x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რა ახასიათებს გონებრივ ჩამორჩენილობას?
გონებრივი ჩამორჩენილობა ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმაა. გონებრივი ჩამორჩენილობა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე აღმოცენდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში ახდენს გავლენას ადამიანის ფსიქიკურ განვითარებასა და ჩვევების ჩამოყალიბებაზე. გონებრივი ჩამორჩენილობა არის გადახრა ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირების დონიდან და აგრეთვე შეზღუდული ადაპტაციური უნარები. ადაპტაციურ უნარებში იგულისხმება კომუნიკაცია, თვითმომსახურება, სოციალური ჩვევები, სწავლა, მუშაობა, დასვენება და საოჯახო საქმიანობა.

არსებობს გონებრივი ცამორჩენილობის სხვადასხვა ხარისხი. გონებრივ ჩამორცენილობას ახასიათებენ იმის მიხედვით თუ რა სახის დახმარება ესაჭიროება პიროვნება.

დროებითიი: მუდმივი დახმარება არ არის საჭირო, მხოლოდ განსაზღვრულ სფეროებში ესაჭიროება ინდივიდს დახმარება.

შეზღუდული:პერიოდულად ესაჭიროება კონკრეტული სახის დახმარება სხვადასხვა საკითხებში.


ექსტენსიური:ესაჭიროება ყოველდღიური დახმარება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ყოვლისმომცველი: მოითხოვს ყოველდღიურ მუდმივ დახმარებას ცხოვრების ყველა ასპექტში.

გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ადამიანების აზროვნება სპეციფიური ხასიათისაა.უჭირთ მსგავსების პოვნა, ასევე აბსტრაქტული აზროვნება და დასკვნებს თვალსაჩინო ხატებზე დაყრდნობით აკეთებენ. მათი მახასიათებელია აგრეთვე სწავლების ნელი ტემპი, ყურადღების დარღვევა, პრობლემების გადაწყვეტის სირთულეები.გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ მეტყველების პრობლემები. მეტყველების განვითარების დონე დამოკიდებულია ფსიქიკური განვითარების დარღვევის ხარისხზე. შემეცნებითი სირთულეებისა და კომუნიკაციური შეზღუდვების გამო უჭირთ სოციალური ადაპტაცია.

მთავარი სირთულე რაც ახლავს გონებრივ ჩამორჩენილობა არის ის, ასეთ ბავშვებს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმ ყველაფრის ასათვისებლად რასაც სხვები ძალიან მარტივად ითვისებენ. უჭირთ დაჯდომა, სიარული, ლაპარაკი. ბავშვის ეს დიაგნოზი, როგორც წესი ქრონიკულია და ბავშვს არ ექნება ისეთი მომავალი როგორც ოჯახს წარმოუდგენია. ამიტომ მშობლებისთვის ეს დიაგნოზი თულად გადასატანია. ბავშვის ადეკვატური აღზრდისთვის აუცილებელია მშობელი გაუმკლავდეს თავის ემოციებს და თვალი გაუსწოროს რეალობას. ბავშვის მომავალი დამოკიდებულია გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხზე. საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობის დროს ბავშვს შეუძლია გარკვეული ჩვევების ათვისება და დამოუკიდებლად გარკვეული რაღაცეების შესრულება. მძიმე გონებრივი ცამორცენილობის დროს იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ბავშვი წერა-კითხვას ისწავლის. ბავშვი ადეკვატური ფიზიკური და ემოციური განვიტარებისთვის აუცილებელია, რომ ჩვენი მოლოდინები იყოს ბავშვის უნარ-შესაძლებლობების შესაბამისი. ჩვენი გაზვიადებული მოლოდინით ბავშვის ის უნარებიც არ უნდა ჩავკლათ რაც მას გააჩნია.

0
160
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გოგალაძე
ნათია გოგალაძე
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0