x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სელებრითების გავლენა

ცნობილი ადამიანები _ მსახიობები, მხატვრები, მომღერლები,
დიზაინერები, შეძლებული ადამიანები, რეალითი შოუების წამყვანები, დიჯეები, მოდელები, ათლეტები, ჟურნალისტები _ არიან ზუსტად ჩვენნაირი ადამიანები. ლამაზი ხალხის დანახვისას გვავიწყდება, რომ ისინიც ადამიანები არიან. ისინი არიან
ალკოჰოლიკები, მკვლელები, მოძალადეები. ისინი არიან ძუნწები, ფუქსავატები გულქვები, უშინაარსოები, უვარგისები. ის, რომ ჩვენ ვიცით მათი
სახელები და ვცნობთ მათ, რეალურ ცხოვრებაში არ ნიშნავს არაფერს. მათ აქვთ სახელი, დიდება, მაგრამ მათი ყველა მოქმედება ფასდება კრიტიკულად. მათ სწყალობთ ბედი, მაგრამ ისინი ვერ ენდობიან ვერავის. ისინი უყვართ მილიონებს, მაგრამ ასევე მილიონებს სძულთ ისინი. ეს კულტურა პოპულარიზებას უწევს ადამიანებს, რომელთაც აქვთ გარკვეული ატრიბუტები, რომლებსაც ხალხი მიიჩნევს გამორჩეულად. თანამედროვე სამყაროში ეს ატრიბუტები შეიძლება იყოს, ან არ იყოს უტყუარი, ნამდვილი. წარსულში მსახიობებს, მხატვრებს, მომღერლებს, რეჟისორებს, პროდუსერებს, მსახიობებს, სპორტსმენებს, მოცეკვავეებს უნდა ჰქონოდათ გარკვეული ნიჭი, ცნობილი რომ ყოფილიყვნენ საზოგადოებაში. ახლა მიღებულია ხალხისთვის, რომ ისინი გახდნენ ცნობილები ტელეშოუებიდან, ჟურნალებიდან, არაეთიკური ან აგრესიული ქცევებით მიიპყრონ ხალხის ყურადღება. ხალხი ზოგჯერ ცდილობს
გახდეს პოპულარული ტელე შოუებში მონაწილეობით ან ცნობილ ადამიანებთან პაემნებზე სიარულით. დიდებისთვის მებრძოლი ხალხი იხვეჭს სახელს სამარცხვინო საქციელით და არა ნამდვილი დიდებით.
სამწუხაროდ, ცნობილ ადამიანთა კულტურა ყოველთვის ახდენდა
და ახდენს გავლენას საზოგადოებაზე. რადგანაც ისინი ყოველთვის ფიგურირებენ მედია საშუალებებში, გახდნენ მისაბაძები თინეიჯერებისთვის. ცნობილ ადამიანთა მიმართ ინტერესი ქმნის მრავალ მილიარდ დოლარიან ბიზნესებს სელებ სიტებზე (celeb
sites). ამან დააყენა მთელი რიგი საკითხებისა, რომელთაგან ბევრი საკამათოა და
იწვევს დებატებს. სამწუხაროდ, მონიტორინგი იმისა, თუ ვინ უნდა გახდეს ან არ უნდა გახდეს ცნობილი, შეუძლებელია, რადგან ძალა არის მედიის ხელში. მათ შეუძლიათ აკონტროლონ რას უყურებენ ჩვენი შვილები.

ჩვენ ხშირად უფრო იოლად ვუკავშირდებით ცნობილ ადამიანებს, ვიდრე საკუთარ მეგობრებსა თუ მეზობლებს. ჩვენ აღარ ვჩერდებით სოფლის მოედნებზე საერთო
წყალსატევთან, რათა დავეკონტაქტოთ ერთმანეთს. ამის მაგივრად ჩვენ ვიყენებთ სელებრითებს, რომ თავი ვიგრძნოთ ერთმანეთთან კავშირში. რაზე ვსაუბრობთ სამსახურში წყლის აპარატებთან, თუ არა ოფისში სტივ ქარელის თავზეხელაღებულ ქცევაზე? როგორ გადავიტანთ ჩვენს სიდედრთან საუბარს, თუ არ ვისაუბრებთ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჩვენს საყვარელ მონაწილეზე? რა ხდით
სელებრითებს ასეთ შეუდარებლებად? ის ხომ არა, რომ ისინი ცხოვრობენ ასეთი განსხვავებული ცხოვრებით? ან ის ხომ არა, რომ მათ შეუძლიათ იყიდონ ყველაფერი, რაც მათ სურთ? თუ ის, რომ ჩვენ გვეჩვენება, რომ ისინი ცხოვრობენ გლამურული ცხოვრებით? ყველას აქვს თავისი საკუთარი მიზეზი, რის გამოც სურთ თავიანთი საყვარელი ვარსკვლავების ცხოვრებაში ჩახედვა. ამ თვალსაზრისით ცნობილი სახეები არიან ჩვენი ახალი ღმერთები. ჩვენ გვიყვარს ფიქრი იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრება დაემგვანება მათსას, ჩვენც ვიქნებით ლამაზები, სასურველები, ნიჭიერები, მდიდრები. ამავე დროს ჩვენ საიდუმლოდ გვსურს მათი დაცემის ხილვა.


სხვადასხვა ყოველკვირეული, თუ ყოველდღიური ჟურნალ-გაზეთების
ყიდვით, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ვიგებთ ცნობილი ადამიანების ცხოვრების შესახებ, კეთდება ძალიან დიდი რაოდენობის თანხა. ამ დროის განმავლობაში პაპარაცები დასდევენ ცნობილ ადამიანებს, რომ დაიჭირონ გამაღიზიანებელი მომენტები. თუმცა ბევრი ცნობილი ადამიანი სპეციალურად უკავშირდება პაპარაცებს და უკვეთავს მათ თავიანთი სახის შენარჩუნებას საზოგადოების
წინაშე.

