სიყვარულის არარსებობას, რადგან ამ დროს ბავშვი ბოლომდე ვერასდროს ვერ ამართლებს მოლოდინებს.


მკურნალობა

მკურნალობას ბიძგს აძლევს დეპრესია, რომელიც ძირითადად გამოწვეულია რომანტიკული ურთიერთობების დაშლით. მედიკამენტებს
პიროვნულ აშლილობებზე მცირე გავლენა აქვთ, მაგრამ დეპრესიის სიმპტომებისას შეიძლება ეფექტურნი იყვნენ. HPD-ის მკურნალობა თავისთავად მოიცავს ფსიქოთერაპიასა და კოგნიტურ თერაპიას.


ნარცისული პიროვნული აშლილობა (NPD).

NPD არის პიროვნული აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი ზედმეტადაა დაკავებული საკითხებით რომლებიც ეხება მათ ადეკვატურობას, ძალას, პრესტიჟს და პატივმოყვარეობას. ეს მდგომარეობა გვხვდება მოსახლეობის დაახლოებით 1%-ში. იგი პირველად განისაზღვრა 1968წელს და ისტორიულად
მეგალომანია ეწოდებოდა და სახეზეა მწვავე ეგოცენტრიზმი. ადამიანს, ნარცისული ტიპის პიროვნული აშლილობით, ახასიათებს უსაფუძვლო, უმიზეზო გრძნობები საკუთარი მნიშვნელობის შესახებ. მათ აქვთ უფლებამოსილების გრძნობა და
ახდენენ საკუთარი გრძნობების და რწმენების დემონსტრირებას. მათ აქვთ „აღტაცებულობის“ ძლიერი მოთხოვნილება, მაგრამ ემპათიის გრძნობის სიმცირეს განიცდიან. ეს გრძნობები როგორც წესი მიმართულია სხვისგან სიყვარულის მიღებისა და არასრულფასოვნების გრძნობებისგან თავდასაცავად. მისი სიმპტომებია:

მოლოდინი იყოს სხვებისგან აღიარებული, როგორც უმაღლესი - ყოველგვარი განსაკუთრებული მიღწევების გარეშე;ელოდება მუდმივ ყურადღებას, გაღმერთებას და
დადებით განმტკიცებას სხვებისგან;შურს სხვების და ჰგონია, რომ სხვებსაც შურთ
მისი;დაკავებულია დიდ წარმატებაზე, უზარმაზარი მიმზიდველობაზე,
ძალასა და ინტელექტზე გამუდმებული ფიქრებით და ფანტაზიებით;არ შეუძლია იყოს სხვების გრძნობების და სურვილების მიმართ ემპათიკური;არის ამპარტავანი მის ატიტუდებსა და ქცევებში;აქვს სპეციალური მკურნალობის მოთხოვნილება
რაც შეუძლებელია;


ამ სიმპტომებს ემატება ამპარტავნება და ძალაუფლების ძებნა. ეს სიმპტომები შეიძლება მაღალი თვითდაჯერებულობის მსგავსიც იყო, მაგრამ საზღვარი ირღვევა მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ხდება პათოლოგიური. მათ არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ
კრიტიკას მყიფე თვითშეფასების გამო ამიტომ ამის კომპენსირებას ახდენენ სხვების დამცირებით. რაც შეეხება ბავშვებს მსგავსი სიმპტომები მათთვის ნორმალურია რადგან არ შეუძლიათ რეალური და იდეალური მეს გარჩევა.

გამომწვევი მიზეზები

მიუხედავად იმისა რომ ამ აშლილობის გამომწვევი მიზეზები უცნობია, გრუფმანი და კუპერი გამოყოფენ შემდეგ ფაქტორებს, რომლებიც აღმოჩენილია სხვადასხვა მკვლევარების მიერ:

მგრძნობიარე ტემპერამენტი
გადაჭარბებული აღტაცება, რომელიც კავშირში არ მოდის
რეალობასთან
ბავშვობაში კარგი ქცევების გადაჭარბებული შეფასება
ან ცუდი ქცევების გადაჭარბებული კრიტიკა
მშობლებისგან ან ოჯახის სხვა წევრებისგან ზედმეტი
შეღავათები და შეფასება;
განსაკუთრებულად შეფასება შესაძლებლობების ან შეხედულებების
შეფასება უფროსების მიერ
მძიმე ემოციური ძალადობა ბავშვობაში
მშობლების არაპროგნოზირებადი და არასანდო მზრუნველობა
მშობლების მანიპულატორული ქცევების დასწავლა
მშობლების მიერ აღიარებული თავმოყვარეობის რეგულირების
საშუალება

