x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
წარმოადგენს თუ არა ბატონისა და მონის ურთიერთობა გენდერულ წამებას?
მიმოხილვა თემაზე " მამრობითი სქესის ძალადობა ქალებზე"


image


ძალადობა, ზოგადად რომ ითქვას ეს არის ქცევა, რომელიც მოიცავს ფიზიკური ძალის გამოყენებას ვიღაცის ან რაღაცის მიმართ, ზიანის, ტკენის ან მკვლელობის მიზნით. მართალია, ოქსფორდის ლექსიკონში შეიძლება ძალადობის ძირითადი განმარტების მოძიება, მაგრამ ხშირად რთულია განისაზღვროს ძალადობის საზღვრები და მისი ძირეული ამოსავალი. ძალადობა ყოველთვის კავშირშია წამებასთან და მის სახესხვაობებთან. მნიშვნელობის თვალსაზრისით წამებასა და ძალადობას შორის ორმხრივი კავშირი არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ძალადობა ტანჯვას იწვევს, ტანჯვა იწვევს წამებას ან კიდევ- პირიქით. უდავოა, ძალადობა, წამება, ტანჯვა მოიცავს ნეგატიურ კონტექსტს, მაგრამ როგორ, ან როდის მოხდა მათი გამართლება?

პრესა გვაწვდის ინფორმაციას ძალადობრივი აქტების, ქალებსა და ბავშვებზე, მკვლელობების, სექსუალური ზემოქმედების შესახებ; ხშირია შოკიმომგვრელი სურათები ადამიანთა დატყვევების შესახებ. ძალადობა არასოდესაა გამართლებული ავტორიტეტული ფიგურებისა და ინდივიდების მიერ. და მაინც, ყოველთვის ვაწყდებით საპირისპიროს, როდესაც ხდება წამებისა თუ სადიზმის გამართლება, როგორც შედეგი ცდუნებისა, მორგებული პატრიარქალურ აპეტიტზე (მადაზე). დუალიზმის გადმოსახედიდან, როგორიცაა: აქტიური - პასიური; ობიექტი - სუბიექტი, ბუნება-გონება, პატრიარქატმა არჩევანი გააკეთა იმაზე, რაც დესპოტურია. აქედან გამომდინარე, ის წარმოადგენს ყველაფრის ლევიათანს(ბიბლია).აღფრთოვანების წარმმართველია, ქმნის ძალადობას, იყენებს მას, ამართლებს და ახდენს მის ეროტიზებას. რაციონალური ყოველთვის გადასწონის ემოციურს, რაც წარმოჩენილია, როგორც ქალური, ბუნებრივი. განა ამ ტიპის ტირანიზებულ ფორმებზე არ დგას ბატონისა და მონის ურთიერთობა?


ძალადობას ყოველთვის ჰქონდა ადგილი ადამიანთა შორის ურთიერთობაში, მანამ სანამ დაუშვებდა, რომ მისი საფუძველი მომდინარეობდა კავშირში ადამიანსა და ბუნებას შორის. ადამიანი უნდა ყოფილიყო ბუნებასთან ურთიერთობაში, რათა თავი გადაერჩინა.ის თანაარსებობდა ბუნებასთან მძაფრ წინააღმდეგობაში მანამ, სანამ არ შეძლო ბუნებასთან შერწყმის უნარის შეძენა. ამ პროცესთან ერთად ადამიანმა შეისწავლა და პრაქტიკაში განახორციელა ბუნებასთან მჭიდროდ დაკავშირებული მოვლენები ერთობლიობის რეპროდუქცია; და მაინც, ეს ნამდვილად მეტი იყო, ვიდრე ბუნების სიყვარული; ეს იყო ქცევაში განუსაზღვრელი ძალის გამოყენების პოლიტიკა, რომელიც ხანგრძლივად გრძელდებოდა. თავიდან, გვაროვნული წყობილების პირობებში, არ ხდებოდა ადამიანებს შორის ძალადობის დემონსტრირება. ერთმანეთზე ზემოქმედებასაც ბუნებასა და ადამიანს შორის თავისთავად ადამიანური ბუნებიდან გამომდინარეობდა. თავიანთ ერთობებში, თუნდ საჭმლის გაყოფის დროსაც კი, ან კონფლიქტის წარმოშობის მომენტშიც არ მიმართავდნენ ძალადობას რადგანაც ადამიანი წარმოადგენდა ყველაზე დიდ შუამავალს კოლექტიური თანაარსებობის ჩამოყალიბებაში. როგორც, ომში ასევე მშვიდობიან დროშიც ადამიანი მთავარი წამქეზებლის როლში იყო. მიუხედავად იმისა, ბუნებასთან ურთიერთქმედების ინსტრუმენტის განვითარებამ ხელი შეუწყო საზოგადოებებს შორის აღმატებულობის მომენტის გაჩენას. ამას მოჰყვა ის, რომ ველური კანიბალიზმის შემდეგ ტყვეობა მონობამ ჩაანაცვლა.

პატრიარქალურ წყობაზე გადასვლამ გამოიწვია კერძო საკუთრების წარმოშობა, ხოლო ახალმა პოლიტიკურმა პრაქტიკამ გამოამჯღავნა ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც შემორჩენილი იყო მთელს საზოგადოებრივ ერთობებში. ომში ტყვედ ჩავარდნილთა დამონების შემდეგ, რაც ემყარებოდა განსხვავებას ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალებს შორის, ასევე წარმოშვა ურთიერთობა ბატონსა და მონას შორის. როგორც დადასტურებულია წერილობით დოკუმენტებში, ასეთია ნამდვილი ძალადობის გამოვლინება; ამ ახალი ფორმის არადემოკრატიულ ურთიერთობაში საზოგადოების ერთი ნაწილი აღემატება მეორეს.