არამხოლოდ ჟურნალებია პოპულარული, ტელეშოუები ცდილობენ
გვაჩვენონ ჩვენი საყვარელი ვარსკვლავების ცხოვრება. ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი და ოჯახი წარადგინა ტელევიზიით, იყო ოზი ოსბორნი. აქ ის იყო ქმარი და მამა, მოფუსფუსე, რომელიც წმენდდა ძაღლის განავალს და გაჰქონდა ნაგავი სახლიდან. პროდუსერებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ ცნობილი ადამიანებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც ყველა სხვა. მაგრამ გამონაკლისია ის, რომ მათ აქვთ დიდი სახლი, ჰყავთ ბევრი მანქანა და ბევრი სხვა საგნები. მას შემდეგ, რაც ოზი ოსბორნის შოუ გახდა პოპულარული, სხვა ცნობილმა სახეებმაც გადაწყვიტეს მოქცეულიყვნენ იდენტურად, რადგან იმედოვნებდნენ, რომ გახდებოდნენ უფრო
პოპულარულები. იმის გამო, რომ შოუ არის პოპულარული, იგი ხდის პოპულარულს იმ ადამიანებსაც, რომლებიც უბრალოდ კავშირში არიან ცნობილ ადამიანებთან.

აკვიატებული აღფრთოვანება

ჩვენ გვჯერა, რომ ცნობილი ადამიანების აკვიატება ახლახან
დაიწყო, მაგრამ სიმართლე არის ის, რომ ისტორიულად მოგვდგამს ცნობილი ადამიანებით აღფრთოვანება.
მადამ ტუსო გახდა ცნობილი 1835 წელს, როდესაც მან გახსნა მისი პირველი მაღაზია, სადაც მან გამოფინა ცვილით გაკეთებული იმ დროის ცნობილი ადამიანების ფიგურები. ეს იყო დიდი წარმატება იმ წუთიდან, რაც მაღაზიის კარი გაიღო. ახლაც კი, საუკუნე ნახევრის გასვლის შემდეგ, ჩვენ დავინახავთ გრძელ რიგს მადამ ტუსოს მაღაზიის მახლობლად.

მაგრამ რას იღებენ ადამიანები, რომლებიც მოგზაურობენ იმისთვის, რომ მადამ ტუსოს მაღაზია ნახონ? განსხვავებით ზოოპარკისგან, სადაც ჩვენ შეგვიძლია
ცოცხალი ცხოველები ვნახოთ, მადამ ტუსოსთან ჩვენ ვნახავთ ჩვენი საყვარელი ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურებს. არაფერია საგანმანათლებლო იმ გამოცდილებაში, რასაც მივიღებთ. ერთადერთი,
რასაც მსგავსი ადგილების მონახულებისას ვიღებთ არის ის, რომ თითქოს ჩვენ ვიყავით ახლო კონტაქტში ჩვენს საყვარელ სელებრითებთან, როცა რეალურად ჩვენ არ გაგვიკეთებია არაფერი გარდა იმისა, რომ მხოლოდ გადავიხადეთ გადასახადი, რომ გვენახა ცვილის ფიგურა იმ ადამიანისა, რომელიც გავაიდეალეთ. განვიხილოთ იმ ადამიანების მაგალითზე, რომლებიც უყურებდნენ გლადიატორების
გამოსვლას ძველ რომში. ისინი მხოლოდ ცნობილი ადამიანის სანახავად არ მიდიოდნენ, ისინი
იკმაყოფილებდნენ თავს ადამიანის სისხლის და ძალადობის ყურებით. წარმატებული გლადიატორები იყვნენ ყველაზე ცნობილები, მაგრამ გლადიატორები, რომლებიც იყვნენ ცნობილები, თუმცა
დაიღუპნენ, იყვნენ უფრო პოპულარულები, ვიდრე გადარჩენილები. სიკვდილმა გახადა ისინი
უფრო დიდებულები, ვიდრე ისინი სინამდვილეში იყვნენ. ელვის პრესლი არის ამის დიდებული
მაგალითი. ის უყვარდა მილიონებს. ვერ ვისაუბრებთ მუსიკაზე, თუ არ ვახსენებთ ელვის პრესლის,
რომელსაც ბევრი მიიჩნევდა როკ-ენ-როლის მეფედ. არიან ადამიანები, რომლებიც აგროვებენ
ელვისის ატრიბუტიკას და უკვე სახლში ადგილიც არ აქვთ, რომ დაატიონ. ყოველ წელს
600, 000 ადამიანი მიემგზავრება გრეისლენდში, ელვისის სახლში, რომელიც მიიჩნევა ელვისის
ხსოვნის სიწმინდედ. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიკვდილიდან გავიდა დიდი დრო, ხალხს
ჯერ კიდევ ისე ძლიერად უყვარს იგი.


ვინ არის შეპყრობილი ცნობილი ადამიანებით?


ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ჩვენ ვართ შეპყრობილი
ცნობილი ადამიანებით, რათა გავექცეთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ერთფეროვნებას. მაგალითად, თუ თქვენ ენერგეტიკულად დაბალანსებული არ ხართ და უკმაყოფილო ხართ თქვენი პიროვნებით,
იმით თუ ვინ ხართ, უფრო სავარაუდოა, რომ თქვენ უფრო იქნებით შეპყრობილი თქვენი საყვარელი ვარსკვლავით და ნატვრით, რომ თქვენ ყოფილიყავით მის ადგილას.

