x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თვითმკვლელის ფსიქოლოგია



image


მკვლელობა არის
ადამიანის ყოველდღიური ფუნქციონირების ხელოვნურად შეწყვეტა სხვა ადამიანის მიერ. ამ
ფაქტის სიმძიმე კი ორმაგდება, როდესაც მკვლელობის ჩამდენი არა სხვა ადამიანი, არამედ
მსხვერპლის სხეულისგან გაუცხოებული საკუთარი მე ხდება.

უამრავი კვლევებია ჩატარებული თვითმკვლელი ადამიანის გონებაში შესაღწევად და იმის გასაგებად, თუ რა მოტივი ამოძრავებთ
მათ. ამ კვლევების ნიადაგზე გამოიყოფა თვითმკვლელების ოთხი ძირითადი ტიპი, რომლებიც სუიციდის მიზეზითა და მიზნით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

პირველი ტიპი არის ეგოისტური თვითმკვლეელობა. ამ ტიპის ძირითადი მახასიათებელია დეპრესია, პიროვნული ან აფექტური აშლილობები, მძიმე სოციალური ან ინტერპერსონალური ფაქტორები.
ასეთ დროს ადამიანები განიცდიან მოტივაციის ნაკლებობას, საკუთარი თავით უკმაყოფილებას, მიაჩნიათ, რომ ყოველგვარი უბედურების მიზეზი თავად არიან, ვერ ხედავენ საკუთარი არსებობის აზრს და მიზანს, თავს ზედმეტად გრძნობენ, და სჯერათ, რომ მათ გარეშე სამყარო უკეთესი იქნება.

მეორე ტიპი არის ანომიური თვითმკვლელობა რაც მარეგულირებელი ძალების მოშლით გამოიწვევა.
ადამიანი, რომელიც მიჩვეულია ყოველდღიურად ვიღაცის დაქვემდებარებაში ყოფნას, ან ვინმეს მეთაურობას, მძიმედ განიცდის ამასთან დაკავშირებულ
ცვლილებას, რადგან კარგავს ძველ პოზიციებს და უწევს ახალთან შეგუება. შეგუების პროცესი კი გულისხმობს ძველი ავტორიტეტის დროებით დათმობას. ამ გარდამავალ პერიოდს ბევრი ვერ უძლებს და ხშირად თვითმკვლელობამდეც მიდის. ანომიური თვითმკვლელობები უმეტესად ეკონომიკურ ხასიათს ატარებს და ეკონომიკურ დეპრესიასთან ან (შედარებით იშვიათად) ეკონმიკურ ბუმთან
არის დაკავშირებული.

მესამე ტიპი არის ალტრუისტული თვითმკვლელობა. მიზეზი ამ ტიპის სუიციდისა არის ზედმეტად ძლიერი სიყვარული სხვა ადამიანის მიმართ, და ამ ადამიანთან სიახლოვის შეუძლებლობა. უმეტესად ეს შეუძლებლობა სიკვდილით არის გამოწვეული, თუმცა არის შემთხვევები ცალმხრივი სიყვარულის ან „აკრძალული“ სიყვარულის სახითაც. ასეთი არაბუნებრივად ძლიერი გრძნობის დროს ადამიანები მიჯაჭვულები ხდებიან სხვა ადამიანის მიმართ, საკუთარი ცხოვრება მისგან
განუყოფლად მიაჩნიათ და დამოკიდებულნი არიან მასზე. ამის მიზეზი ადრეულ ბავშვობაში შეიძლება აღმოვაჩინოთ. ბავშვები, რომლებიც მშბლებისგან გადაჭარბებული მზრუნველობით არიან განებივრებულნი და ე.წ. "გიჯი დედების" ხელში იზრდებიან, ადრეულ ასაკშივე განიცდიან მიჯაჭვულობის გრძნობას მშობლისადმი და შემდგომში ამ გრძნობის გადატანას სხვა ობიექტზე ცდილობენ. ასეთი ადამიანები მუდმივად საჭიროებენ ვინმეს ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას, ვინმეს მუდმივ ყურადღებას. ვინმესთან სრულად გათავისებას. მათ ეშინიათ მარტო დარჩენის და მზად არიან საკუთარი განსხვავებული აზრიც მოსპპონ სხვისი მფარველობის მისაღებად.

მეოთხე ტიპის თვითმკვლელობა არის ფატალისტური ხასიათის. ეს არის პროტესტი საზოგადოებრივი წყობის, სტერეოტიპების წინააღმდეგ. ზოგჯერ ადამიანი საკუთარი მენტალიტეტით, ღირებულებებით, რწმენით, ეწინააღმდეგება მის ირგვლივ არსებული საზოგადოების დომინანტ აზრს. უმცირესობაში მყოფის უსუსურობა და დაუძლეველი სურვილი არსებული რეალობის შეცვლისა, კი აიძულებს მას ისეთ უკიდურეს ზომებს მიმართოს როგორიც არის სუიციდი. შესაძლოა სუიციდის მიზანს კაცობრიობის შეცვლა სულაც არ წარმოადგენდეს და მიზეზი უბრალოდ არსებული პირობების გაუსაძლისობა გახდეს. ამ დროს ადამიანს არ ყოფნის ძალა წინააღმდეგობა გაუწიოს გარემოს და ეწირება მას.

თვითმკვლელების ოთხივე ტიპისთვის არის დამახასიათებელი ერთი რამ, გაცნობიერება იმისა, რომ ყოფიერება მათთვის იმდენად მძიმე და აუტანელია, რომ კითხვას ყოფნა-არ ყოფნაზე უყოყმანოდ პასუხობენ: არ ყოფნა!


0
590
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ჯვარშეიშვილი
ანა ჯვარშეიშვილი
590
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0