x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ქალი და რელიგია- წმინდა წიგნები და პარადოქსული რეალობა
image

ქალის ღირსება და უფლებები ისლამში
ისლამური კულტურა თვლის, რომ ქალი და მამაკაცი ერთ მთლიანობას ქმნიან და მათი ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელია. ყურანში ხაზგასმულია ქალის ღირსება და როლი-თანასწორობა მამაკაცთან. ამას ადასტურებს შემდეგი: „ადამიანებო! უეჭველად თქვენ გაგაჩინეთ ერთი კაცისა და ერთი ქალისაგან და დაგყევით ერებად და გვარებად“ (სურა 49, აიათი 13). იყო დრო, როდესაც ქალის ყოლა სირცხვილად ითვლებოდა, ზოგჯერ ოჯახი გოგო შვილს ცოცხლადაც მარხავდა, ისლამი ამ ყოველივეს უარყოფს და ამბობს (მუჰამედ შუამავალი): „ვინც ორ გოგო შვილს ნამუსიერად აღზრდის, საიქიოში მე და ის გვერდიგვერდ ვიქნებით“, “ქალი თუ კაცი ყველა ადამიანი ღმერთის წინაშე სავარცხლის კბილებივით თანაბარნი არიან“. ყურანის თანახმად, მცადრია აზრი, რომ ევამ აცდუნა ადამი; თვლის, რომ ადამი და ევა, ორივე, სატანამ აცდუნა. ამის გამო ყურანი ცალსახად ევას არ თვლის წყეულად. ზოგიერთ აიათში, პირიქით, ადამია დადანაშაულებული. ისლამში ქალი თანასწორუფლებიანია მამაკაცისა ღვთისმსახურებაშიც. ევალება ლოცვა, მარხვა, ზექათის გადახდა და პილიგრიმობა ქააბაში. ლოცვა და მარხვა ფიზიკური ღვთისმსახურებაა, ზექათის გადახდა და პილიგრიმობა კი ფინანსურ საშუალებებს მოითხოვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალს უნდა გააჩნდეს საკუთარი მატერიალური შესაძლებლობა, ამისათვის კი საჭიროა შრომითი მონაწილეობის მიღება. ე.ი. ისლამში ქალს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი ქონება, ეწეოდეს კომერციულ საქმიანობას, მსახურობდეს ჯარში თუ ამას საჭიროება მოითხოვს. ყოველივე ესენი თოთხმეტი საუკუნის წინ წმინდა მუჰამმედ შუამავლის სიცოცხლეში მიიღო ქალმა. ისლამმა მისცა ქალს უფლება იმისა, რომ მას თავისი ნება სურვილით აერჩია მეუღლე და მშობელს არა აქვს უფლება ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით გათხოვება–დაქორწინებისა. ასევე, მას აქვს უფლება, განქორწინდეს, სურვილის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა რომ ყორანში ლაპარაკია იმაზე, რომ ალაჰმა შექმნა მამაკაცი და ქალი „ერთი სულისგან“ (სურა 4, 1), უმაღლესი იდეალი მუსულმანური ოჯახისა არის მამაკაცი, რომელსაც უსიტყვოდ უნდა დაექვემდებაროს ქალი. ქალის დაბადება მუსულმანურ ოჯახში და განსაკუთრებით რამდენიმე ქალისა უკვე იძლევა კაცებისათვის შესაძლებლობას განქორწინებისათვის ან სულაც მეორე ცოლის შერთვის, მოყვანის უფლებას. ისლამის კანონების მიხედვით კი, ქალი კაცთან არის გათანაბრებული, მხოლოდ ლიდერობა და პირველობა რჩება მამაკაცს.image მამაკაცი ვალდებულია მთლიანად არჩინოს ცოლ-შვილი - მიუხედავად იმისა, რა ქონების მფლობელია ქალი და რა შემოსავალი აქვს მას.ისლამის ფუნდამენტალური მკვლევარები, რომლებიც სწავლობდნენ ისლამის ისტორიას და მუსულმანურ ცივილიზაციას ამტკიცებენ, რომ ქალი თანაბარია მამაკაცთან, თუმცა რეალობაში ჩვენ ხშირად ვეხებით ფაქტებს, სადაც ქალი დათრგუნულია. ეს გამოიხატება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც იმაში, რომ ქალი, ვალდებულია ატაროს ჩადრი, აგრეთვე მას უფლება
არა აქვს იყოს სუფრასთან, სადაც მამაკაცები სხედან, გამოთქვას თავისი აზრი თავისუფლად და ა.შ. ხშირად საქმე გვაქვს ფიზიკურ ძალადობასთანაც კი, თუმცა ეს კანონით იკრძალება, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ყურადღება არც ყურანს და არც კანონს არ ექცევა.მუსულმანურ რელიგიაში ქალი დაფარულია ჩადრით იმიტომ, რომ მისი დანახვა სხვა კაცმა არ შეძლოს და მამაკაცი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ქალი მისი ერთგულია. მუსულმანურ რელიგიაში სამოთხეში მამაკაცი ღებულობს ცხოვრების მეგზურს, რომელსაც 70 ხასა მიყვება, რომლებიც რეალური ქალებისაგან განსხვავდებიან, მათ არა აქვთ მენსტრუალური ციკლი და ისინი მამაკაცთან სქესობრივი კავშირის შემდეგაც მუდამ ქალიშვილებად რჩებიან. ეს არის მასკულინური ოცნება „ქალწული მარიამის“ შესახებ, რომლის თანახმადაც ქრისტეს შობის შემდეგაც მარიამის ქალწულად დარჩენია.
