x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508581
საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა

საბჭოთა კავშირი-საქართველოს ისტორიის შავი და ღრმად დარჩენილი ლაქა, რომლის მოშორებაც უკვე შეუძლებლად გვეჩვენება. ეს არ არის თანამედროვეობის შემოტანილი სენი. არა, ის ჩვენ, ჯერ კიდევ, მე-18 საუკუნიდან გვღრღნის. თუკი 1783 წელს მეფე ერეკლე II -მ ციხესიმაგრე გიორგიევსკში დადებული „სამეგობრო ხელშეკრულებით“ მაშინ გადაგვირჩინა სამშობლო ირანისა და ოსმალეთისაგან, დღეს რუსეთს ვეღარ ვშორდებით. როგორც აჩრდილი ისე დაგვყვება ეს უზარმაზარი ქვეყანა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სისხლის ფასად ჩამოვშორდით საბჭოთა კავშირს, მაგრამ ვერ დავივიწყებთ იმას, რაც მე-20 საუკუნის საქართველომ გადაიტანა და როგორ გაუძლო რუსეთის ასიმილაციურ კლანჭებს.

იმისათვის, რომ რუსეთის იმპერია გადაჭიმულიყო მაქსიმალური სიდიდის ტერიტორიებზე, ამ ქვეყანას და მის მმართველებს დიდი შრომა დასჭირდათ.
პროპაგანდისტული მანქანა იყო ერთ-ერთი საშუალება, რომლის „საბარგულში“ მოხვედრა ჩვენც გვეწერა. ცხადად თუ მალვით, რუსეთი ამას ახერხებდა, მითუმეტეს ისეთი დიდი ბელადის ხელში, როგორიც სტალინი იყო. კაცს, რომელსაც ცივი
სისხლი ჰქონდა, ოდნავადაც არ ადარდებდა ადამიანთა სიცოცხლე, როდესაც საქმე ქვეყნის კეთილდღეობას ეხებოდა. დახვრეტა, გადასახლება, შიმშილი ყველას ზურგით დაჰქონდა. რუსიფიკაციის ხელის შემშლელებს კი ერთ-ერთი, უფრო კი პირველი არასდროს აცდენიათ. რაც მთავარია დიდ ბელადთან ერთად მომუშავე ადამიანებს ესმოდათ, რომ ეს პროცესი ხალხის ენაზე უნდა მოეხდინათ.
ხალხი, უმეტესად პროლეტარიატი, რომელიც 5 წლიან სამუშაო გეგმას ყოველთვის აბარებდა, თავაუღებლად შრომობდა და კანკალებდა სტალინის სახელის გაგონებაზე მარტივი გზებით რუსდებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო კი პრესა იყო.იმდროინდელი პრესა გაზეთებით შემოიფარგლებოდა. ქაღალდი იყო გამავრცელებელი ახალი ამბებისა (რომლებიც ძირითადად საბჭოთა სისტემის მიერ განხორციელებულ დიად საქმეებზე მოგვითხრობდნენ), ახლად გამოსული კანონებისა (რომლებიც, ერთი შეხედვით, ხალხისთვის სახარბიელო იყო, მაგრამ მათ სიცოცხლის გზას უმოკლებდა) და სადამსჯელო ოპერაციებისა, ( როგორიცაა:ჩამოხრჩობა, დახვრეტა). რაც ყველაზე გასაოცარია, ხალხი მოდიოდა თანამემამულეების
ჩამოხრჩობის სცენის სანახავად და ტაშს უკრავდნენ როცა ყელზეწარწერაჩამოკიდებული მოღალატეები ძაღლების საჯიჯგნი ხდებოდნენ. რამ გამოიწვია ხალხის ასეთი შემობრუნება სისასტიკისაკენ?!
იმან, რომ ამ გაზეთებში იბეჭდებოდა ტექსტები ისეთი ფორმატით, რომელიც ხალხს გულში საბჭოთა კავშირის სიყვარულს უნერგავდა და დამყოლად ხვდებოდა მის ყველა გადაწყვეტილებას. მხოლოდ გაზეთის სათაური რომ ავიღოთ, სახელად ''ПРАВДА'',
ანუ „სიმართლე“, ადამიანს უმტკიცებდა, რომ ამ გაზეთში მხოლოდ სიმართლე იბეჭდებოდა , ხოლო მისი ლოზუნგი-„Пролетарии всех стран, соединяйтесь!» ანუ, პროლეტარიატო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ მოუწოდებდა რუსეთის მიერ ძალით თუ ნებით შეერთებულ ქვეყნებს ერთმანეთის ძმობისაკენ, საერთო ჯამში, კი რუსეთის იმპერიის მონა-მორჩილებისაკენ. ამას მოწმობს მათი გერბიც. ~ თუ დააკვირდებით,
მიხვდებით, რომ თავთავებში მოიაზრება ყველა ის ქვეყანა რომელსაც რუსეთი ერთმანეთთან და თავის თავთან აკავშირებდა. წითელი ლენტი რომელიც ყველგან ლოზუნგითაა გაწერილი, უჭერს ქვეყნებს, ისე რომ მათ ერთმანეთისგან განშორება არ შეუძლიათ, მზე ჩრდილოეთიდან, ანუ საბჭოთა კავშირის მხრიდან ამოდის, ხოლო პროლეტარიატის შრომის სიმბოლო, ნამგალი და ურო, რუსეთს გარსშემორტყმია და დანარჩენი მსოფლიოსგან იცავს. წითელი ფერი კი აშკარა აგრესიის მანიშნებელია.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ხალხს ეს არაფრთოვანებდა, რადგან ყველაფერი იყო უცვლელი და სტაბილური. ერთფეროვნებას შეჩვეული ხალხი ვერ ურიგდებოდა
ცვლილებებს, თუნდაც ეს მომავალში სიკეთის მომტანი ყოფილიყო. პროლეტარიატი კმაყოფილი იყო რეჟიმით. მათ მოსწონდათ რუსეთისთვის შრომა, გაზეთების კითხვა, რომელიც ყველა ფენისთვის იყო განკუთვნილი, მათ შორის დამბის მშენებლებისთვის, რომლებიც ნესტში მუშაობდნენ და ისინი იმფორმაციას მეტალზე დაბეჭდილი გაზეთის სახით იღებდნენ. ეს ტოვებდა ერთიანობისა და თანასწორობის შეგრძნებას, თუმცა ვერავინ ხვდებოდა, რომ საბჭოთა კავშირს ხალხი არ ადარდებდა! გავიდა დრო, სტალინის სიკვდილმა თავდაყირა დააყენა სისტემა და ბევრი ქვეყანა დაეხსნა საბჭოთა კავშირის კლანჭებს, ზოგი მეტ-ნაკლებად ჯერ კიდევ განიცდის მისგან საფრთხეს და დაქსაქსულია, მაგალითად, საქართველო. მაგრამ, რუსეთი ისევ იმავე ცივი გონებით მოქმედებს და ამიტომაა, რომ მსოფლიო ჯერაც ვერ მიდის აქტიურად მის წინააღმდეგ, თუმცა არაფერია მუდმივი!

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ელიაური
მარიამ ელიაური
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0