ეს ყველაფერი შეიძლება ნორმალური განვითარების ფაზა იყოს, მაგრამ თუ გაღრმავდა პირადული მარცხით და გაგრძელდა მოზრდილობაშიც, გააღრმავებს ნარცისული პიროვნული აშლილობის დიაგნოზს


მკურნალობა

კლინიკური სტრატეგიები ასახულია კოუტის
(Heinz Kohut), ჯონსონის (Stephen M. Johnson) და მასტერსონის (James F.
Masterson) მიერ, ხოლო ჯონსი განიხილავს სიმტკიცის კონტინიუმს და ყველაზე ეფექტურ სხვადასხვა სახის თეორიებს სხვადასხვა შემთხვევებში. სქემა თერაპია (Schema Therapy), თერაპიის სახე, რომელიც შეიმუშავა იუნგმა, აერთიანებს რამდენიმე სახის თერაპიულ მიდგომებს და გვთავაზობს NPD-ს მკურნალობის მიდგომებსაც. უჩვეულოა ადამიანებისთვის მოძებნონ თერაპია
NPD-სთვის. უგონო შიში დაუცველობისა ან არა ადეკვატურობისა ხშირად იწვევს თერაპიული პროცესების მიმართ თავდაცვით გულგრილობას. მოდელის შეცვლის სტრატეგია, არის ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანებისათვის რათა მათ იმუშაონ ემპათიურობის გრძნობის გაუმჯობესებაზე ყოველდღიურ ურთიერთობებში. ხოლო იმისათვის რომ მოვახდინოთ მათი „უფლებამოსილების“
და თვითმმართველობის გრძნობის მოდიფიცირება, უნდა დავეხმაროთ მათ გამოავლინონ თავიანთი უნიკალური ტალანტი და სხვებს მეტად დაეხმარონ ვიდრე საკუთარ თავს. ეს არ შეცვლის მათი
უფლებამოსილების თვით-აღქმას მაგრამ დაეხმარება მათ უთანაგრძნონ სხვებს.


ასევე მედიკამენტებიც შეიძლება იყოს სასარგებლო საჭიროების შემთხვევაში. მედიკამენტები ყველაზე ეფექტური იქნება რეგულარულ თერაპიასთან ერთად. მედიკამენტები დაეხმარებიან ადამიანებს შეუმცირდეთ შფოთვა, დეპრესია, იმპულსურობა და დაეხმარებიან მას შექმნან ინტერპერსონალური ურთიერთობები.
ჯგუფურ მკურნალობას თავისი დადებითი მხარე აქვს, თანამოაზრეების თანხმობის მიღების ეფექტურობის სახით, კლინიცისტებთან შედარებით,
მაგრამ ჯგუფური თერაპია შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს საკუთარ თავთან, რადგან პაციენტმა გამოავლინოს მომთხოვნელობა, ეგოცენტრიზმი,
სოციალური იზოლაცია, დევიანტური ქცევა. ურთიერთობრივი თერაპია ხაზს უსვამს 4 ძირითადი ინტერპერსონალური ურთიერთობების სწავლისა და გამოყენების მნიშვნელობას: „ეფექტური გამოხატვა, თანაგრძნობა, დისკუსია და პრობლემის გადაწყვეტა“. ურთიერთობითი თერაპია ყველაზე ეფექტურია მაშინ როდესაც ორივე მხარე იღებს მონაწილეობას.



მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა (BPD)

BPD-ის გამოკვეთილი ნიშანია შესამჩნევი იმპულსურობა
და გავლენების ინტერპერსონალური ურთიერთობების და სელფ ხატის არასტაბილურობა. ეს ნიმუში წარმოდგენილია ადრეული ზრდასრულობისას და თავს იჩენს სხვადასხვა სიტუაციებსა და კონტექსტებში. სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ინტენსიურ მიტოვების შიშს და რისხვას თუ გაღიზიანებას იმის გამო რომ სხვებს უჭირთ მისი გაგება. ადამიანები მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის
სინდრომით ხშირად ჩართულები არიან სხვების გაიდეალებასა და გაუფასურებაში, მოქცეულები არიან მაღალ დადებით შეხედულებებსა და დიდ იმედგაცრუებებს შრის. ხშირია თავის დასახიჩრება და სუიციდური ქცევა. იმის გამო რომ პიროვნული აშლილობა არის მტკიცე და ხისტი შინაგანი გამოცდილება და პათოლოგიური ქცევა, შეიმჩნევა ზოგადი თავშეკავება დიაგნოსტირებისგან მოზარდობამდე, ან მოზრდილობამდე, რამაც შეიძლება სიმპტომები გააუარესონ. ადამიანებს
ამ აშლილობით აქვთ საკუთარი თავის არასტაბილური აღქმა და აქვთ პრობლემები სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნებაში. ასევე შეიძლება ჰქონდეთ შეუსაბამო განწყობა, მათი გრძნობები არასდროს არაა ნეიტრალური, რეალობას ისინი ხედავენ მხოლოდ შავ ან თეთრ ფერებში. BPD-ის მქონე ადამიანებს ზრდის პერიოდში აქვთ ისეთი გრძნობა რომ განიცდიან სააღმზრდელო
დონის ნაკლებობას, რის შედეგადაც განუწყვეტლივ ეძებენ ზრუნვის მაღალ დონეს. ეს შეიძლება მიაღწიონ სხვების მანიპულირებით, დაუტოვონ მათ სიცარიელის სიბრაზის და მიტოვებულობის გრძნობა, რამაც შეიძლება მიიყვანოს ისინი სასოწარკვეთილ და იმპულსურ ქცევამდე.
BPD-ის ძირითადი სიმპტომებია:



იმპულსური და სარისკო ქცევა
არასტაბილური, ცვალებადი ურთიერთობები
არასტაბილური განწყობა
სუიციდური ქცევა
მარტო ყოფნის შიში


გამომწვევი მიზეზები

გენეტიკა - 65%-ში მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის გამომწვევ მიზეზად სახელდება გენეტიკა.
ტყუპების კვლევამ შეიძლება გადაჭარბებულად აჩვენოს გენეტიკურობის ეფექტი პიროვნულ აშლილობაზე გაზიარებული ოჯახის გარემოს გამო. ტყუპების, დედმამიშვილების და ოჯახების კვლევები მიუთითებს იმპულსური აგრესიულობის არასრულ მემკვიდრეობაზე და გენეტიკასთან დაკავშირებული სეროტინინის კვლევებმა აჩვენეს მცირეოდენი წვლილი ქცევაში.


ტვინის ანომალიები: ჰიპოკამპი - ჰიპოკამპი BPD-ის მქონე ადამიანებში უფრო
პატარაა ვიდრე პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობის დროს(PTSD). ასევე ამიგდალაც უფრო პატარაა BPD-ის დროს ვიდრე PTSD-ის დროს (Chapman & Gratz 2007). ამიგდალა პატარა და ბევრად აქტიურია BPD-ის დროს. მისი შემცირებული ზომა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროსაც გვხვდება. ერთმა კვლევამ აღმოაჩინა მარცხენა ამიგდალას უჩვეულოდ ძლიერი აქტივობა
BPD-ის მქონე ადამიანებში როდესაც ისინი განიცდიდნენ და ხედავდნენ უარყოფით ემოციებს. თუ ჩავთვლით ამიგდალას ნეგატიური ემოციების გამომუშავების ძირითად სტრუქტურად, ეს ახსნის BPD-ის მქონე ადამიანებში შიშის ხანგრძლივობის, მწუხარების, აღშფოთების და სირცხვილის გრძნობების უჩვეულო სიძლიერეს,
ისევე როგორც მათ მგრძნობელობას სხვა ადამიანებში ამ ემოციების შემჩნევისას. პრეფრონტალური ქერქი BPD-ის მქონე ადამიანებში ნაკლებად აქტიურია, განსაკუთრებით როდესაც ხდება მიტოვების მოგონებების ამოტივტივება.
ეს შეფარდებითი უმოქმედობა ხდება მარჯვენა წინა სარტყლის (24 და 32სფეროებში). პრეფრონტალური ქერქის, რომლის როლიცაა ემოციების რეგულირება, შეფარდებითი უმოქმედობით შეიძლება აიხსნას BPD-ს მქონე ინდივიდების სიძნელეები ემოციების დარეგულირებასა და სტრესზე რეაგირებაში.

