x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სიბერე და ფსიქო-სოციალური პრობლემები

სიბერე და ფსიქო-სოციალური პრობლემები

გვიანდელი მოწიფულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია
ადამიანის ცხივრებაში. ეს პერიოდი საშუალოდ 60 წლიდან იწყება და მას სიბერით მოიხსენიებენ. დაბერება უნივერსალური პროცესია, რომელსაც ყველა
ორგანო ემორჩილება. იგი ხასიათდება ენერგიის ნაკლებობით, ფიზიკური სისუსტით, სექსუალობის,
მეხსიერებისა და ინტელექტის ეტაპობრივი კლებით. სუსტდება შეგრძნების ორგამოებიც, მაგალითად,
ამ ასაკის ადამინები ხშირად უჩივიან სმენის დაქვეითებას, რაც საზოგადოებათან კომუნიკაციაში
ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია.
imageმოხუცებს ახალგაზრდებისგან განსხვავებით
ნაკლები ინფორმაციის მიღება და დამუშავება შეუძლიათ, ასევე უჭირთ ერთდროულად ორი ან
რამდენიმე საქმის ერთად შესრულება. ვიწროვდება აღქმის ფორმები, იკარგება შემეცნებითი
მიმართულებები. მისი გამომწვევი
ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა მასზე გენეტიკური ფაქტორებიც ახდენს, ათ მომხდარი.
გავლენას.
მოხუცებისთვის ასევე დამახასიათებელია სენილური დემენცია - დამახინჯებ
ული აღქმა, ამნეზია და პიროვნების შეცვლა. დემენციით ავადდება 65 წელს ზემოთ ადამიანები. დაავადებულებს სჩვევიათ გაუთავებელი ლაპარაკი ერთი და იმავე
თემაზე, აკვიტებული აზრები, უჭირთ უახლოესი წარსულიდან ფაქტების გახსენება, თუმცა რისი მიზეზიც ხშირად ალცჰეიმერის დაავადება გახლავთ. დაავადებულებს
არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება, ჭამა, არსებობა. მალე ავიწყდებთავისუფლად იგონებენ მათი ბავშვობის ისტორიებს. გამომწვე მიზეზად ინსულტი ითვლება.
გარდა წმინდა ბილოგიურ-ფიზიოლოგიური ფაქტორებისა, მოხუცებს სხვა ფსიქოლოგიურ და სოციალურწინაღობასთან
შეჯახება უწევთ. ამ პერიოდში მათი სოციალური როლი რადიკალურად იცვლება. თუკი ადრე ისინი სოციალურად აქტიურები იყვნენ, მუშაობდნენ, სხვადასხვა აქტივობებით კავდებოდნენ, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა: პასიურ ფაზაში გადასულები ფიზოლოგიური პრობლემების გარდა შინაგან დისკომფორტს განიცდიან. უწევთ საზოგადოებაში სტატუსის შეცვლა, სოციალური როლის დათმობა,
რაც თავისთავად იწვევს სოციუმთან კავშირის შემცირებას და საბოლოო ჯამში, დაკარგვასაც კი. ინტერპერსონალური ურთიერთობების სიმცირე კი ღრმა პიროვნულ პრობლემებთან ასოცირდება. შეინიშნება ფსიქო-ემოციური დარღვევები, რომელიც ხასიათდება შიშისა და დაძაბულობის განცდით, ადვილად გაღიზიანებით, მეხსიერების დაქვეითებით, კლიმაქტერიული დეპრესიით.
როცა გვიანდელ მოწიფულობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ეიჯიზმი. ეს არის სოციალური განწყობა, რომელიც ახალგაზრდების, მათი უნარების, შესაძლებლობების განდიდებასა და მოხუცების ერთგვარ
დისკრიმინაციას გულისხმობს. ეს უკანასკნელი დამახინჯებული მიდგომაა, რაც მოხუცების შესაძლებლობების დაკნინებას, მათი სოციალური ადგილის შებღალვას უწყობს ხელს. იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს და მოხუცებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს, საჭიროა კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, ახლობლების მორალური დახმარება და მოხუცების ფსიქოლოგიურ/სოციალურ სტაბილურობაზე ზრუნვა.

თინათინ გოგმაჩაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, III კურსი

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ გოგმაჩაძე
თინათინ გოგმაჩაძე
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0