სხვა თეორიის მიხედვით, ჩვენ ჩასაფრებულები ველოდებით
მათ მარცხს, რომაელი მაყურებლების მსგავსად, რომლებიც ელოდნენ როდის დამარცხდებოდა და მოკვდებოდა გლადიატორი, ასევე ველოდებით ცნობილ ადამიანთა მარცხს, რაც მათ აგრძნობინებთ, რომ არიან ადამიანები და ძალიან გვგვანან ჩვენ.

დოქტორმა შარლოტა დი ბეიკერმა ჩაატარა კვლევა, რომ აეხსნა
რატომ ვართ ჩვენ ასე შეპყრობილები ცნობილი ადამიანებით. მისი გამოკვლევების მიხედვით, რაც უფრო ახალგაზრდა იყო მონაწილე, უფრო დაინტერესებული იყო ცნობილ ადამიანებზე ჭორებით, მიუხედავად იმისა, თუ ეს ჭორები იყო იმ ცნობილ ადამიანებზე, რომელთა შესახებაც მათ არასოდეს არაფერი გაუგიათ. ისინი ამბობდნენ, რომ სელებრითები, რომლებიც იყვნენ სხვა კულტურის წარმომადგენლები, იყვნენ უფრო „პრესტიჟულები“, ვიდრე მათსავე კულტურის წარმომადგენლები.
დოქტორი დი ბეიკერი ამას პარასოციალურ ჰიპოთეზას უწოდებს. იგი ამბობს: „ინტერვიურებისას ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მოზრდილები არ ჭორაობენ ცნობილ ადამიანებზე, იმისთვის, რომ გაიგონ მათ ცხოვრებაზე მეტი, ისინი ეჭორავებიან მეგობრებსა და ნაცნობებს მათთან ურთიერთობის
განსამტკიცებლად. დღევანდელ ცხოვრებაში ჩვენ გვიჭირს ამდენ განსხვავებულ ხალხთან ურთიერთობა, ამიტომ ცნობილი ადამიანები მათივე ცნობადობის გამო ხდებიან ჩვენი საერთო მეგობრები და დამაკავშირებლები. ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული მიზეზი იმისა, რომ იცოდნენ თავიანთი ფავორიტი სელებრითის შესახებ, მაგრამ დგება დრო, როდესაც მათი ეს გასართობი
ტრანსფორმირდება აკვიატებად და არც ერთი აკვიატება არ არის კარგი, განსაკუთრებით იმ მისაბაძი ადამიანებისადმი, რომლებიც ბოლო დროს გახდნენ ცნობილები.“


სწრაფი გაშუქება თუ ცუდი ვარსკვლავები?


იყო დრო, როდესაც შეგეძლოთ გეგულშემატკივრათ ბეიბ რუთისათვის.
შეგეძლოთ, გეამაყათ, რომ თქვენს ვაჟს ჰქონდა მისი ბეისბოლის ბარათები და მას სურდა გამხდარიყო ბეიბი, როდესაც გაიზრდებოდა. საშუალო გულშემატკივარმა არ იცოდა რას აკეთებდა ბეიბი დახურულ კარს მიღმა. მისი პირადი ცხოვრება იყო დაფარული.
დღესდღეობით ინტერნეტის წყალობით უფრო იოლია გაიგო ყველაფერი
იმის შესახებ, რაც ცნობილ ადამიანს ოდესმე გაუკეთებია. თქვენ აუცილებლად გეცოდინებათ, რომ ვაინონა რაიდერი დაიჭირეს და გაასამართლეს მაღაზიაში ქურდობისათვის და მელ გიბსონს აქვს პრობლემები ალკოჰოლთან. თუ სელებრითი აკეთებს რაიმე კარგს, პიარ მენეჯერები აკეთებენ
ისე, რომ ეს ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი მედიაში. თუ ცნობილი ადამიანი აკეთებს რაიმე ცუდს, ან რაიმე ტრაგიკული ხდება, ეს მხოლოდ ჭორებია.


ამის შემდეგ 2008 წლის 22 იანვარს მედიამ გაიგო ჭორები რომ ჰიტ ლეჯერი იპოვეს უგონო მდგომარეობაში, თავის ნიუ იორკის ბინაში. წუთის შემდეგ ინფორმაციამ დაიწყო გავრცელება ინტერნეტში დიდი სისწრაფით. ზოგი საუბრობდა მის იდუმალ კავშირზე მსახიობ მერი-ქეით ოსლენთან და მის დამოკიდებულებაზე ნარკოტიკებთან, კერძოდ ჰეროინთან. სხვები ამბობდნენ რომ მან თავი მოიკლა. მთელ იმ და მომდევნო დღეს მედიამ და ხალხმა დაიწყო შეგროვება მის კორპუსთან,
ტოვებდნენ ყვავილებს, იღებდნენ ვიდეოებს და დებდნენ ინტერნეტში და უშვებდნენ ტელევიზიით. თუნდაც 10 წლის წინ, მსგავს სიახლეს სახელგანთქმული ადამიანის შესახებ მინიმუმ 12 საათი დასჭირდებოდა ტელევიზიით
გაშუქებისთვის, ხოლო 24 საათი ბეჭდურ მედიამდე მისვლისთვის. დღეს კი ინტერნეტის სიჩქარის
გამო, ხალხს, უკვე მისი პოვნიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და სამართალ დამცავების ადგილზე მისვლამდე, შეეძლოთ სიკვდილის მიზეზებზე საუბარი.


დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჰიტ ლეჯერი გარდაიცვალა შემთხვევით მიღებული მედიკამენტების გადაჭარბებული დოზით. მიუხედავად ამისა არ შემწყდარა მგლოვიარეთა რაოდენობა მის კორპუსთან, თუ სახლში. და უცებ, მისი გადარჩენილი შვილი მატილდა რომელიც აქამდე ნაკლებ ყურადღებას
იქცევდა, აღმოჩნდა მედიის ყურადღების ცენტრში, პლანეტის ყველაზე „ბევრჯერ ფოტოგრაფირებული“ ბავშვი და მეორე დღეს მისი სურათებით იყო ბავშვის ჟურნალ-გაზეთები (და არა მარტო) აჭრელებული.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ ვართ უფრო აღფრთოვანებულები ისეთი ცნობილი ხალხით რომლებიც არიან ცუდი მაგალითის მომცემნი, ვიდრე იმათი ვინც ყველაზე კარგი მაგალითის მომცემნი არიან. როგორც მშობლები და მეურვეები ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ფრთხილები რას ვასმენინებთ ჩვენს შვილებს და რის ყურების უფლებას ვაძლევთ. როგორც ჩანს, ზოგიერთი მშობელი თვლის რომ ყველა ცნობილი
ადამიანი არის პატივსაცემი და მაგალითის მიმცემი
პიროვნება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის.


მაგალითად ავიღოთ პერის ჰილტონი, და ის ფაქტი თუ რით გახდა ის ცნობილი ქალაქ ნიუ იორკის საზოგადოებაში. 20 წლის ასაკში ის შეინიშნებოდა ბევრ ცნობილ კლუბში რის შემდეგაც დაიწყო ჟურნალის ყდებზე გამოჩენა. უცებ ის გახდა ქალი რომლის მსგავსი უნდოდათ გამოსულიყვნენ პატარა გოგონებს. ის იყო ლამაზი, გლამურული, მიდარი... მას შემდეგ დაიწყო კამათი.

დადგინდა რომ პერის ჰილტონის ყოფილი შეყვარებული ყიდიდა „sex tape“ სახელწოდებით ერთი ღამე პარიზში. მოულოდნელად ეს ლენტა გახდა ძალიან მოთხოვნადი. პერის ჰილტონს 2006 წელს ელოდა „შტორმი“ როდესაც
ის დაიჭირეს და ბრალდება წაუყენეს ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო. მან თავი არ ცნო დამნაშავედ, რის გამოც მას ჩამოართვეს მართვის მოწმობა 2007 წელს. რამდენიმე წელის შემდეგ, 15იანვარს მას იჭერენ პირობითი მართვის მოწმობით სადაც მოძრაობს 70კმ.სთ 35 კმ/სთ ნორმის ზონაში. შემდეგ ხდება მსგავსი ინცინდენტი, მოსამართლემ წიგნი ესროლა მას და მიუსაჯა 45 დღე პატიმრობა. ამ ყველაფრის შემდეგ მშობლებმა გააცნობიერეს
რომ მათმა შვილებმა არ უნდა მიბაძონ ჰილტონს. 2007 წელს ის გამოჩნდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე რეიტინგული სელებრითი.


და ჩვენ მარტო ბავშვებს კი არ ვრთავთ ნებას მიბაძონ მსგავს ადამიანებს, ჩვენ უფლებას ვაძლევთ მათ იმოქმედონ ჩვენზეც. ავსტრალიელმა გამომძიებელმა, რომელიც მუშაობდა დოქტორანტურისთვის ნაშრომზე კლინიკური ფსიქოლოგია სიდნეის უნივერსიტეტში, გამოიკითხა 118 სტუდენტი უმაღლესი
განათლებით 17 დან 20 წლამდე, რომლებიც ყველანი იყვნენ ნორმალური წონის. მათ თხოვეს
ცნობილი ადამიანების სურათებიდან ამოერჩიათ ისეთები რომლებზეც მათი აზრით იყვნენ რეალურ
წონაში. ისეთმა სტუდენტებმა რომლებიც თავიანთი წონით არ იყვნენ კმაყოფილნი ამოირჩიეს
ის სურათები სადაც სელებრითები უფრო გამხდრები ჩანდნენ, ხოლო თავის თავში დარწმუნებულმა
სტუდენტებმა უფრო ზუსტად შეძლეს წონის ამოცნობა. მის ვილინჯმა წერდა: “თუ ადამიანები
არ არიან თავიანთი სხეულით კმაყოფილნი, ამან შეიძლება დაამახინჯოს მათი შეხედულება
სხვა ადამიანებზე და მათ გარეგნობაზე. მათი შეხედულება იდეალური სხეულის ფორმაზე არარეალურია.
ის ფაქტი რომ მამაკაცები კმაყოფილნი ან უკმაყოფილონი არიან ძალიან თხელი ქალის ფიგურით,
ეს გამოიწვია საზოგადოებაში შემოღებულმა სუსტი აღნაგობის ქალის გაიდეალებამ. მედია
სივრცეში გავრცელებულმა ინფორმაციამ რომ სუსტი
აღნაგობის მქონე ქალები უფრო მიმზიდველები არიან მამაკაცებისთვის ძალიან დიდი გავლენა და ზეწოლა იქონია ქალებზე, ისინი მუდმივად ცდილობენ მიიღონ მსგავსი თხელი ფორმები“. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ არის დღეს ლიპოსაქცია ძალიან გავრცელებული ოპერაცია და რატომ იკლავს თავს დიეტებით ათასობით ქალი ყოველ წელს და მხოლოდ ის ქალები კი არა, რომლებსაც ნორმალური წონა გააჩნიათ, არამედ სელებრითების გავლენის ქვეშ იმყოფებიან ორსულებიც.


