x
iPhone_ის ახალი ,,ვირტუალური რეალობის" გაჯეტი.

...“ვირტუალური რეალობა" გვპირდება, რომ გადაგვიყვანს, გვამოგზაურებს ახალ სამყაროსა და ადგილებში ჩვენივე კომფორტული სახლებიდან გაუსვლელად, რაც აქამდე, სრულიად, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. თუ, მართლაც, ეს ახალი მოწყობილობა რეალურად რაიმეს წარმოადგენს, მაშინ ერთ დღესაც თქვენ ამ ყველაფრის გაკეთებას კუთვნილი iPhone_ის საშუალებით შეძლებთ.

image

AppleInsider_ის მიხედვით, კომპანია Apple_მა უკვე დააპატენტა “ვირტუალური რეალობის" გაჯეტი, რომელიც მთავარ გამოსახულებად იყენებს თქვენს iPhone_ს. იმისათვის რომ, მოქმედებაში მოიყვანოთ ეს “თავსაბურავი", ფიზიკურად უნდა დაუკავშიროთ მობილური ამავე მოწყობილობას, რაც გულისხმობს იმას, რომ iPhone მოათავსოთ პირდაპირ თქვენი თვალების გასწვრივ.

image

ამ პატენტის კონცეფცია, ძირითადად, გულისხმობს იმ იდეას, რომელსაც იყენებს Samsung_ი თავისი პროდუქტი Gear VR_თვის. ეს უკანასკნელი ზუსტად iPhone_ის გაჯეტის პრინციპით მუშაობს. Apple_ის ახალი მოწყობილობა კი პირდაპირ თვალის ბადურის წინ ააფეთქებს თქვენს პირად ვირტუალურ რეალობას.

თუმცა, აღსაღნიშნავია, რომ ასეთი პროდუქტი ყოველთვის არ ხდება სრულფასოვანი და, ხშირ შემთხვევაში, გამოიყენება კომპანიების მიერ ახალი იდეების დაბადებისთვის, მათი განხორციელებისთვის, თუნდაც, იმისათვის რომ “დაბლოკონ" კონკურენტები მსგავსი მოწყობილობების განვითარებაში.

მაშასადამე, ის რაც აქამდე კაცობრიობისთვის, ერთგვარად, წარმოუდგენელი იყო, დღევანდელ სამყაროში ეს უკვე რეალობა გახდა. ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ კომფორტულად მოკალათდეთ, უბრალოდ, დაჯდეთ სავარძელში და გადაეშვათ თავბრუდამხვევ მოგზაურობაში. ამისათვის კი, უბრალოდ, უნდა მოირგოთ ეს სათვალეები და მოათავსოთ მასში iPhone–ი

image

თარიღი: 20.02.2015

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:მმმარიამი
მმმარიამი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0