მუსულმანური რელიგიის ფემინისტები, აღიარებენ, რომ ისლამური სამყარო მკაცრად გენდერიზებულია „მამაკაცი“ და „დედაკაცი“, მაგრამ სულიერ სფეროში ისინი იდენტურები არიან, იმდენად რამდენადაც ალაჰი, იუდეური და ქრისტიანული ღმერთებისგან განსხვავებით არ ფლობს ღმერთისეულ თვისებებს, მას აქვს ფემინური თვისებები.
ისლამი ითვალისწინებს ქალის ფიზიკურ სისუსტეს და კრძალავს ფიზიკურ სისუსტეს, კრძალავს მათ ისეთ სამუშაოებზე დასაქმებას, რომლებიც ზიანის მომტანი იქნება მათთვის. ისლამი ავალდებულებს ქალს მიიღოს განათლება. რელიგია ადამიანის საიქიო ბედსაც ქალს უკავშირებს. ამის შესახებ მუჰამმედ შუამავალი ასე ამბობს: “ სამოთხე დედების ფეხთ ქვეშაა’’, ესე იგი სამოთხეში ის მოხვდება, ვინც დედას დააფასებს და სიკეთით მოეპყრობა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი ვინც მუჰამმედ შუამავალს ერწმუნა ქალი იყო., და პირველი ვინც რწმენის გამო შეეწირა, ქალი იყო. საინტერესოა თავად მუსლიმანი ქალების აზრიც:
ნანი: “სასურველია ქალი ოჯახში იყოს, მაგრამ აუცილებელია ჰქონდეს სხვა პროფესია და სამსახური, ამას რელიგია არც გავალდებულებს და არც კრძალავს. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ადამიანი იყოს მხოლოდ რელიგიურად განათლებული, ეს არ აკმაყოფილებს დღევანდელ ცხოვრებისეულ პირობებს, საჭიროა უფრო მეტი ისწავლო. სხვა სახის განათლებით რელიგიაში უფრო ძლიერი ხდები. რატომღაც უმეტესობა ფიქრობს, რომ მუსლიმანი ქალი შეზღუდულია სარწმუნოებისგან, ქმრისგან _ ეს მცდარი აზრია, მუსლიმანი ქალი არასდროს არ გრძნობს თავს შეზღუდულად, პირიქით, იგი ღმერთის კანონებს ემორჩილება და თუ ღმერთი გიყვარს, მისი ბრძანებაც მისაღებია, და მასში ნამდვილი მორწმუნესათვის უცნაური არფერია. დღევანდელ დღეს, როცა გაივლი ქუჩაში ვერ განასხვავებ ქალსა და მამკაცს ერთმანეთისგან, თუნდაც ჩაცმულობით, ჩვენს
რელიგიაში კი ამ მხრივ მკვეთრი განსხვავებაა. უფრო მეტად არის დაცული ქალის უფლებებიც.”