დედობა და სელებრითები

დედობა არის წმინდა დრო, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი ყველა ქალისთვის. თუმცა ცნობილ ადამიანებს თურმე შეუძლიათ ორსულებზეც და დედებზეც მოახდინონ გავლენა. წარმოიდგინეთ რომ თქვენი ქალიშვილის საყვარელი თინეიჯერი სელებრითი დაორსულდა. ერთის მხრივ სასიხარულო ამბავია
დედობა, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან სტრესული პერიოდია თინეიჯერობის პერიოდში დაორსულება.
სტატისტიკამ აჩვენა რომ 1000 ორსულიდან 70 არასრულწლოვანია და ციფრები ყოველ წელს იზრდება.
2007 წელს ბრიტნი სპირსმა გამოაცხადა რომ ის 15 წლის ასაკში იყო ორსულად. ამ ფაქტის
შემდეგ ტელევიზია ნიკოლედიონმა, რომლის ერთ ყველაზე ცნობილ და ბავშვებში გავრცელებულ
ტელე გადაცემაში ბრიტნი იმ პერიოდში იყო წამყვანი, გადაწყვიტა მსახიობი და მომღერალი
მოეშორებინათ ეკრანიდან. მაგრამ უკვე არ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ზარალი მიყენებული
იყო.

მხოლოდ სელებრითების ორსულობის და დედობის შესახებ ინფორმაცია არ
ახდენს გავლენას. ის თუ როგორ გადააქვთ მათ ორსულობის პერიოდი, თუ როგორ აღზრდიან ბავშვებს ყველა ეს ინფორმაცია გავლენას ახდენს ჩვენზე. მაგალითად, მშობიარობა არის ძალიან ბუნებრივი და ესთეტიკური მოვლენა. 1970 წლამდე მხოლოდ 20 დან ერთი ბავშვი იბადებოდა საკეისრო კვეთით, დღეს ყოველი 4 ბავშვი ჩნდება ამ მეთოდით.

რატომ ირჩევს ბევრი დედა მსგავს ხერხს მშობიარობისთვის? ზოგიერთ კრიტიკოსს სჯერა რომ ეს იმ სელებრითების გავლენაა რომლებიც საკეისროს მეშვეობით მშობიარობენ და ასეთი არც თუ ისე ცოტაა: ელიზაბეტ ჰარლი, მადონა, ანჯელინა ჯოლი და სხვა მრავალი. თუმცა ბევრი ქალი ამბობს რომ მათთვის მნიშვნელოვანია თვითონ დაგეგმონ როდის იმშობიარებენ და დანიშნონ ისეთი თარიღი რომელიც
მათთვის მოსახერხებელია.

„მარტივად რომ ვთქვა, ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა რომ შემიძლია დავგეგმო თუ როდის დაიბადება ჩემი შვილი. თანაც ჩემი მეუღლე უნდა წასულიყო შვებულებაში მანამ, სანამ მე მიწევდა მშობიარობა. ჩემს თავს უბრალოდ არ მივცემდი იმის უფლებას რომ ეს ყველაფერი მარტო გადამეტანა“_ აცხადებს ჯენფერ ბერნარდი Babyzone.com ში, 15 თვის გამხდარი დედა.

ორსული სელებრითები მხოლოდ მშობიარობის სხვადასხვა გზებს გვთავაზობენ. ისინი აგრეთვე გვიჩვენებენ თუ როგორ უნდა დავიბრუნოთ ძველი იდეალური ფორმები მშობიარობის შემდგომ. გამოკითხვით გაირკვა რომ ქალების 54% შურდათ იმ ცნობილი დედების რომლებმაც შეძლეს მშობიარობის შემდეგ ეგრევე ფორმაში ჩადგომა. მათგან 47% ქალებისა აღფრთოვანებულნი იყვნენ ამ სელებრითების, ხოლო
41% გამოტყდა რომ ეჭვი ეპარებოდათ მათ ორსულობაში, რადგან შეუძლებელია ასეთ მოკლე დროში დასუსტება და ეს არ არის ბუნებრივი მოვლენა. სინამდვილეში ბევრი ცნობილი სახე გამოტყდა რომ ძველი წონის დაბრუნება არც ისეთი იოლია როგორც ეს ტელევიზიიდან ჩანს. მათ უწევთ ბევრი მუშაობა რათა ისევ ჩადგნენ ძველ ფორმაში. მაგალითად ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში გვინეტ პელტროუ, ორი შვილის დედა, გამოტყდა რომ ის ბევრს მუშაობდა, ვარჯიშობდა დღეში 2საათი, კვირაში 6დღე რამდენიმე თვის განმავლობაში რათა კამერის წინ არ გამოჩენილიყო
მსგავსება გადაღებების დროს. იყო შემთხვევები როდესაც სელებრითები მალავდნენ თავიანთ ორსულობას, ბავშვის ზუსტ თარიღს რათა დრო ჰქონოდათ თავის მოსაწესრიგებლად და ეს ყველაფერი
ძალიან დიდი შრომის ფასად ხდებოდა, რადგან მათი სამუშაო მოითხოვდა ყოველთვის ფორმაში ყოფნას.


