x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ჩაძინებული მიშა მესხი და გატაცებული ჯილდო - რა მოხდა "ოსკარის" ცერემონიაზე
დილა "ოსკარის" ციებ-ცხელებით დაიწყო...


დილის 4 საათზე ცერემონიალის პირდაპირ ეთერში ტრანსლაციის ყურება, სრულიად ობიექტური და ადამიანური მიზეზის გამო, ბევრის მსგავსად ვერც მე შევძელი. ამიტომ გავიღვიძე თუ არა ტელევიზორს მივაშურე იმ იმედით, რომ სანატრელი კაცუნას ქანდაკება საქართველოში ჩამობრძანებული დამხვდებოდა...


ნურას უკაცრავადო...


ბატონ ოსკარს პოლონეთში "იდასთან" გამგზავრება უნებებია...



არა უშავს მეთქი, ვიფიქრე და დავივიწყე ოსკარიც და მისი ცერემონიაც...


მაგრამ დაგავიწყებს კი თავს?


ყველგან მასზე ლაპარაკობენ: ეს ხომ ერთადერთი "მამაკაცია", რომელზეც კაცებიც და ქალებიც ერთნაირად ოცნებობენ...


მაინც რატომ ვერ მიიღეს მეთქი - კიდევ ერთხელ გავიფიქრე გულდაწყვეტილმა და პასუხიც სულ მალე თავისით გამოჩნდა:


ამბები.გე-ზე დადებულ ფოტოს, რომელზეც "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალზე ჩაძინებული მიშა მესხია ასახული, მთელი ინტერნეტი მოეცვა...


image


ეტყობა სწორედ ამ "საბედისწერო" მომენტში, ჩაძინებულ ქართველ მსახიობს საოცნებო ქანდაკება პოლონელებმა ცხვირწინ ააცალეს...


ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხუმრობით. სინამდვილეში კი მეც ყველა ქართველის მსგავსად ძალიან მიხარია წითელ ხალიჩაზე ქართველების ხილვა...



0
1829
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1829
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0