მაყვალა: “ზოგიერთი ვერ იკავებს თავს და გისვამს საკმაოდ უხერხულ შეკითხვას, მაგრამ ეს მხოლოდ იმ ადმიანებისგან მოდის, ვისაც რწმენის არაფერი გაეგებათ. მეორეს მხრივ, მუსლიმანი ქალი სხვა ქალებისგან განსხვავებით დღევანდელ პერიოდში უფრო მეტად დაცულია, მას უფრო მეტად აღიქვამენ ქალად. დღევანდელ მსოფლიოში ხომ ყველა ცდილობს შეეწინაღმდეგოს ბუნებას და "დაამტკიცოს", რომ ქალი და კაცი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, შინაგანად კი ყველამ კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის. მუსლიმან ქალს ღმერთის სამსახური უნარჩუნებს იმ სახეს, რაც მას ღმერთმა მიანიჭა, მასში სჭარბობს ქალური თვისებები, არ მოდის დისჰარმონიულობაში ბუნებასთან, ის თავისი არსებით არის ის ვინც სინამდვილეშია. რწმენით გაჯერებულ ქალს უკეთესად შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება. ის არ არის მატერიალისტი, მასში უფრო მეტი სულიერებაა, მისგან მოდის ის დადებითი მუხტი, რომლის ასეთი საჭიროებაც არსებობს დღეს. მას შესწევს უნარი აღზარდოს პატიოსანი, რწმენით გაჯერებული შვილები, უფრო მეტად შეუძლია თავი მიუძღვანს ოჯახს. მუსლიმ ქალს შეუძლია დაამტკიცოს, რომ XXI საუკუნეშიც შესაძლებელია იცხოვრო ისე, რომ გქონდეს შენი ფასეულობები და არ აკეთო ის, რასაც სხვა ყველა აკეთებს. ის სიწმინდის, პატიოსნების, თავმდაბლობის, ქალურობის განსახიერებაა. მას არ სჭირდება თავის დაცვა, იმიტომ რომ მას რწმენა იცავს.”


ქრისტიანობა ქალთან მიმართებით


ქრისტიანული რელიგიის თანახნად, ქალის ბუნება მამაკაცისაგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ იგი უმეტესად გულითა და გრძნობით ცხოვრობს, ხოლო მამაკაცი - გონებით. ქალი მაშინაა კმაყოფილი და ბედნიერი, როცა ქმრის, ძმისა თუ სხვა მახლობლების მიმართ უხვად იღებს სიყვარულს, ანუ როცა სხვას აბედნიერებს. ღმერთმა მას მამაკაცისაგან განსხვავებული თვისებანი იმიტომ მისცა, რომ მოვალეობაც განსხვავებული აქვს. დანიშნულება ქალისა ქრისტიანობაში ძალიან დიდია.image
ყოველი ადამიანი პირველ აზრებს, მიდრეკილებებს, პირველ ლოცვას დედისგან სწავლობს, ე.ი. ღირსება, თვისება და ბედნიერება ყოველი ადამიანისა თითქმის ქალზე-დედაზეა. სოლომონ ბრძენი გვასწავლის: „დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალსასყიდლისა“. რას ნიშნავს მხნე დედაკაცი? სოლომონის თქმით, მხნე დედაკაცი სახლს ისე მართავს, რომ გული მისი მეუღლის სრულად მოსვენებულია. ასეთი ქალისათვის შრომისმოყვარეობა ნუგეშად და სიხარულადაა ქცეული. მხნე დედაკაცი კეთილი და ქველმოქმედიცაა. მისი ქველმოქმედება წინაშე ღმრთისა, მით უმეტეს, ძვირფასია, რომ იგი გლახაკებს თავის ნაშრომს აძლევს. ამგვარი ქალის ქმარი
საზოგადოებაში, მისი მეუღლის გონიერებისა და სიკეთის გამო, ქებული და დიდებულია.ზოგიერთმა ქალმა შეიძლება იფიქროს, ნუთუ დედაკაცს გარდა დაუძინებელი შრომისმოყვარეობისა, ქსოვისა და კერვისა, რომელთაც სოლომონ მეფე აქებს, სხვა თვისებები არ უნდა ჰქონდეს? რა თქმა უნდა, ქალს სხვა საქმეთა აღსრულებაც შეუძლია, მაგრამ უპირველესი დაუცხრომელი შრომა და ოჯახის მართვა უნდა იყოს. ამით იგი ცხადად გვიმტკიცებს, რომ თავისი თავი უარყო და სარგებლობას არა საკუთარი თავისთვის, არამედ მახლობლებისათვის ეძიებს. მეორეც, შრომისმოყვარე ქალს დრო აღარ რჩება ჭორისა და ბოროტსიტყვაობისათვის, განცხრომისა და სხვა