ჰიპოთალამური-ლორწოს წარმომქმნელი-თირკმელზედა ღერძი (Hypothalamic-pituitary-adrenal axis - HPA axis)არეგულირებს კორტისოლის
წარმოებას, რომელიც გამოიყოფა სტრესის საპასუხოდ. კორტისოლის წარმოება მაღლდება BPD-ს მქონე ინდივიდებში, რაც მიუთითებს HPA axis-ის ჰიპერაქტიურობას მათში. ეს იწვევს მათში დიდი ბიოლოგიური სტრესის განცდას, რაც ახსნის ამ დაავადებების მქონე ინდივიდების დიდ მოწყვლადობას გაღიზიანებისადმი. ტრავმულ მოვლენებს შეუძლიათ კორტისოლის წარმოების და HPA axis-ის აქტივობის გაზრდა, ერთი შესაძლებლობა არის ის რომ HPA axis-ის საშუალოზე
მაღალი აქტივობა შეიძლება უბრალოდ იყოს რეფლექსი საშუალოზე მაღალი დონის ტრავმატული ბავშვობისა. სხვა შესაძლებლობაა მაღალი მგრძნობელობა
სტრესული სიტუაციებისადმი, გაზრდილი კორტისოლის წარმოება შეიძლება განპირობებული იყოს ტრავმატული ბავშვობის განცდით. კორტისოლის წარმოების გაზრდა ასევე დაკავშირებულია სუიციდური ქცევის გაზრდის რისკთან.


ნეირობიოლოგიური ფაქტორები: ესტროგენი - ინდივიდუალური განსხვავებები ქალთა ესტროგენულ ციკლში შეიძლება დავაკავშიროთ BPD-ის სიმპტომების გამოვლინებასთან ქალ პაციენტებში. 2003წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ BPD-ის სიმპტომები ქალებში ნაწინასწარმეტყველები იყო ესტროგენის დონეების ცვლილებებით მენსტრუალური ციკლის დროს. ესტროგენის დარღვეული დონის სიმპტომები ხშირად არასწორადაა დიაგნოსტირებული როგორც BPD, მაგ. როგორიცაა განწყობის
უკიდურესი ცვლილებები და დეპრესია. ენდომეტრიოზი არის ესტროგენით გამოწვეული დაავადება, რომლის დროსაც ფიქსირდება MS da PMDD-ის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ბუნების. ჰორმონი - განწყობის აშლილობაზე არიან პასუხისმგებელნი, ასევე ცნობილია როგორც რეპროდუქციული დეპრესია, როგორც ჩანს ქრება მხოლოდ მენოპაუზის
შემდეგ. ფსიქოზური ეპიზოდების ესტროგენით დამუშავება BPD-ს მქონე ქალებში, გვიჩვენებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, მაგრამ არ უნდა გამოვუწეროთ მათ, ვისაც ენდომეტრიოზი აქვთ, რადგან ეს მათ ენდოკრინულ მდგომარეობას გააუარესებს. განწყობის მარეგულირებელი ნარკოტიკები, რომლებიც გამოიყენება
ბიპოლარული აშლილობისას, არ ეხმარება პაციენტებს დარღვეული ესტროგენის დონეების აღდგენაში. საჭიროა სწორი დიაგნოზის დასმა ენდოკრინულ აშლილობას და ფსიქიატრიულ აშლილობას შორის.


ბავშვობის უარყოფითი გამოცდილება - არსებობს ძლიერი კორელაცია ბავშვობის ძალადობასა (განსაკუთრებით სექსუალური ძალადობა) და მოსაზღვრე პიროვნული აშლილობას შორის. ბევრი დაავადებული ინდივიდის ისტორიაში აღინიშნება ძალადობა და უგულებელყოფა ადრეულ ბავშვობაში. BPD-ს მქონე პაციენტებს მნიშვნელოვნად აღენიშნებათ სიტყვიერი, ემოციური, ფსიქიკური ან სექსუალური ძალადობა ორივე სქესის მზრუნველთა მხრიდან. ისინი ასევე გვატყობინებენ ინცესტის მაღალ სიხშირეს და მზრუნველების დაკარგვას ადრეულ ბავშვობაში. BPD-ს მქონე ინდივიდები ასევე გვატყობინებენ ორივე სქესის აღმზრდელებისგან მათი გრძნობებისა და ფიქრების რეალობის უარყოფაზე. აღმზრდელებზე ასევე გვატყობინებენ რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ საჭირო დაცვას და უგულებელყოფენ ბავშვის ფსიქიკაზე ზრუნვას. მშობლები ასევე მოცილებულნი არიან შვილებს ემოციურად და ექცევიან შვილებს არათანმიმდევრულად. აღსანიშნავი, რომ ქალები, რომლებიც აცხადებდნენ რომ უყურადღებობას გრძნობდნენ ქალი აღმზრდელებისგან, ხოლო ძალადობას მამაკაცი აღმზრდელებისგან, უფრო მეტად ხდებოდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გარეშე პიროვნებების
მხრიდან.