პოზიტიური ცნობადი სახეები

მიუხედავად იმისა
რომ გვაქვს ბევრი ისტორია სელებრითების მხრიდან რომელიც ცუდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს გრძნობებზე, ქვეცნობიერზე აგრეთვე ქცევებზე, არიან დადებითი როლის მქონე ცნობადი სახეებიც, კარგი მაგალითის მომცემნი. ანჯელინა ჯოლი, მიუხედავად იმისა რომ მას ჰქონდა ძალიან „კლდოვანი“ და ცნობილი წარსული, დადგა წარმატებული სპიკერი, რომელიც გამოვიდა სიტყვით მსოფლიოს სხვადასხვა უსახლკარო ბავშვთა შესახებ და მიიღო ტიტული UNHCR Goodwill (კეთილი
ნების ელჩი) 2001 წელს. „ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს იმ ინფორმაციაზე და ვერ დავაიგნორებთ იმ ფაქტს რომ მილიონობით ადამიანი იტანჯება უკიდურეს გაჭირვებაში .მე გულწრფელად მინდა დახმარება. მე არ მჯერა მე ვგრძნობ ზოგიერთი ადამიანისგან განსხვავებით. მე ვფიქრობ ჩვენ ყველას გვინდა სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა, გვინდა შანსი ვიცხოვროთ აზრიანად. ჩვენ ყველას გვინდა გვჯეროდეს რომ თუ რომელიმე ჩვენთაგანი აღმოჩნდება ცუდ სიტუაციაში, ჩვენ ვიღაც დაგვეხმარება...“_თქვა ჯოლიმ პრესკონფერენციის დროს როდესაც მას ეს სტატუსი (UNHCR Goodwill )მიანიჭეს.


პოლიტიკოსები და სიმართლე

მეორე ფორმა ცნობადობის არის პოლიტიკოსობა. პრობლემა ისეთი პოლიტიკოსების რომლებიც არიან ძალიან ცნობილები იმაშია რომ ყოველი მათი ნაბიჯი არის ყურადღებით შესწავლილი, არის ეს კომენტარი გაკეთებული
საპრეზიდენტო დებატების დროს თუ მამაკაცების ტუალეტში. მედიის წარმომადგენლები ძალიან ცდილობენ მათი პირადი ნაკლოვანებები გაახმაურონ და სკანდალად აქციონ. ეს არ არის შურისძიება მათი მხრიდან.

პრეზიდენტებს ჰქონიათ ისეთი ურთიერთობა პრესასთან სადაც მათი პირადი მართლაც პირადში დარჩენილა. არავინ იტყობინებოდა ჯონ კენედის ცნობილ საქმიან ურთიერთობებს, განსხვავებით ბილ კლინტონისა
და მონიკა ლევინსკის შორის ურთიერთობებისა. დღეს პოლიტიკოსებს ასე გამიჯვნა აღარ გამოსდით. იმის გამო რომ აბსოლუტურად არაფერი იმალება ხშირად ხალხს უჭირს არჩევნებზე ხმის მიცემა.


არსებობენ პოლიტიკოსის ცოლებიც, რომლებიც გრძნობენ საჭიროებას გვერდით დაუდგნენ თავიანთ გზააბნეულ ქმრებს. როდესაც ჰილარიმ გამოსცა საჯარო განცხადება, რომ ის თავის ქმარს გვერდით დაუდგებოდა, ზოგიერთი ქალი თანაუგრძნობდა მას, ზოგიერთი აკრიტიკებდა, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ მისი რეიტინგი გაიზარდა 70%, რაც ადრე არასდროს ყოფილა.

ვენდი ვიტერი, სენატორ ვიტერის ცოლი აკრიტიკებდა ჰილარის და ამბობდა: „ ჩემი ქმარი თუ რაიმე მსგავს გააკეთებს, მე მისგან წავალ ერთი რამით და მერწმუნეთ ეს არ იქნება ალიმენტები“. მაგრამ შვიდი წლის შემდეგ მან აირჩია მდგარიყო მისი ქმრის გვერდით, როდესაც ის სუფთა ღმოჩნდა
მადამ დებორა პალფრეის კლიენტობაში.


მაგრამ რატომ ამჯობინებენ პოლიტიკოსების ცოლები დაუდგნენ ქმრებს გვერდით? ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს რომ ისინი ბევრს დაკარგავენ ქმრების მიტოვებით. ბევრმა პოლიტიკოსის ცოლმა მიატოვა საკუთარი კარიერა და არაფერი გაუკეთებია მთელი ქორწინების მანძილზე, მაგრამ ქმრებს ეხმარებოდნენ კარიერის გაკეთებაში. ფსიქოლოგი სალი პორტერ როსი ფიქრობს რომ პოლიტიკოსის ცოლები რჩებიან
ქმრების გვერდით ძალაუფლებით ტკბობის სანაცვლოდ. „მათ აქვთ ძალაუფლება, არიან მწვერვალზე“. და მიანც ხალხის მზერა მუდამ მათკენაა მიმართული, ისევე როგორც სხვა სელებრითებისაკენ, მათი ყველა ნაბიჯი გაკრიტიკებული და განხილულია.

ქალებს ქვეცნობიერად სჯერათ წინა თაობისგან მემკვიდრეობით მიღებული ტყუილის რომ „კაცების გარეშე არაფერს წარმოადგენენ“. ისინი შეიძლება ვერც აცნობიერებდნენ, ქალის როგორც პიროვნების ღირებულებას. „ყველაფრის და მიუხედავად დადექით თქვენი ქმრების გვერდით“ ეს არის კიდევ ერთი კულტურული
ბანალობა, რომლებსაც ისინი არაცნობიერად ემორჩილებიან.


