x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"იკაიფეთ ცხოვრებით და არა ნარკოტიკით"

გაეროს განცხადებით „ნარკოტიკების წინააღმდეგ გამოცხადებული გლობალური ომი წარუმატებლად დასრულდა“. ის
თავის წევრს სახელმწიფოებს მოუწოდებს, შექმნას უფრო ლიბერალური კანონმდებლობა და შეწყვიტოს ნარკოტიკების მომხმარებელთა სისხლის სამართლებრვი დევნა. დღეს არსებული ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ნარკოტიკებზე დამოკიდებული ყოველი ადამიანი პოტენციური პატიმარია. პირი ნარკოტიკის მოხმარების ფაქტზე პირველად დაკავების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, 500 ლარით ჯარიმდება. თუ მას ერთი წლის ვადაში განმეორებით დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარება ან შეძენა-შენახვა, მაშინ მის წინააღმდეგ ამოქმედდება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს: 2000 ლარამდე ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე.


ნარკოტიკების წინააღმდეგ არაერთი ღონისძიება იმართება,
თუმცა კანონში ცვლილებები კვლავ დღის წესრიგში დგას. ხშირად არის ლაპარაკი იმაზე, რომ
საჭიროა არა ნარკომომხმრებლების დასჯა, არამედ მათი მკურნალობა. თანამედროვე სამყაროც
განიხილავს სხვადასხვა მხარდამჭერ თერაპიასა და პროგრამას. მათი უმრავლესობა დიდ თანხებთანაა
დაკავშირებული, ამიტომ, ის ნარკომომხმარებლები, რომლებიც იაფფასიან წამალს იყენებენ
და ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნიან მკურნალობას ვეღარ ახერხებენ. შეიძლება ითქვას,
დროსთან ერთად სხვადასხვა ნარკოტიკია პოპულარული, რისი დადასტურებაც არის ბიო არომატიზატორები,
რომლებმაც ნამდვილად მოხსნა არალეგალური ნარკოტიკების მოხმარების რეკორდი. დიდი ხნის
განმავლობაში მისი მოხმარება არ იყო დასჯადი, მაგრამ ბოლო დროს ბიოს წინააღლდეგ კანონი
მიიღეს და ის აღარაა ისე ადვილად ხელმისაწვდომი, როგორც ადრე. მისი გამოწერა ინტერნეტიდანაც
ხდებოდა, ყველანაირი კონტროლის გარეშე, დღეს კი, ბიოს გამოწერა თავად საიტებმა, ხოლო
მომხმარებლამდე მიტანა გადამზიდმა კომპანიებმა აკრძალეს.


საზოგადოების დიდი ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ
აუცილებელია ნარკომომხმარებლების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. დაიწყო შეხვედრები
სკოლებში, უნივერსიტეტებში და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში. მათგან აღსანიშნავია,
საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის სტუმრობა ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან პრესკონფერენცია დიალოგის
რეჟიმში სტუდენტებთან და პრო რექტორ ლევან ალექსიძესთან ერთად გამართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის
რეჟიმში მიმდინარეობდა, მან სტუდენტებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება თხოვა და
უპასუხა ყველა დასმულ შეკითხვას, ასევე აღნიშნა, რომ მისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
განსაკუთრებით საყვარელია, რადგან სწორედ აქ სწავლობდა. ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით,
აუცილებელია ნარკოტიკების წინააღმდეგ კამპანიაში ყველა თანაბრად ჩაერთოს და ბრძოლა
ერთობლივი ძალისხმევით დაიწყოს. ასევე საჭიროა საზოგადოება ინფომირებული იყოს ნარკოტიკული
საშუალებების მიმართ და მათთვის მკაფიოდ გასაგები იყოს ყველა ის საფრთხე, რომელიც ნარკოტიკების
მოხმარებას მოაქვს. შეხვედრით სტუდენტები კმაყოფილები დარჩნენ და გამოთქვეს სურვილი,
რომ ანტინარკოტიკულ კამპანიებში ჩაერთოს არასამთავრობო სექტორიც.


მსგავსი ტიპის შეხვედრების გარდა, ანტინარკოტიკული კამპანიების
ფარგლებში იმართება სხვადასხვა ღონისძიებები. 26 ივნისი ნარკოტიკებთან ბრძოლოს საერთაშორისო
დღეა. ამასთან დაკავშირებით 2014 წელს მარჯანიშვილის
თეატრში გაიმართა მუსიკისა და პოეზიის ფესტივალ „პოემუსის“ პერფომანსი სლოგანით „იკაიფეთ ცხოვრებით და არა
ნარკოტიკით“. საღამოში მონაწილება ქართველ არტისტებთან ერთად მიიღო ოცმა უცხოელმა ხელოვანმა.
ორ საათიან პერფომანსში ნაჩვენები იყო იმ ცნობილი ადამიანების ისტორიები, რომლებიც
ნარკოტიკების ზედმეტი დოზის მოხმარების შედეგად დაიხოცნენ.


სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოში ნარკოტიკების
მომხმარებელთა საგანგაშო მდგომარეობა ფიქსირდება. იგი 100 მოსახლეზე ჰეროინის მოხმარებით მსოფლიოში პირველ
ადგილზეა. წამლის მოხმარების ზუსტი ციფრები
ცნობილი არაა, თუმცა კვლევები ერთხმად აღიარებენ სავალალო მდგომარეობაზე, რაც დაუყონებლივ
მოითხოვს რეაგირებას. ასევე აუცილებელია დადგინდეს,
საბოლოოდ, რა სჭირდებათ ნარკომომხმარებლებს - დასჯა თუ მკურნალობა.












ბაია კუბლაშვილი


0
14
შეფასება არ არის
ავტორი:ბაია კუბლაშვილი
ბაია კუბლაშვილი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0