ფიქრობენ რომ ის ბავშვები, რომლებიც განიცდიდნენ ქრონიკულ სასტიკ მოპყრობას და თან დართულ სირთულეებს შეიძლება უგრძელდებოდეთ მოსაზღვრე
პიროვნული აშლილობის განვითარება. თუმცა არცერთი კვლევა არ გვაძლევს მტკიცებულებას რომ ბავშვობის ტრავმა აუცილებლად გამოიწვევს BPD-ს. ორივე ტრავმაც და BPD-ც, შეიძლება გამოწვეული იყოს მესამე ფაქტორით.

მკურნალობა

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მკურნალობა განვითარდა. ჯგუფური და ინდივიდუალური ფსიქოთერაპია ნაწილობრივ მაინცაა ეფექტური ბევრი
პაციენტისათვის. ახალ მკურნალობას კი ეწოდა დიალექტიკური ქცევის თერაპია (DBT), რომელიც სპეციალურად ამ სახის აშლილობისთვისაა
შემუშავებული და ეს ტექნიკა საკმაოდ იმედისმომცემია. ფარმაკოლოგიური მკურნალობა ინიშნება რაიმე კონკრეტული სიმპტომების საფუძველზე, რომელიც ინდივიდუალურად ვლინდება. . ანტიდეპრესანტები და განწყობის სტაბილიზატორები შეიძლება ეფექტური იყოს დეპრესიისა და ლაბილური განწყობის
დროს. ანტიფსიქოზური მედიკამენტები კი შეიძლება გამოყენებულ იქნას როდესაც გვხვდება დამახინჯებული აზროვნება.


შეჯამება

„დრამატული“ პიროვნული აშლილობების ამ 4სახეს ძირითადი საერთო მახასიათებელი
აქვთ: ადამიანებს, ვისაც ზოგადად აქვს ბ კლასტერის პიროვნული აშლილობა, ახასიათებთ საკუთარ თავზე კონცენტრირება და არ აქვთ თანაგრძნობა სხვების მიმართ, არიან იმპულსურები. ისინი აზვიადებენ მათთან დაკავშირებულ მოვლენებს და ხშირად „დრამატული“ სცენარით ვითარდება მათი ცხოვრების მოვლენები - საკუთარ თავსაც აზიანებენ და სხვებსაც. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, შეიძლება ითქვას რომ ეს მათ მოთხოვნილებაცაა; ზოგჯერ შეიძლება უკიდურეს ზომებსაც კი მიმართონ ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, მაგ. წამლების ბოროტად გამოყენება,
თვითმკვლელობის მცდელობა და ა.შ. ადვილად შეუძლიათ ადამიანებით მანიპულირება; ხშირად ეცვლებათ გუნება განწყობილება. ეს ოთხივე აშლილობა ხშირად სათავეს იღებს ბავშვობაში გადატანილი რაიმე ტრავმიდან, თუმცა ბიოლოგიური ფაქტორებიც ახლავთ თან. ამიტომ ხშირად ძნელია გამორჩევა თუ რომელი „დრამატული“ აშლილობა აქვს ადამიანს.
მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამდენი მსგავსებისა მათ შორის არსებობს მთელი რიგი განსხვავებები, რომლებიც საბოლოოდ გამოკვეთს კლასტერ B-ის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე. ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონენი ინდიფერენტულები არიან სხვების მიმართ და ძირითადად მიმართავენ
დევიაციურ ქცევებს; ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონენი კონცენტრირებული არიან საკუთარ თავზე და არიან კომუნიკაბელურნი მხოლოდ იმისათვის რომ მოიპოვონ სხვების აღიარება, მათ არ აკლიათ ყურადღება; ჰისტრიონული პიროვნული აშლილობის მქონენი თავიანთ ემოციებს გამოხატავენ გადაჭარბებულად და გამუდმებით ცდილობენ ამით მიიპყრონ სხვების ყურადღება; მოსაზღვრე პიროვნული აშლილობების მქონენი კი ჩაკეტილები არიან საკუთარ თავში, აქვთ მიტოვების გამუდმებული შიში და არიან ძალიან ცვალებადები. ბიოლოგიურად ჩაძიებით გამოკვლევა გვიჩვენებს
რომ ამ დაავადებების წარმოქმნასთან ტვინის სხვდასხვა უბნები და ნივთიერებები მოქმედებენ. როგორც ვნახეთ ზემოთ აღნიშნული საერთო გამოვლინებების გარდა თითოეულ ამ პიროვნულ აშლილობებს კიდევ დამატებითი სიმპტომები და გამოვლინებები აქვს რაც აშკარად გვიჩვენებს განსხვავებას და მკაფიო ხაზს ავლებს ანტისოციალურ, ჰისტრიონულ, ნარცისულ და მოსაზღვრე პიროვნულ აშლილობებს
შორის.

0
431
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გაბედავა
ნათია გაბედავა
431