x
image
ციცი
Mediator image
ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე-"ოსკარი 2015"
image
დასრულდა "ოსკარი 2015"-ის რიგით 87-ე ცერემონიალი. როგორც იცით, ოსკარზე ქართული ფილმი, ზაზა ურუშაძის "მანდარინებიც" იყო წარდგენილი. მართალია ქართულ-ესტონურმა ფილმა ოსკარი ვერ მოიპოვა, მაგრამ ეს უკვე დიდი გამარჯვებაა...

წითელი ხალიჩა ოსკარის ცერემონიის დაწყებამდე ტრადიციულად საუკეთესო საშუალებაა ვარსკვლავებისთვის, რომ დემონსტრირება გაუკეთონ თავის სამოსს და აქსესუარებს.

წლევანდელ ოსკარზე მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა უპირატესობა თეთრ და წითელ კაბებს მიანიჭეს.

აღსანიშნავია, რომ პრესტიჟული კინოპრემიის გამრჯვებულთა 36% თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი.


შავ-წითელი დუეტი "ოსკარი 2015"-ზე იყვნენ დედა-შვილი მელანი გრიფიტი და დაკოტა ჯონსონი:imageმარიონ კოტიარი გამოწყობილი იყო Dior Couture-ის თეთრ კაბაში imageმსახიობი ფელისიტი ჯონსი ვერცხლისფერ კაბაში, ეფექტური შლეიფით:imageროზამუნდ პაიკი, "გაუჩინარებული ქალის" მთავარი გმირი, წითელ კაბაში:

imageლუპიტა ნიონგო ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი Calvin Klein-ის მარგალიტის კაბაში იყო გამოწყობილი:

imageჯულიანა მური სპეციალურად მისთვის შეკერილ Chanel-ის კაბაში:

image

კირა ნაითლი(მთავარი ინტრიგა წითელ ხალიჩაზე მსახიობის საინტერესო მდგომარეობის გამო) ყვავილებიან Valentino-ს კაბაში და ლედი გაგა, რომელიც ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულად გამოცხადდა და მისი წითელი ხელთათმანები უკვე იქცა ხუმრობის საგნად მაყურებლებს შორის:

imageმომღერალი ჯენიფერ ლოპესი Ellie Saab-ას სექსუალურ კაბაში:

imageმსახიობი ემა სტოუნი ასევე Ellie Saab-ას კაბაში. ინტერნეტის მომხმარებლები თვლიან, რომ იგი ოსკარის სტატუეტს წააგავს:

imageსკარლეტ იოჰონსონი მკვეთრ მწვანე კაბაში, რომელიც ახალგაზრდა დედის საოცარ ფიგურას უსმევს ხაზს:

imageტეა ენდრიუსი, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი:

imageგვინეტ პელტროუ ვარდისფერ კაბაში:

imageნიკოლ კიდმანი:

imageმსახიობები ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერი:

imageმამაკაცების უმრავლესობამაც უპირატესობა თეთრ სმოკინგს მიანიჭა.

ჯერედ ლეტო:

imageბენედიქტ კამბერბეტჩი მეუღლესთან ერთად:

imageედი რედმეინი:image
და ბოლოს ჩვენი ვარსკვლავები „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიამდე:imageimageimage


0
376
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0