შეუფერებელი საქმეებისათვის და მესამე: იგი კეთილ მაგალითს აძლევს შვილებსა და გარშემო მყოფთ. ერთ უძველეს ეკლესიაში კედელზე ყოფილა ფრესკა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, რომელსაც წინ მატყლი უდევს, ხელში თითისტარი უჭირავს და ქსოვს. ასეთი ხატი ჭეშმარიტი სიმბოლო იქნებოდა ყოველი ქალის მოვალეობისა, ღირსებისა და მნიშვნელობისა. ქრისტიანობა ქალისაგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მას მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირუტყვულ ვნებათა მსახურად ითვლება. ქრისტიანულ საზოგადოებაში ქალს დიდი პატივი და დანიშნულება აქვს, რადგან ღმერთმა იგი მრავალი განსხვავებული თვისებითა და ნიჭით შეამკო. სამწუხაროდ, გონიერებისა და მხნეობის გამოყენება ბოროტი საქმეებისთვისაც შეიძლება, ქალი კი თავის დანიშნულებას მაშინ შეასრულებს, თუ ამ თვისებებთან ერთად სიმშვიდითა და სიმდაბლითაც იქნება შემკული და თავის ჭკუასა და სულიერ სიმტკიცეს ოჯახსა და ახლობლებს მოახმარს.ღვთის განგებით, ქალი შემწე და მეგობარი უნდა იყოს კაცისა. მან უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს კაცს ცხოვრება, უნდა იყოს მისი ნუგეში, განმამხნევებელი, განმაღვიძებელი, ერთი სიტყვით, უნდა გაამართლოს სახელი „მეუღლე“, ანუ უნდა შეეწიოს ქმარს უღლის ზიდვაში. ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ ოჯახის რჩენა მხოლოდ მამაკაცის მოვალეობას წარმოადგენს. ეს შეხედულება უმართებულოა. დიდად საქები და მადლიანია ის ქალი, რომელიც თავისი შრომით შეეწევა ქმარს ოჯახისა და შვილების რჩენაში. საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ საზოგადოების დაბალ ფენებში უფრო მრავლად არიან ისეთი ქალები, რომელნიც შრომასა და ჯაფაში გვერდით უდგანან მეუღლეებს. ღვთისმშობლის ცხოვრება საუკეთესო მაგალითია ქრისტიანი ქალისათვის. ქალწულებს იგი გამოუთქმელი სულიერი და ხორციელი სიწმიდის მაგალითს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ სულიერად და ხორციელად შემკული ქალწული მარიამი ყოველი ღირსებითა მშვენიერებით იყო სავსე, საოცარი თავმდაბლობითა და სიმშვიდით გამოირჩეოდა. დედებიც ხშირად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, როგორი დედა იყო ყოვლადწმიდა მარიამი. მაცხოვრის შობის შემდეგ მას თავისი თავი აღარ ახსოვდა, იგი თავისი ძის ცხოვრებით ცხოვრობდა. ქრისტიანობა იმთავითვე გამორიცხავს ქალის მმართველობასა და ლიდერობას. ის არ ხედავს ქალს მეცნიერებაში და სახელმწიფო
მმართველობაში. ქრისტიანული კულტურა ატარებს დიდოცენტრულ ხასიათს, აყალიბებს რა გენდერული როლების სპეციფიკურობას. თუ განვიხილავთ ქრისტიანულ მოძღვრებას ოჯახზე, იგი წმინდა პატრიარქალურია. ეკლესიური სწავლება დაფუძნებულია მამაკაცის რეპროდუქტიული ფუნქციის მკაცრ კონტროლზე, რომელიც პირველ რიგში მოიცავს ქალის სექსუალურ საქციელს და მის საქმიანობას, რომელიც მკაცრადაა გაწერილი (ოჯახი, ქმარ-შვილის მოვლა, რეცხვა, დაუთოვება, დალაგება და ა.შ.). ქრისტიანულმა კულტურამ ქალი გააიგივა მხოლოდ ოჯახურ სფეროსთან. გენდერული უთანასწორობის პროცესი შრომის ბაზარზეც შეიმჩნეოდა. ქრისტიანული დოგმატიკოსები ცდილობდნენ გვერდი აევლოთ იმ საკითხებზე როგორიცაა ქალის საზოგადოებრივი და ოჯახური საქმიანობის შეთავსების საკითხი. ეკლესია ქადაგებდა ევოლუციური განვითარების საფეხურზე, ქალის ფუნქციის სიმდაბლეს.
