x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
არავერბალური კომუნიკაცია- ,,საუბარი" სიტყვების გარეშე.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანი საუბრისას 10 წუთში 3- ჯერ მაინც იტყუება. ის იტყუება სიტყვებით, თუმცა მისი ჟესტები და ემოციები არ იტყუებიან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ემოციების გაკონტროლება პრაკტიკულად შეუძლებელია.

აღმოჩნდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ გავიგოთ სხვების გუნება-განწყობის, ემოციებისა და ქცევის დაფარული მიზეზების შესახებ ე.წ. დაფარული ენიდან, რომლებიც თან ახლავს საუბარს, მაგრამ არსებობენ ნათქვამი სიტყვებისგან დამოუკიდებლად. მაინც, რას გულიხსმობს “დაფარული ენა"? როგორ შეიძლება ადამიანის განზრახვები ჟესტების საშუალებით ამოვიცნოთ? რატომ აქვს მის ცოდნას დიდი მნიშვნელობა კომუნიკაციის პროცეში? დღეს, სწორედ, ამ და სხვა კითხვებს გავსცემ პასუხს ჩემს სტატიაში და პატარ-პატარა საიდუმლოებებს გაგიმხელთ, რომლებიც მოსაუბრის “ამოცნობაში" დაგეხმარებათ.

არ იქნება სიახლე, თუ გეტყვით რომ ადამიანები, ძირითადად, საუბრის საშუალებით ურთიერთობენ. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ აზრებს განცდებსა და ემოციებს სიტყვების საშუალებით, თუმცა ყველაფერს რასაც ვამბობთ ჩვენი ტვინი ისევე გადასცემს სხეულს, როგორც პირის ვოკალურ აპარატს. ადამიანები ზოგჯერ მალავენ თავიანთ გრძნობებს, ან თუნდაც იტყუებიან კიდეც, სწორედ, ამ ყველაფრის შესახებ “გვიყვება" ე.წ. დაფარული ენა ანუ არავერბალური მანიშნებლები. არავერბალური კომუნიკაციის ძირითადი ამოცანა ტყუილის აღმოჩენაა. მაგრამ სხეულის ენა მხოლოდ ამ დანიშნულების მატარებელი არ არის, არავერბალური სიგნალები გვეხმარება ადამიანის ამოცნობასა და მათ უკეთ გაგებაში. ასე რომ, გასაკვირი არაა, რომ ბევრი ურთირთობის ამ ტიპს “აზრების კითხვას" ეძახის. სხეულის ენის დახმერებით შეგვიძლია ადვილად გავიგოთ როდის ბრაზდება ადამიანი ან წყინს რაიმე, როდის ხდება თქვენი თანამოსაუბრითვის საუბარი მოსაწყენი და როდის უნდა შეცვალოთ სალაპარაკო თემა. ზუსტად ამიტომ ღირს სხეულის ენის შესწავლა. იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი არავერბალური მანიშნებელი არსებობს, ეს შეიძლება იყოს:ხმის ტონი, ხელების მდგომარეობა, გამომეტყველება, დგომის ან ჯდომის პოზა, ჩაცმულობა, ერთმანეთან დაკავებული მანძილი, შეხება და სხვა, მათი სრულად ამოწურვა ასეთ მცირე მაშტაბებში, თითქმის, შეუძლებელია, ამიტომ არავერბალური კომუნიკაციის მხოლოდ ერთ კონკრეტულ “არხს" და მის სახეებს გაგაცნობთ. ეს გახლავთ “ხელების მდგომარეობა". იგი ერთ-ერთი ყველაზე აშკარა, ადვილად ამოსაცნობი, აგრეთვე სხვებზე არანაკლებ საიტერესო და მნიშვნელოვანი ჟესტია. მოდით განვიხილოთ მისი სხვადასხვა მდგომარობა და სახე.

“ხელის გულების ძალა"

image

ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი არავერბალური სიგნალი. თუკი ხელის გულების ძალას სწორად გამოვიყენებთ, შესაძლოა საზოგადოების თვლაში ამან მეტი ავტორიტეტი შეგვძინოს და შევძლოთ ბევრი ადამიანის მართვა. სურათზე გამოსახულია ხელის მტევნის სამი ძირითად მდგომარეობა.

1.ზევით ამობრუნებული ხელის გული ჩვენს სანდოობასა და უსაფრთხოებაზე მიუთითებს. რაიმეს თხოვნისას ასეთი ჟესტის გამოყენების შემთხვევაში თანამოსაუბრე არ გრძნობს ზეწოლას, ის ჩვენს მითითებას აღიქვამს, როგორც თხოვნას.

2.გაშვერილი საჩვენებელი თითი, თითქმის, ყველა საზოგადოებაში ითვლება, როგორც უხეშობად, არა ზრდილობიანდ საქციელად და ზოგჯერ თავხედობადაც კი.

3.ქვემოთ მიმართული ხელის გული-უფროსობის მსურველი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მსგავსი ჟესტი “მბრძანებლობის" სიგნალის მატარებელია.

“ხელები როგორც ბარიერი"

image

მკერდზე გადაჯვარედინებული ხელები ყველაზე გავრცელებული ჟესტია. ის გამოხატულებაა ბავშვიბაში ნასწავლი თავდაცვისა (საფრთხის შემჩნევის შემთხევაში პატარები სხვა ადამიანებსა და საგნებს ეფარებიან). მოზრდილი ადამიანი კი საფრთხის პირობებში კარადის ან სხვის ზურგს აღარ ეფარებიან, რის სანაცვლოდაც ის მკერდზე გადაჯვარედინებულ ხელებს იფარებს.

მაშასადამე, ხელების ასეთი მდგომარეობა გამოხატავას განცდას იმისა რომ ადამიანი გრძნობს საფრთხეს ან უსიამოვნო სიტუაციის გადაფარვის სურვილს.

ახლა კი სტატიის დასასრულს წარმოგიდგენთ სხვადასხვა ჟესტებს და მათ მნიშვნელობებს უცხოელი პოლიტიკოსების მაგალითზე.

“ბარაკ ობამას ეს ჟესტი საკუთარ უპირატესობასა და დამორჩილების სურვილზე მიუთითებს."

image

“მართვისა და უფროსობის სურვილს

გამოხატავს დიმიტრი მედვედევის

ხელების მდგომარეობა"

image

image

“ვლადიმერ პუტინი, ამ შემთხვევაში, თავისი უარყოფითი დამოკიდებულების დაფარვას ცდილობს."









“ნიკოლა სარკოზის ეს ჟესტი

მიგვანიშნებს რომ მან არ იცის

ან არ ესმის რაზეა საუბარი."

image

image



“ჯორჯ ბუშის თითის

ასეთი მდებარეობა

სიცრუის მანიშნებელია"

0
637
1-ს მოსწონს
ავტორი:მმმარიამი
მმმარიამი
637
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0