x
რატომ ქორწინდებიან მამაკაცები?
imageქორწინების საკითხი ნებისმიერ საზოგადოებასა და ეპოქაში ყოველთვის მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია.ქორწინება თითქმის ყველა კულტურაში წარმოადგენს
ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და
მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს, რომელიც მეუღლეებს შორის გარკვეულ უფლება-მოვალეობებს წარმოშობს.სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქორწინებაში
იგულისხმება სოციალურად მხარდაჭერილი სქესობრივი კავშირი, რომლის მონაწილეებსაც არ ერიდებათ ამ კავშირის საჯაროდ დემონსტრირება.ის პერმანენტულია და მის მონაწილეებს ორმხრივ უფლება-მოვალეობებს აკისრებს როგორც ერთმანეთის, ისე-საკუთარი შვილების მიმართ.
რამდენადაც დაქორწინების ინიციატივას ძირითადად მამაკაცები იღებენ საკუთარ
თავზე, შესაბამისად, დავინტერესდი იმით, თუ რას ნიშნავს მამაკაცებისთვის ქორწინება, რა უბიძგებთ მათ ოჯახის შექმნისკენ, რა ასაკში მიაჩნიათ დაქორწინება მიზანშენწონილად, არიან თუ არა ქორწინების გარეშე თანაცხოვრების მომხრე და რა სოციალური, ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორები მოქმედებს მათ მიერ დაქორწინების გადაწყვეტილების მიღებაზე.
მოცემულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩავატარე რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევა, სულ გამოკითხულ იქნა მამრობითი სქესის 200 რესპონდენტი.
კვლევის მთავარ კითხვაზე, თუ რატომ ქორწინდებიან მამაკაცები, შემდეგი ძირითადი მოსაზრებები გამოიკვეთა:
სიყვარულის გამო - 87%;

ტრადიციის გამო - 39%;

თუ საყვარელი ქალი ორსულადაა - 30%;

მარტოობისგან თავის დასაღწევად - 30%.
სიყვარული და ტრადიციები ის ორი უმთავრესი ფაქტორია, რომელიც მამაკაცს დაქორწინებისკენ უბიძგებს, ყოველი მესამე მამაკაცი თვლის, რომ დაქორწინება აუცილებელია, ვინაიდან მშობლებმა ასე ასწავლეს.ეს


ნამდვილად არ ჟღერს რომანტიკულად და ამაღელვებლად, მაგრამ აბსოლიტური სიმართლეა.გარდა ამისა, მამაკაცები ქორწინდებიან მარტოობის დაძლევის მიზნით.ზოგადად, კაცებს უყვართ, როდესაც საზოგადოება მათ მარტოხელა„მაჩოდ“თვლის, თუმცა, გულის სიღრმეში, ყველა მათგანს სურს, რომ სახლში მუდამ ელოდებოდეს ვინმე.
და ბოლოს, მამაკაცები ქორწინდებიან, თუ მათი საყვარელი ქალი ორსულადაა.აქ ნათლად ჩანს საზოგადოებისა და საზოგადოებრივი
აზრის უდიდესი მნიშვნელობა.იმ მომენტს, თუ „რას იტყვის ხალხი?!“, მამაკაცი დაქორწინების გადაწყვეტილებამდე მიჰყავს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პასუხებისა, რესპონდენტებმა დაასახელეს დაქორწინების სხვა მიზეზებიც(ქორწინდებიან, რადგან მიიღონ დახმარება, მოიპოვონ სიმშვიდე, რადგან ეს სურთ მშობლებსა თუ ნათესავებს, ლოიალურობის გამო, პრეზენტაბელურობისთვის, კარიერისთვის, იმის გამო, რომ ერთხელ მაინც გამოსცადონ ეს და ა.შ.), რომელთა დეტალურად ახსნა მათი მცირერიცხოვნების გამო, საჭიროდ არ ჩავთვალე.
როგორც კვლევამ აჩვენა, ჩვენს ქვეყანაში მამაკაცის მიერ დაქორწინების გადაწყვეტილებაზე ჯერ კიდევ დიდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოება, მშობლები, ნათესავები თუ მეგობრები, დიდია ტრადიციისა
და საზოგადოებრივი აზრის როლიც, თუმცა, ფაქტია, რომ ახალ თაობაში განსხვავებული ტენდენციები შეინიშნება, მათთვის ქორწინება უბრალო ფორმალობას წარმოადგენს, რომლის გარეშე თანაცხოვრებაც სავსებით მისაღებია, მიუხედავად ამისა, ყველა რესპონდენტი თანხმდება იმაზე, რომ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი ყველა შემთხვევაში სიყვარულის საფუძველზე უნდა შედგეს.


0
148
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ იაკობიშვილი
მარიამ იაკობიშვილი
148