x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
არასრულწლოვან დამნაშავეთა სოციალიზაციის პრობლემა

imageყოველი ქვეყნის
მომავალი იმით განისაზღვრება, თუ როგორ თაობას ზრდის ის. თუ გადავავლებთ თვალს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ
დანაშაულთა რაოდენობას საქართველოში, ისევე
როგორც სხვა ქვეყნებში,
დავინახავთ, რომ ისინი ხშირად არღვევენ კანონს, შედეგად, იზრდება
სასჯელაღსრულებით კოლონიებში
არასრულწლოვან პატიმართა
რიცხვი.ეს პატიმრები მომავალში
კვლავ თავისუფალი
მოქალაქენი გახდებიან, ამიტომ არა
მხოლოდ მათი, არამედ მთელი
საზოგადოების ინტერესშიც უნდა იყოს,
ციხეში ჰუმანური მოპყრობის მეშვეობით, ნორმალურ ცხოვრებასთან
პატიმრის დაბრუნების
ხელშეწყობა, თუმცა, ფაქტია, რომ არასრულწლოვან დამნაშავეთა სოციალიზაციის პრობლემა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში, გამოსასწორებელი დაწესებულებები,
უმეტესწილად, ვერ უზრუნველყოფენ დამნაშავეთა გამოსწორებას, რადგან
ციხეში არსებული ასოციალური გარემო განსაკურებით ნეგატიურ გავლენას ახდენს
არასრულწლოვნებზე. საპატიმროს დატოვების შემდეგ, მრავალი მათგანი კვლავ უბრუნდება დანაშაულებრივ ცხოვრებას.
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საზოგადოებაში სოციალიზაცია
სახელწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს, რადგან მათი
მომავალი ქვეყნის მომავალს ქმნის და ამ ადამიანებისთვის კარგი განათლების მიცემით და ახალი ალტერნატივების შეთავაზებით, სახელმწიფო არა მხოლოდ თავიდან
აიცილებს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობებს, არამედ ხელახლა შეიძენს
ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ პოტენციალი, მნიშვნელოვანი სარგებელი
მოუტანონ ქვეყანას და საზოგადოების წარმატებულ წევრებად იქცნენ. თავისთავად, გასათვალისწინებელია საზოგადოების ხელშეწყობა მათი სოციალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, რაც, პირველ რიგში, ასეთი პირებისადმი არსებული უარყოფითი სტერეოტიპების რღვევის საფუძველზე უნდა მოხდეს.
პრობლემები, რომლებსაც არასრულწლოვანი დამნაშავეები სოციალიზაციისას აწყდებიან, შემდეგია:მიუხედავად იმისა, რომ რომ საზოგადოება ნასამართლევ არასრულწლოვნებს სრულფასოვან წევრებად აღიქვამს, მაინც თავს
არიდებს მათთან ახლო ურთიერთობას, თანამშრომლობას, პასუხისმგებლობის გაზიარებას, ეს ყველაფერი მათდამი უნდობლობითაა გამოწვეული და აგრეთვე, კოლონიაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით. მათ არ სჯერათ, რომ კოლონიას შეუძლია დამნაშავის გამოსწორება, ადგილი აქვს სტიგმატიზაციას პერსპექტივაში, ადამიანებს მომავალი ქცევები პიროვნების დევიანტური იდენტობიდან გამოყავთ.მსგავს მოლოდინებს კი რა თქმა უნდა, შეუძლიათ გაზარდონ ალბათობა იმისა, რომ ისინი ასრულდეს.
გარდა საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულებისა, პრობლემას ამძაფრებს არასრულწლოვან ნასამართლევთა განათლების დაბალი დონეც.
როგორც გაირკვა, კოლონიებში ისინი იღებენ გარკვეულ განათლებას, მათთან
მუშაობენ პედაგოგები, რომლებიც ზრუნავენ მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ კოლონიაში არიან ბავშვები, რომელთაც წერა-კითხვაც არ იციან, შესაბამისად, მათთან განსახვავებული პროგრამით მუშაობაა საჭირო, რაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და გაატაროს სხვადასხვა ღონისძიებები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
არასრულწლოვანთა სოციალიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს
კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ სამსახურის პოვნასთან დაკავშირებული სიძნელეები. სასჯელმოხდილებს უჭირთ დასაქმება, რადგან მათი განათლების დაბალ დონეს ემატება მათი წარსული, რის გამოც დამსაქმებლები არ ენდობიან. ამ პრობლემის მოგვარებაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, შექმნას პროგრამები, რომლებიც იზრუნებენ ნასამართლევი პირების დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე.
იმისათვის, რომ არასრულწლოვანმა სასჯელმოხდილებმა, კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ, შეძლონ აღნიშნულ სიძნელეებთან გამკლავება, საჭიროა ისინი ჯანსაღი ფსიქიკით დაუბრუნდნენ საზოგადოებას, საჭიროა მოხდეს მათი ადეკვატური რესოციალიზაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემა?
აუცილებელია ვაღიაროთ, რომ არასრულწლოვანთა სოცალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება დამოკიდებულია უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მხრიდან პრაქტიკულ დახმარებაზე და საზოგადოების
მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების გადალახვაზე. მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდება არასრულწლოვანთა ადეკვატური ინტეგრაციაა საზოგადოებაში და ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნობენ თავს.



0
354
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ იაკობიშვილი
მარიამ იაკობიშვილი
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0