x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ტერორი და ფსიქოლოგია
თანამედროვე ტერორიზმის ფესვები ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში შეინიშნება, მაგრამ 21-ე საუკუნეში ამ ყველაფერმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია და მსოფლიოს ცივილური საზოგადოებებისთვის სახიფათო გახდა. ტერორიზმი დანაშაულებრივი ქმედების ფორმაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ტერორისტის მისწრაფება, მიმართული გარშემომყოფთა დაშინებისკენ, მოქალაქეთა სოციალური ქმედებების პარალიზებისკენ, ხელისუფლების ორგანოთა ნორმალური ფუნქციონირებისა და მართვის შეფერხებისკენ.ამ გზით ტერორისტი დამნაშავეები აღწევენ თავიანთ ანტისაზოგადოებრივ ზრახვებს. ტრადიციული თავდაცვის მექანიზმები ვეღარ უმკლავდებიან ამ საფრთხეს. ტერორიზმის პრობლემა არა მარტო რომელიმე ერთი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების მტერია.

ტერორიზმს და ტერორისტებს ნაციონალობა არ გააჩნიათ. ტერორიზმი მრავალნაციონალურია. ერთ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მოქმედებდეს განსხვავებული ნაციონალობისა და რელიგიური აღმსარებლობის ტერორისტი ან ტერორისტული ორგანიზაცია. თანდათან მოხდა ყურადღების გამახვილება იმ ფსიქოლოგიურ მოტივებზე რაც ტერორიზმს უდევს საფუძვლად. ჯერჯერობით მყარი ემპირიული მონაცემები არ არსებობს, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება, ფსიქოლოგები იწყებენ მეტი ფაქტების შეგროვებას.

ფსიქოლოგიური ტერორიზმიც არის ტერორიზმის ერთ-ერთი ფორმა. ის პირველ რიგში მიზნად ისახავს ხალხი ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და აზრის სიჯანსაღეზე უარყოფითად იმოქმედოს. ფსიქოლოგიურმა ტერორიზმა შესაძლოა სხვადასხვა ფორმა მიიღოს. როგორც ტერორიზმის ფორმა ის შესაძლოა გამოყენებულ იქნას პირდააპირ, ან რომელიმე ქმედების გვერდითი ეფექტი იყოს. არსებობს აგრეთვე ფიზიკური ტერორიზმი, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანს ან საზოგადოებას და მის შედეგად წარმოქმნილი შიში, თვითონ შიში წყაროს აღმოფხვრისთანავე ქრება. როგორც ვხედავთ ტერორიზმის სხვადასხვა ფორმა არსებობს, თუმცა ყველა მათგანი ტოვებს შიშსა და ტრავმულმოგონებებს.

რთულია იმის გარკვევა რა უბიძგებს მათ ამ ნაბიჯისკენ. ისინი არ თანხმდებიან, როგორც წესი ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. შორიდან მათმა დაკვირვებამ კი შესაძლოა არასწორი დასკვნები მოგვცეს. ერთი ჯგუფისთვის ტერორისტი, შეიძლება მეორე ჯგუფისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლი იყოს. ტერორიზმის მიზეზებად განიხილავე რელიგიას, პოლიტიკას, ძალაუფლებას, სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ გავლენას.ტერორიზმის ფსიქოლოგი უფრო მეტად თეორიებსა და მოსაზრებებზე არის დამყარებული.თუმცა ფსიქოლოგთა უმეტესობა იწყებს სარწმუნო ცნობების შეგროვებას. ისინი ტერორზმს განიხილავენ პოლიტიკურ და ჯგუფური დინამიკის ფარგლებში და არა ინდივიდუალურად. ასევე უნივერსაური ფენომენი სიკვდილის ქვენობიერი შიში და სურვილი ვიყოთ მნიშვნელოვანი, შეიძლება დაგვეხმაროს ავხსნათ ტერორიზმის ფსიქოლოგიური მოტივები. ფაქტობრივად მოსაზრება, რომ ტერორიზმი შეიძლება შევამციროთ მათთან მშვიდობიანი დიალოგითა და მოლაარაკებით უკვე აღარ წარმოადგენს უტოპიურ მიზანს.


ერთ-ერთი მკვლევარის ჯონ ჰორგანის მიხედვით ადამიანები, რომლებსაც სჯერათ რომ თავიანთი ახლანდელი მდგომარეობით ვერ შეძლებენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილების განხორციელებას უფრო მიდრეკილნი არიან ტერორიზმისკენ.ისინი თავს თვლიან სოციალური უსამართლობის მსხვერპლად და იბრძვიან მის აღსადგენად.ისინი თვლიან, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება არ არის ამორალური.

ბოლო დრომდე ტერორიზმის ფსიქოლოგია უფრო მეტად თეორიული იყო.თანდათან დაიწყო სუბიექტების მოძიება და ამ ყველაფრის მეცნიერული შესწავლა.უფრო მეტად ყოფილი ტერორისტები საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე.ათია-ატასობით ტერორისტი მონაწილეობს დე-რადიკალიზაციის პროგრამებში მსოფლიოს მასშტაბით. მათ უტარდებათ ფსიქოლოგიური ტესტირებები, რომელთა საშუალებითაც მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებენ.