სარკის ეფექტი


ბევრი ამბობს
„მე ვისურვებდი მეცხოვრა სელებრითების ცხოვრებით“. სელებრითებს დღეს ისე როგორც არასდროს
არ აქვთ „კონფიდენციალურობა“. სელებრითებით შეპყრობამ გამიწვია ის რომ მათზე ნადირობენ
პაპარაცები და დასდევენ გაგიჟებული ფანები. ბრედ პიტი იძულებული გახდა მიეღო ამკრძალავი
ორდერი იმ ქალის წინააღმდეგ რომელიც შეიპარა მის სახლში და იზომებდა მის ტანსაცმელს.
ხოლო ადრიან ცერის მოუხდა მსგავსიო ორდერის გამოყენება შირა გელის წინააღმდეგ, რომელმაც
მისი დევნა დაიწყო MySpace-დან და შემდეგ გამოარკვია მისი საცხოვრებელი მისამართი და
დაჰყვებოდა უკან მთელ ქალაქში.
ეს აკვიატება ცნობილი ადამიანებისა ძირითადად ადრეული ასაკიდან იწყება. ბავშვები და თინეიჯერები ექცევიან ახალგაზრდა პოპ-კულტურის წარმომადგენლების გავლენის ქვეშ. ისინი სელებრითებს განიხილავენ როლურ მოდელებად და ბაძავენ მათ.

ვარსკვლავები ადვილად ახდენენ გავლენას თინეიჯერებზე, რომლებიც ეძებენ ყურადღების ცენტრში მყოფ პირებს და ხედავენ მათ მისაბაძ როლურ მოდელებად. ზოგჯერ ეს შეიძლება კარგიც იყოს.ზოგიერთი ვარსკვლავი ამჟღავნებენ დადებით თვისებებს, რომლებსაც შეუძლიათ ახალგაზრდების შთაგონება
და მოტივირება. მაგრამ სხვა ვარსკვლავები, რომლებიც ჩანან არალეგალურ ქმედებებში და ცუდად იქცევიან, მოზარდებზეც უარყოფითად მოქმედებენ მათი არასწორი ქცევის მიბაძვის გზით, ის ვარსკვლავებმა, რომლებიც თავიანთ სახეს წარმოადგენენ ძნელად მისაღწევად, შეიძლება გამოიწვიონ ბავშვების სხეულის ხატის დაბალი აღქმა და დაბალი თვითშეფასება.


დადებითი შედეგები.


ვარსკვლავები, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ თინეიჯერებზე, როგორც წესი არიან სხვა ადამიანებისგან დაფასებულნი, ისინი მუშაობენ ბევრს რათა გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი სრულად. როდესაც თინეიჯერები ხედავენ რომ თავიანთი საყვარელი ვარსკვლავები მძიმე შრომისა და ენთუზიაზმის საშუალებით მიიწევენ წინ კარიერაში, ისინიც მოტივირებულები არიან რომ გააკეთონ იგივე.
როგორც ასახავს მედია ვარსკვლავს ისეა ის დანახული საზოგადოების მიერ.


ვარსკვლავები და თანატოლები

ალბათ თინეიჯერები უფრო მეტად ექცევიან მათი სოციალური წრიდან - მსგავსი ასაკობრივი ჯგუფი ან მსგავსი ფესვები - გამოსული ვარსკვლავების გავლენის ქვეშ. ის რომ ვარსკვლავები, როგორიცაა ჯენიფერ ლოპესი ან შერილ კოული, ამაყობენ თავიანთი ღარიბული წამოწყებით აძლევს თინეიჯერებს იმედს რომ სიმდიდრე არ იძლევა უპირატესობას.



ვარსკვლავები და სხეულის ხატი


ვარსკვლავები არიან მუდმივი ზეწოლის ქვეშ, რომ გამოიყურებოდნენ კარგად, მაგრამ ეს სრულყოფილება არაა მისაღები რადგან მოჩვენებითია. ვარსკვლავების გარეგნობა იწვევს ხარვეზებს რადგან არასდროს არ ჩანს მათი ნაკლოვანება. ასევე ვარსკვლავი ქალები განსაკუთრებულად თხელები არიან.
მათ იციან რომ ტელევიზია ქმნის ილუზიას და მათ იმაზე დიდად გამოაჩენს ვიდრე არიან, ამიტომ ისინი ჯანმრთელობაზე და გონივრულობაზე ზემოთ მდგომ დიეტებს მიმართავენ. თინეიჯერები, რომლებიც ბაძავენ მათ იბრძვიან რომ მიაღწიონ პატარა და უჩვეულოდ გამხდარ სხეულს, რაც ცუდად მთავრდება.


ვარსკვლავების ქცევა


ვარსკვლავები, რომლებიც იქცევიან ცუდად, იღებენ ნარკოტიკებს, თვრებიან საჯარო ადგილებში, ძალადობენ, არიან ცუდი მაგალითები თინეიჯერებისათვის, რომლებსაც ეს ყველაფერი „მაგრობა“ ჰგონია. ვარსკვლავების სულელური საქციელი იქცევს დიდ ყურადღებას, ამიტომ თინეიჯერებს მცდარ დასკვნებს აკეთებენ. მათი ასეთი ქცევების ნახვა არაა კარგი თინეიჯერებისთვის.


ვარსკვლავებს აქვთ კარგი ან ცუდი გავლენა თინეიჯერებზე. შეიძლება ითქვას რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან უჩვენონ მათ დადებითი როლური მოდელები, რადგან ფულს მათი დახმარებით შოულობენ.