ქრისტიანული ოჯახის გენდერული ასიმეტრია დამყარებულია ქრისტიანული კულტურის გენდერულ დიფერენციაციაზე. ეკლესია ცდილობდა არ დაეშვა როლებრივი კონფლიქტი (საქმიანი ქალი - დედა) საზოგადოების ქალურ ნაწილში, რომელიც დაარღვევდა არა მარტო ურყევ ტრადიციულ წარმოდგენებს სოციალური როლებისა მამაკაცებსა და ქალებს შორის, არამედ შეძლებდა - ზემოქმედება გამოეწვია არსებული სახელმწიფოებრვი მოდელის მოწყობაში.
საგულისხმოა ისიც, რომ ერთი მხრივ, ქრისტიანობაში ქალი დიდად პატივსაცემია, თუმცა, მეორე მხრივ, იგი იზღუდება ბევრ რამეში. ქალი და მამაკაცი არც თუ ისე თანასწორნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ სახარების თანახმად, ღმერთის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანობას მიაჩნია, რომ ქალი იმთავითვე უფრო ცოდვილია, ციდრე მამაკაცი. ევამ აცდუნა ადამი და არა პირიქით. ასევე, არც ღვთმისმსაურების უფელბა აქვს ქალს, არც საკურთხეველში შესვლის, მას მანდილი უნდა ეფაროს და უდნა იყოს თავმდაბალი, რაც აკნინებს კაცთან შედარებით. ეს ერთგვარი პარადოქსია.
ქრისტიანობა იმთავითვე გამორიცხავს ქალის მმართველობასა და ლიდერობას. ის არ ხედავს ქალს მეცნიერებაში და სახელმწიფო მმართველობაში. ქრისტიანული კულტურა ატარებს დიდოცენტრულ ხასიათს, აყალიბებს რა გენდერული როლების სპეციფიკურობას. თუ განვიხილავთ ქრისტიანულ მოძღვრებას ოჯახზე, იგი წმინდა პატრიარქალურია. ეკლესიური სწავლება დაფუძნებულია მამაკაცის რეპროდუქტიული ფუნქციის მკაცრ კონტროლზე, რომელიც პირველ რიგში მოიცავს ქალის სექსუალურ საქციელს და მის საქმიანობას, რომელიც მკაცრადაა გაწერილი (ოჯახი, ქმარ-შვილის მოვლა, რეცხვა, დაუთოვება, დალაგება და ა.შ.). ქრისტიანულმა კულტურამ
ქალი გააიგივა მხოლოდ ოჯახურ სფეროსთან. გენდერული უთანასწორობის პროცესი შრომის ბაზარზეც შეიმჩნეოდა. ქრისტიანული დოგმატიკოსები ცდილობდნენ გვერდი აევლოთ იმ საკითხებზე როგორიცაა ქალის საზოგადოებრივი და ოჯახური საქმიანობის შეთავსების საკითხი. ეკლესია ქადაგებდა ევოლუციური განვითარების საფეხურზე, ქალის ფუნქციის სიმდაბლეს. ქრისტიანული ოჯახის გენდერული ასიმეტრია დამყარებულია ქრისტიანული კულტურის გენდერულ დიფერენციაციაზე. ეკლესია ცდილობდა არ დაეშვა როლებრივი კონფლიქტი (საქმიანი ქალი - დედა) საზოგადოების ქალურ ნაწილში, რომელიც დაარღვევდა არა მარტო ურყევ ტრადიციულ წარმოდგენებს სოციალური როლებისა მამაკაცებსა და ქალებს შორის, არამედ შეძლებდა - ზემოქმედება გამოეწვია არსებული სახელმწიფოებრვი მოდელის მოწყობაში.



