x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ასე გამოიყურება ფინჯანი ჩაი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
ჩაი...ეს სურნელოვანი სასმელი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგრამ მისი მომზადებისა და სერვირების ტრადიციები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. მოდით მოვაწყოთ მცირე მოგზაურობა დედამიწის გარშემო ფინჯან ჩაისთან ერთად და ვნახოთ როგორ გამოიყურება ეს არომატული სასმელი სხვადასხვა ქვეყნებში.


1. იაპონია


image


ჩაი, სახელწოდებით "მატჩა", მზადდება წვრილად დაფქვილი, უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაისგან.



2. ინდოეთი


image


ჩაი, სახელწოდებით "დარჯილინგი", მოჰყავთ ინდოეთის მთიან ნაწილში, ჰიმალაიში.


3. დიდი ბრიტანეთი


image


ბრიტანელებს ჩაიში რძის დამატება უყვართ.


4. თურქეთი


image


აქ ჩაის მოგართმევენ პატარა შუშის ჭიქებში, შაქრის ნატეხთან ერთად.


5. ტიბეტი


image


ტიბეტში ჩაის უმატებენ რძეს, იაკის (ძროხის მსგავსი ცხოველი) კარაქსა და მარილს. იგი მომწარო გემოსია.


6. მაროკო


image


აქ განსაკუთრებით უყვართ მწვანე ჩაი პიტნის ფოთლით.


7. ჰონგ-კონგი


image


აქ მიირთმევენ ცივ ჩაის, რომელშიც შესქელებულ რძესა და ყინულის ნატეხებს ამატებენ.


8. ტაივანი


image


ჩაის აქ მიირთმევენ როგორ ცხელს ასევე ცივს, მთავარია, მასში აუცილებლად უნდა იყოს დამატებული ტაპიოკას ბურთულები (ერთგვარი ბურღული).


9. აშშ


image


აქ ძირითადად შავ ჩაის მიირთმევენ შაქრით და ლიმნით. შეიძლება სოდაც დაამატონ.


10. რუსეთი


image


უბრალოდ მაგარი შავი ჩაი.


11. პაკისტანი


image


ჩაი, სახელწოდებით "მასალა", მზადდება სანელებლებითა და კარაქით.


12. ტაილანდი


image


აქ ჩაი სხვადასხვა ბალახებისგან მზადდება, ემატება რძე და ყინულის ნატეხები.


13. ჩინეთი


image


ჩინელების საყვარელი ჩაია "პუერი". იგი კუბიკების ან ბურთულების სახით იყიდება.


14. ეგვიპტე


image


აქ უყვართ შავი, ნაკლებად ტკბილი ჩაი. საქორწილო ცერემონიალზე კი, როგორც წესი, ჰიბისკუსის ჩაის მოგართმევენ.


15. მონღოლეთი


image


აქ ჩაის თხელ, მეტალის ქვაბში ამზადებენ რძისა და მარილის დამატებით.


16. არგენტინა


image


აქ მიირთმევენ ე.წ. მატეს, რომელიც ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით სავსე სასმელია.


17. სამხრეთ აფრიკა


image


აფრიკაში პოპულარულია ე.წ. რეიბუში - წითელი შეფერილობის, რბილი და ტკბილი სასმელი.


18. მავრიტანია


image


მავრიტანიაში ჩაის სამი ჭიქიდან სვამენ: ჯერ უშაქროს, შემდეგ ოდნავ შაქრიან, ბოლოს კი ტკბილს.


19. მალაიზია


image


აქ მიირთმევენ ქაფიან შავი ჩაის შაქრითა და რძით, ძირითადად დესერტის მაგივრად.


20. კუვეიტი


image


კუვეიტში უყვართ შავი ჩაი ილითა და ზაფრანით.


21. ყატარი


image


აქ ჩაის ორჯერ ადუღებენ რძესთან და ლერწმის შაქართან ერთად.


13
352
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
352
  
2015, 20 თებერვალი, 23:28
როგორ დაგცინებ..ნეტავ მეც მიყვარდეს, ძალიან სასრგებლოა და გასახდომი საშუალებაა კეფირი, მაგრამ როგორ მძულს:( ხანდახან ვცდილობ ცოტა მაინც გადავყლაპო, ისე რომ გემო ვერ გავიგო:(
2015, 20 თებერვალი, 23:23
ძილის წინ, მე კეფირი მიყვარს და არ დამცინოთ ეხლა:)))
2015, 20 თებერვალი, 23:22
ხო, ნუ ტიბეტურს გასინჯავდა კაცი. :))))
2015, 20 თებერვალი, 23:13
ნათი არც ტიბეტური ჩაი არ გიყვარს ? :D :D
2015, 20 თებერვალი, 23:13
უფ, ეგ რა მითხარი? ნუუ, ყავას ვანიჭებ რა თქმა უნდა უპირატესობას, მაგრამ ძილის წინ, საღამოს, ჩაი ჯობია ;)
2015, 20 თებერვალი, 23:13
როცა გცივა და კომპთან ზიხარ, მაშინ მას არაფერი ჯობია :))
2015, 20 თებერვალი, 23:12
მაინც რის გემო აქვს? უცხო რაღაცებს ეჭვის თვალით ვუყურებ ხოლმე...სად იყიდება და რა შეფუთვა აქვს?
2015, 20 თებერვალი, 23:11
შეგარგოთ ღმერთმა! :)) მე საერთოდ არ მიყვარს ჩაი. :))
2015, 20 თებერვალი, 23:11
თუ დამიჯერებ და გასინჟავ მადლობელი დამრჩები, ისეთი გემრიელი და არომატულია...
2015, 20 თებერვალი, 23:10
არ ვიცი, ეგ რაა? მე მწვანე ჩაი მიყვარს ყველაზე მეტად
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10