ფორბსი გამოსცემს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას. ყოველი ვარსკვლავი იღებს „ გავლენიანობის ქულას“, რომელიც მიუთითებს იმ ამომრჩევლების პროცენტზე, რომლებიც ამ ადამიანს გავლენიანად თვლიან. 2013წელს უკვე ზედიზედ მეორედ პირველი ადგილი დაიკავა ოპრა უინფრიმ. უინფრი არის ამერიკის
გემოვნების დამდგენი, ის წიგნებს აქცევს ბესთსელერებად, ფილმებს ყველაზე მეტას სანახაობრივად და სტუმრებს სუპერ ვარსკვლავებად. იგი ჩანს ფილმებში, რადიოში, სცენაზე, ტელევიზიაში, გაზეთებში, ინტერნეტში, რაც მას ხდის თვალსაჩინოს უკვე 2ათწლეულია. კლინიკური ფსიქოლოგი ჯეიმს ჰოურანი ამბობს: „ყველა ვარსკვლავი ცდილობს შექმნას ისეთი გზა რომ დარჩეს ხალხის ყურადღების ცენტრში, ოპრა კი ამას უფრო დახვეწილად და შენიღბულად აკეთებს“. ტოპ 5 გზა, რომლითაც ოპრამ შეცვალა ცხოვრების წესი:

წონის პრობლემები

წლების განმავლობაში
ოპრა იწერდა მის პირად ყველა ნაბიჯს წონასთან ბრძოლისა. მარხვისა და ახირებული დიეტებიდან დაწყებული და ცხოვრების წესის ცვლილებებზე და წონის პრობლემებზე ოპრას გულწრფელობამ შექმნა კულტურული დიალოგი, იმაზე რომ მივიღოთ ჩვენი ცხოვრებისგან ყველაფერი საუკეთესო.
ექიმ ბობ და ოზ გრინების რჩევებით დიეტებზე და წონის დაკარგვაზე ოპრამ შექმნა პირადი მოსამზადებელი ჯგუფი უამრავი მიმდევრისათვის.


კითხვა

ოპრამ დააწყებინა ალხს სეირნობა და კითხვა. 14წლის განმავლობაში ოპრას წიგნის კლუბის ფანებმა იყიდეს მილიონობით ეგზემპლიარი ოპრას მიერ შეთავაზებული 65წიგნისა. ოპრას რჩევა იძლეოდა გარანტიას
დამატებით ბეჭდვასა და ავტორებისა და გამომცემლების მაღალი ანაზღაურებისა. იგი შთააგონებს წიგნის კლუბებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.


რასობრივი ურთიერთობები

ოპრა ყოველთვის აღიარებდა მსხვერპლსა და სამსახურს იმ ქალებისა და კაცებისა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში რათა გაეუმჯობესებინათ აფრიკელი ღარიბი ქალების გზა
რათა ამერიკაში გადაქცეულიყვნენ საყვარელ, მდიდარ ბიზნესვუმენებად. ოპრას გავლენამ კი შთააგონა მილიონობით ადამიანი. ოპრამ გახსნა დისკუსიები რასასთან დაკავშირებით ამერიკაში. მისი პირველი სეზონის დროს პირველი შოუ მან ჩაწერა ჯორჯიის შტატის ერთერთ ქალაქში სადაც 75წლის მანძილზე ერთ შავკანიანსაც კი არ უცხოვრია. მისმა წარმოდგენამ უბიძგა საუბრებსა და ნელ ცვლილებებს. 25წლის შემდეგ 7 000 აფრო-ამერიკელი უწოდებდა ამ ქალაქს სახლს და მილიონობით ოპრას ფანი ხედავდა მსგავსებას იქ სადაც ადრე განსხვავებას ხედავდა.


მნიშვნელოვანის გაცემა


1997წელს ოპრამ მოიწვია მაყურებლები, რათა დახმარებოდნენ შეეტანა სიახლე სხვების ცხოვრებაში თავისუფალი ხურდის შეწირვით. ეს მცირე თხოვნა გადაიზარდა ქველმოქმედებაში რომელიც ცნობილია როგორც „Oprah's Angel Network“, რომელიც აძლევს თანხას ასობით ორგანიზაციებს მთელს მსოფლიოში
განათლებისა და ძირითადი უფლებების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით. Oprah's
Angel Network დაიხურა 2010წელს, მაგრამ მისი
სურვილი გაეცა მნიშვნელოვანი რამ, განაგრძობს მისი ფანების შთაგონებას.


ტაბუირებული თემები


თემები როგორიცაა ძალადობა, ღალატი და დამოკიდებულება ოპრამდე არ განიხილებოდა ღიად. ოპრას სურვილმა, გაეზიარებინა საკუთარი გამოცდილება ბავშვობის სექსუალური ძალადობასა და სხვა ბრძოლების
შესახებ, იმ სტუმრების მოწვევის უნართან ერთად, რომლებიც მზად იყვნენ გაემხილათ თავიანთი საიდუმლოებები, გახადა ეს შედარებით უსაფრთხო დანარჩენებისათვის. სწორედ მისი პირადის გაზიარებაა შოუს სპეციფიკა.


ჩვენ ვართ ცნობადობით შეპყრობილი კულტურა, თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო, უბრალოდ ტექნოლოგიებმა ეს ყველაფერი
გაადვილეს. თუ თქვენ ბევრ დროს უთმობთ იმის გარკვევას თუ შენი საყვარელი ვარსკვლავებიდან ვინ იყო გუშინ სავახშმოდ და ვისთან ერთად, მაშინ საჭიროა რომ გადააფასო შენი ცხოვრება.

ფაქტია სელებრითების ცხოვრებას დიდი გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე. მოდური ტენდენციები და პოლიტიკური შეხედულებები, სელებრითების მიმზიდველი ცხოვრების წესი გავლენას ახდენს ჩვენს რწმენებს, ინტერესებსა და ქცევებზე. მართალია ვარსკვლავები ბრწყინავენ მაგრამ სჯობს ვარსკვლავი აღმოვაჩინოთ ჩვენს თავში.

0
334
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია გაბედავა
ნათია გაბედავა
334