იუდაიზმი


იუდაიზმი - არის პირველი მონოთეისტური სისტემა, რომელიც მოვიდა მრავალღმერთიანობისა და მატრიარქალური კულტურის ნაცვლად, რომელმაც დააკანონა პატრიარქალური ძალაუფლება სასულიერო სფეროში. ძველი აღთქმის სექტანტური იმპლიკაციის თანახმად, ღმერთმა ევა შექმნა „არა ადამის თავიდან, რომ ძალიან ჭკვიანი არ ყოფილიყო, არა თვალიდან, რომ არ ეთვალთვალა, არა ყურიდან, რომ არ მიყურადებოდა, არა ბაგიდან, რომ არ ეჭარტალა, არა გულიდან, რომ არ „ყვარებოდა, “ არამედ შინაგანი ორგანოდან „ნეკნიდან“, რომ ყოფილიყო თავმდაბალი, შრომისმოყვარე, უხილავი „იყავი თავმდაბალი, ამბობს ძველ აღთქმაში იაღოვა, ქმნიდა რა ქალის სახეს. ტრადიციული იუდაიზმი უკრძალავს ქალს საზოგადოებრივ საქმიანობას, უარს ათქმევინებს სამოქალაქო სამართალზე. იუდაიზმში ქალისა და კაცის ერთდროულად ყოფნა სინაგოგაში იკრძალება, რადგან ქალი ითვლება არასუფთა ძალად, რომელიც მამაკაცს უბიძგებს სექსუალური ცდუნებისაკენ. თანამედროვე ებრაული ფემინიზმის წარმომადგენლები ცდილობენ ისტორიულ- ტრადიციული კორექციის შეტანას ქალების სასარგებლოდ. ისმის კითხვა, რატომ არის რომ ებრაულ რელიგიაში ღმერთი არასოდეს ძალაუფლებას არ უყოფს ქალების საზოგადოებას. ის შემკობილია სხვადასხვა ეპითეტებით, ოღონდ ასახავს მხოლოდ მამაკაცს. მაგ. ღმერთი - მმართველი, მეფე მოსამართლე, მამა, რომელიც ყოველდღიურად ისმის ლოცვებში. იუდაიზმის ჩარჩოებში განვითარებულ რელიგიებს, ისლამსა და ქრისტიანობას, რომლებმაც გადმოიტანეს ეს ეგოცენტრიზმი, სცადეს კომპენსირება იმ დანაკლისისა, ქალწული მარიამის გაღმერთებით (ქრისტიანულ რელიგიაში), რომელიც ითვლება ღმერთის დედად, მაგრამ არ არის მამა ღმერთის
ტოლი. მიუხედავად იმისა, რომ ქალები არიან ცენტრალური პერსონაჟები, მაინც მამაკაცების როლი ბიბლიაში დომინანტურია. იუდაიზმის მკვლევარი რიტა გროსკს მიაჩნია, რომ ღმერთის მიმართვაში უნდა მოიხსენიებოდეს ქალიც მაგ. „ჩვენი ღმერთი და დედა. მისი თვალსაზრისით, ქალის მოხსენიება იუდაურ ტრადიციაში ქნებოდა მძლავრი ფაქტორი დედის, ქალის როლის ასამაღლებლად. რევოლუციურმა მიმდინარეობებმა იუდაიზმში გამოიმუშავა საკუთარი კონცეფცია ღმერთისა, რომელშიც ღმერთი გვევლინება არც კაცად და არც ქალად არამედ ძალად, მძლავრ ენერგიად.


ძველი ეგვიპტის რელიგია


ძველი ეგვიპტის რელიგიას აქვს უდიდესი წარსული, რომელიც პირველობას მხოლოდ შუმერულ მაზდეანობასთან იყოფს. ფემინისტური მკვლევარების ინტერესების სფეროს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამ რელიგიაში, წამყვანი ადგილი უჭირავთ ქალთა ფიგურებს, (როგორც პოლითეურ იუდაიზმში), რომელიც ასახავდა ძველ მატერიალისტურ სარწმუნოებრივ მოძღვრებას მკვლევარების უმეტესი ნაწილი აღნიშნავს, რომ სულიერ იერარქიაში ეგვიპტეში უდიდესი ადგილი უკავია ქალღმერთებს. რომლებსაც მიაწერდნენ დიდ სოციალურ ფუნქციებს. ჩვ. წთ. აღ. II საუკუნეში ძველი ეგვიპტის კოსმოგენიურ მითებში დომინირებდა ღმერთები წყვილად, რომლებიც იუდეური პოლითეზების მსგავსად ცდილობდნენ განესახიერებინათ განუყოფელი ერთიანობის იდეა და როგორც ურთიერთდამატება და ურთიერთშევსება ქალისა და მამაკაცის საწყისისა.
ის გახლავთ ელინისტურ-იუდეური - ქრისტიანული იდეოლოგიის, საპირისპირო, სადაც კოსმოსის იდეა, როგორც სამყაროს წესრიგი და ჰარმონია, წარმოდგენილია მამაკაცის სახით, ხოლო ქალი როგორც ქაოსის საწყისი, ირაციონალური მაგ. ეგვიპტეში სამყაროს მომწესრიგებელ და სამართლიანობის დამცველად გვევლინება ქალღმერთი „მაატი“.

0
752
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი ადამია
მარიამი ადამია
752
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0