ჰანა არდენტის კონცეპტუალიზმის მიხედვით, ძალადობა არათანაბარ ძალთა შორის სხვაობიდან გამომდინარეობს, რომელიც მაშინ წარმოიშობა, როცა ერთ - ერთი დამოკიდებული ხდება მეორეს ნებაზე. ამ არადემოკრატიული ურთიერთობის ფონზე წამებას გააჩნია ერთგვარი პრაქტიკული დანიშნულება. პატრონს, რომელსაც ჰყავს მონა, სწამს, რომ მას აქვს უფლება იბატონოს მონის სიცოცხლეზე, ასევე შეუძლია დაიკმაყოფილოს მისი სადისტური სურვილები, ხელყოს მისი სიცოცხლე და ა.შ. ცალკე თუ ავიღებთ, საჭიროა უპირველესად განიმარტოს წამების არსი. შემდგომ უნდა მოხდეს გაკრიტიკება იმ მიდგომისა, რომელიც ამართლებს გენდერულ წამებას ეროტიზებული მამაკაცური სისასტიკის კონტექსტში, რაც ბატონისა და მონის ურთიერთობის ფიქციაზეა დამყარებული და ძირითადად პორნოგრაფიაში გამოიყენება.




ქალთა წინააღმდეგ მიმართული წამებისა და ძალადობის განსაზღვრა


მერი სტრაუსის გამოკვლევის მიხედვით, წამების დეფინიციაში ზოგი კომენტატორი წამების ცნებას მეტისმეტად ვრცლად განსაზღვრავს. მას განიხილავს, როგორც ვირტუალურად მიყენებულ ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს. მაგალითად, წამებად განიხილება სექსუალური ძალადობა პატიმარ ქალებზე, პოლიციის ძალის გამოყენება ეჭვმიტანილებზე ფიზიკური უხეშობით, დაშინება მოკვლის მუქარით. ასეთ განმარტებაში პრობლემურია ის, რომ აქ არ იკვეთება ზღვარი. თუ რაიმე ვირტუალურად მიესადაგება წამებას, ამ ცნებაში იკარგება შოკის ან სიძულვილის გამოწვევის უნარი. უფრო მეტიც, შეიძლება არ გამოიკვეთოს უნივერსალური ბრალი მაშინ, როცა ეს განმარტება ასეთი ყოვლის მომცველია. წამების მეორე განმარტება " კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ" - ის მიხედვით, განსაზღვრულია როგორც აქტი, რომლითაც გამიზნულადაა ადამიანზე მიყენებული ძლიერი ტკივილი, ტანჯვა, ფიზიკური თუ გონებრივი იმ მიზნით, რომ მისგან ან მესამე პირისგან მიიღოს ინფორმაცია ან აღიარება სჯიან რა მას ან მესამე პირს, რომელმაც ჩაიდინა ან ეჭვმიტანილია, ან დააშინეს, ან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის მიზნით, როდესაც ასეთი ტკივილი ან ტანჯვა ზიანს აყენებს მას. თუმცა, შეიძლება წამების, როგორც ოფიციალური - ძირითადად პოლიტიკური განმარტების გაკეთება, არსებობს სხვა სპეციფიური, თვალშისაცემი ძალადობა, განსაკუთრებით როცა ამას მამაკაცები სჩადიან ქალების წინაშე. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ყოველ 15 წამში სცემენ ერთ ქალს და ყოველწლიურად ხდება თითქმის 700.000 გაუპატიურება. თანაც ეს ხორციელდება არა უცხო მხრიდან, არამედ ხშირ შემთხვევებში ნაცნობი მამაკაცების ხელით, ოჯახის მამრობითი სქესის წევრების ან ქმრების მიერ.

კვლევების მიხედვით, ინდოეთში 40%-ზე მეტი ქალი უკმაყოფილოა ქმრების სიბინძურითა და საკვებით, ეჭვიანობისა და სხვა მიზეზების გამო. როგორიცაა, ცემა, შეურაცხყოფა, სექსუალური ძალადობა. სხვათა შორის, ქალების ყიდვა - გაყიდვა ითვლება მსოფლიოში ტრეფიკინგის ყველაზე ველურ გამოვლინებად. ადამიანების ტრეფიკინგი, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ შემოსავლის მესამე უდიდეს წყაროდ ითვლება. გაეროს მონაცემებით წელიწადში 4 მილიონი ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. ეს ყველა სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, მაგრამ აუცილებელია ახლებური მიდგომა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

ასევე, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2000 წ. მონაცემებით აშშ-ში ყოველწლიურად 45 - 50 000 ქალი და ბავშვი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. ეს დასკვნები აჩვენებს, რომ ქალები ყველაზე ტანჯული ადამიანების ჯგუფია, რომლებსაც მონობას აიძულებენ. ეს ყველაფერი მიუღებელია. მიუხედავად ამისა, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მაგალითები ყველაზე ხშირია და ისინი ითვლებიან მადიან ლუკმად სასტიკ ფიქციებში უმეტესად იმ ინდუსტრიის მიერ, რომელიც მამაკაცების სიამოვნების სასმსახურში დგას; ეს პორნოინდუსტრიაა.




0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:დენიზ ერდოღანი
დენიზ ერდოღანი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0