x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იპოქონდრია

image


იპოქონდრია ან იპოქონდრიაზი არის დაუძლეველი შიში იმისა, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული დაავადება, მიუხედავად იმისა რომ მედიკოსები ამ ფაქტს არ ადასტურებენ. იპოქონდრიული სინდრომის მქონე პაციენტებს აქვთ ტენდენცია მოახდინონ ორგანიზმის ნორმალური შეგრძნებების არასწორი ინტერპრეტაცია სერიოზულ ჩივილებად. ეს ადამიანები არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ უმნიშვნელო ფიზიკურ ჩივილს და სხეულის ნორმალური ფუნქციონირების თანმხლებ პროცესებს სერიოზულ დაავადებაზე მინიშნებად აღიქვამენ. ჩვეულებრივ, ადამიანები უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობას, მაგრამ იპოქონდრიით დაავადებულ ადამიანებს ახასიათებთ გადაჭარბებული ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე და შეპყრობილნი არიან წინასწარი შფოთვით. მწვავე და დაუძლეველი შფოთვა იპოქონდრიულ პაციენტებს ხელს უშლის მუშაობასა და ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებაში. ტკივილთან დაკავშირებული ჩივილები ფოკუსირებულია თავის, კისრისა და ხერხემლის მიდამოებში. იპოქონდრია გარკვეულწილად მსგავსია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა (აკვიატებისა), რომელიც ვლინდება სპონტანურად აღმოცენებული დაუძლეველი შიშების, აზრების, ეჭვებისა და მოქმედებების სახით. იპოქონდრიაზის მქონე პაციენტების დაახლოებით 75-85 %-ს აქვთ შფოთვა, დეპრესია ან სხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობა.

იპოქონდრიასთან ასოცირებული სიმპტომები არ არის პიროვნების ნებელობითი კონტროლის ქვეშ და შეუძლია გამოიწვიოს დისტრესი და ხელი შეუშალოს ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას.

იპოქონდრია შესაძლოა, ნებისმიერ დროს გამოვლინდეს, მაგრამ ის, როგორც წესი, იწყება ადრეული ზრდასრულობის პერიოდში. იპოქონდრია თანაბრად გვხვდება ქალებში და მამაკაცებში. მისი გავრცელება ზოგად პოპულაციაშია
1-5%. მიმდინარეობს ქრონიკულად, პერიოდული
გამწვავებებით და სიმპტომების შესუსტებით. იშვიათია სრული განკურნება.


ნიშნები და სიმპტომები:

*წინასწარი წუხილი სერიოზულ დაავადებებთან დაკავშირებით.
*ნორმალური ორგანული შეგრძნებების დამახინჯება და არასწორი ინტერპრეტაცია
*ავადმყოფობის მუდმივი შიში, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები რწმუნებიან სერიოზული გართულებების არარსებობის შესახებ.
*სამუშაოსა და ადამიანებთან ურთიერთობების შენარჩუნების სიძნელე. ნორმალური ყოველდღიური საქმიანობის შეუძლებლობა.

გამომწვევი მიზეზები
არავინ იცის ზუსტად, თუ რა იწვევს იპოქონდრიას. შესაძლოა იპოქონდრიას იწვევს აღზრდის სტილი, ამ აშლილობისადმი გენეტიკური მიდრეკილება და ა.შ. არავინ იცის ზუსტად, თუ რატომ ავადდება ზოგიერთი ინდივიდი იპოქონდრიით და ზოგიერთი არა. შესაძლო მიზეზებში განიხილება:
1. მოსაზრება იმის შესახებ, რომ დაავადება გამოწვეულია წარსულში მომხდრი რეალური ან წარმოსახული ტრავმებით.

2 ემოციების გამოხატვის უუნარობა;




3. გამოცდილებით დასწავლილი ცოდნა იმისთან დაკავშირებით, რომ ავადმყოფობას
მოაქვს გარკვეული სარგებელი, როგორიცაა ყურადღებისა და მზრუნველობის მიღება ახლობელი ადამიანების მხრიდან. (არსებობს შემთხვევევი, როდესაც იპოქონდრიით ავადდებიან მოზრდილები, რომელთა დედმამიშვილიც ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა და მუდმივად საჭიროებდა მშობელთა ყურადღებას.ეს ფაქტი იპოქონდრიის მქონე პაციენტის მიერ განიცდებოდა, როგორც მზრუნველობის დანაკლისი მშობლების მხრიდან).

4. იპოქონდრია შეიძლება პროვოცირებული იყოს სხვა ფსიქიკური აშლილობებით, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

მკურნალობა

მედიკამენტებით
მკურნალობა

გამომდინარე იქედან, რომ იპოქონდრია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაა, მედიკამენტები იშვიათად გამოიყენებ მის სამკურნალოდ, თუმცა შეიძლება დანიშნულ იქნეს სეროტოგენური ინჰიბიტორების მხოლოდ გარკვეული ჯგუფი. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატი ფონტექსი( Fontex ან Flouxetine) საკმაოდ ეფექტურია იპოქონდრიული სინდრომის სამკურნალოდ. აღნიშნული პრეპარატი მიეკუთვნება სეროტოგენური ინჰიბიტორების ჯგუფს და ძლიერი ანტიდეპრესანტია. იგი აგრეთვე გამოიყენება დეპრესიის, ობსესიურ-კომპულსური აშლილობისა და ბულიმიის დროს.
გარდა სამედიცინო ჩარევისა, იპოქონდრიის მკურნალობისათვის მეტად სასარგებლოა ფსიქოთერაპია. განსკუთრებით კარგად მუშაობს ჯგუფური თერაპიის, ქცევის მოდიფიკაციისა დ კოგნიტური თერაპიის მეთოდი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იპოქონდრიით დაავადებულ პაციენტებს ხშირად აქვთ თანდართული სხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები, ამიტომ ამ სიმპტომების გამოვლენა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია იპოქონდრიისგან განკურნებისათვის.

კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია დაგეხმარებათ იმ თქვენი აზრების
იდენტიფიცირებაში, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანული შეგრძნებების არასწორ ინტერპრეტაციასა და დაავადებათა შესახებ აკვიატებული შიშის აღმოცენებას. ეს თერაპია ადამიანებს ასწავლის, თუ როგორ მოახერხონ ნაკლები კონცენტრაცია საკუთარ აზრებსა და შიშებზე და გამოიყენონ რელაქსაციის ტექნიკები.

სტრესის მართვის ბიჰევიორალური თერაპია გასწავლით სტრესის მართვისა და განტვირთვის ტექნიკებს. ეს ტექნიკები დაგეხმრებათ თავიდან აიცილოთ ავადმყოფობაზე ფიქრი სტრესულ სიტუაციაში.



შესასძლებელია თუ არა ჰიპოქონდრიის თავიდან აცილება?


ჰიპოქონდრიის განვითარებისგან თავის დაზღვევა ყოვლად შეუძლებელია, თუმცა მხარდამჭერი და გამგები გარმოს შექმნით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ დაავადებულს სიმპტომების სიმკაცრის შემსუბუქებასა და აშლილობისთვის თავის უკეთ გართმევაში. წლების განმავლობაში შემაწუხებელი ნეგატიური სურათები და ექსტრემალური შიში რთულად გადასალახავს ხდის ამ პრობლემას, თუმცა თუ ინდივიდი იპოქონდრიული სიმპტომები აღმოცენებიდან მალევე იქნება გამოაშკარავებული და ის დათანხმდება მკურნაობაზე, თერაპია ბევრად უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება.







0
723
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ჯვარშეიშვილი
ანა ჯვარშეიშვილი
723
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0