ფსიქოლოგებმა შეისწავლეს ტერორისტების ინდივიდუალური მახასიათებლები. ტრადიციული გაგებით ისინი შეიძლება სულაც არ იყვნენ პათოლოგები. აუცილებელი არ არის ტერორისტებისთვის ფსიქოპათოლოგია და პიროვნული აშლილობები იყოს დამახასიათებელი.შეცდომაა ტერორისტებს უბრალოდ მივაკრათ იარლიყი "ბოროტი" ან ფსიქიურად შეშლილი. მათი შესწავლით აღმოჩნდა, რომ ისინი ფაქტიურად არიან სტაბილური პიროვნებები არა პარანოიდები.ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ ისინი საკმაოდ ეფექტურად აღწევენ მიზნებს. "ისინი არიან რაციონალურები, ისინი არ არიან გიჟები", ამბობს რიჩარდ პერლშტეინი. ტერორისტები არა მხოლოდ გიჟები არ არიან ასევე ისინი არ იზიარებენ პიროვნების რაიმე კონკრეტულ ტიპს. არ არსებობს ე.წ ტერორისტული განწყობა. ამის მიუედავად დევიდ ლოგი წერდა, რომ ტერორისტებს აქვთ ტენდენცია ჰქონდეთ დაბალი თვითშეფასება, ჯგუფის მიერ ქარიზმატულ ლიდერებად არიან აღიარებულნი და უყვართ რისკი.გასაოცარია, მაგრამ ლოგის აზრით ბევრი ტერორისტი ამბივალენტურია იარაღისა და ძალადობის მიმართ.

ერთადერთი რაც ტერორისტებს სხვებისგან გამოარჩევს არის მათი უნარი გათიშონ ემპათიის გრძნობა და იმოქმედონ მხოლოდ თავიანთი მიზნებისა და რწმენებს შესაბამისად. გზა, რომელსაც ნორმალური ადამიანი გადის ტერორისტობამდე და დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენამდე ინდივიდუალური და შეუმჩნეველია. ტერორისტები კლავენ პიადი ხედვის გამო, რომლითაც სიკვდილი უკვდავებასთანაა ასოცირებული. ჩვენ ადამიანებმა ვიცით რომ უნდა მოვკვდეთ და სიკვდილის შიშიც ქვეცნობიერად ყველას გვაქვს. ტერორისტებს სურთ თავიანთი ქმედბით მოიპოვონ სახელი და მათი ქმედება იყოს დაუვიწყარი ყველასთვის. მათ არ სურთ უნიშვნელო სიკვდილი და სურთ სახელი და აღიარება, თუნდაც უარყოფითი.

ფსიქოლოგები ორი სახის აგრესიას აღიარებენ: ინსტრუმენტალური და ემოციური. ტერორისტულ ქმედებებში ორივე მათგანია ჩართული. ინსტრუმენტალური აგრესია უფრო მეად წინასწარგანძრახულია. ეს შეიძლება იყს მაგალითად, როდესაც ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი გეგმავს მორიგ თავდასხმას. ემოციური კი შეიძლება წარმოიქმნას ვინმეს მკვლელობისა ან გაბრაზებისას.

ერვინ სტაუბმა, მასაჩუსეტსის პროფესორმა ჩამოაყალიბა ტერორისტის სამი ტიპი. "იდეალისტები", ისინი იდენტიფიცირებას ახდენენ რომელიმე ჯგუფის ტანჯვასთან. "რესპონდენტები", მხოლოდ საკუთარი ჯგუფის გამოცდილებას იზიარებენ და ბოლოს "დაკარგული სულები", რომლებიც არიან მარტოსულები, განდევნილები და მიყვებიან დინებას. ასეთი "დაკარგული სულები" ველაზე ადვიალდ ებმებიან ტერორიზმის კლანჭებში.

არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ტერორისტები მიდიან ორგანიზაციიდან. ეს სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული. შესაძლოა ჯგუფი უფრო რადიკალური გახდეს და გასცილდეს მისი წევრის მორალური საზღვრებს. ან შესაძლოა ტერორისტი მიხვდეს, რომ ჯგუფის მიზნები უტოპიური და მიუღწეველია. ასევე შესაძლოა ტერორისტს სხვა გეგმები გაუჩნდეს, მოუნდე ოახის შექმნა შვილები და ა.შ.

მიუხედავად სირთულეებისა ტერორიზმთან ბრძოლა შესაძლებელია. უმჯობესი იქნება თუ ყურადღება გავამახვილებთ ტერორიზმის ფსიქოლოგიურ მოტივებზე.ტერორისტებია არიან ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანები, ისეთივე კომლექსებით და შიშებით როგორითაც ჩვენ.მათ მოძებნეს გამოსავალი ტერორისტულ ჯგუფებში გაერთიანებით.ხშირად უმრავლეობა მათგანი განიცდის მარტოსულობისა და გარიყულობის გრძნობას, რის გამოც ერთიანდებიან ჯგუფებში. მით ისინი ცდილობენ თავი მნიშვნელოვან პიროვნებებად იგრძნონ.ასეთ ადამიანებს თავიანთიპოტენციალის გამოვლენის სხვა საშუალებები უნდა შევტავაზოთ.არ უნდა გავრიყოთ და იზოლაციაში არ მოვაქციოთ ჩვენს გარშემო მყოგი პიროვნებები, რადგან შესაძლოა ამით დანაშაულის ჩადენისკენ ვუბიძგოთ.უფრო მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო, რათა ჩავწვდეთ მათ ფსიქოლოგიას და ტერორიზმთან ბრძოლის ეფექტური გზები შევიმუშავოთ.

0
228
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გოგალაძე
ნათია გოგალაძე
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0