x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ერთ ლარად გაყიდული ქონება
image












ავტორები:მარიამ ბაბუციძე, გვანცა ფხაკაძე


თუ დავუშვებთ იმას, რომ ოდესღაც სადღაც არსებობდა პლატონისეული სახელმწიფო, რომელშიც ყოველი ადამიანი თავის საქმეს აკეთებდა, მაშინ როგორ ეუფლებოდა მისთვის საჭირო საკვებ ან ცხოვრებისათვის აუცილებელ სხვა საშუალებებს? რა იყო ის რისი საშუალებითაც ერთი საქმის მკეთებელი გასცემდა საკუთრებიას და სანაცვლოდ აღებდა შრომის შედეგს.ფაქტია, ადამიანები მრავალ საუკუნის წინ მიხვდნენ რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს, განსაკუთრებით კი ინდივიდუალური შრომის შედეგს, რომელიც წარმოუდგენელი იყო სარგებლის გარეშე გაგეცა.


თავიდან იყო ჩვეულებრივი ბარტერი: მომეცი შენი სელი და მოგცემ ჩემს ზეთს ან რამე ამდაგვარი.თვითონ სიტყვაში "ბარტერი" ნავარაუდევია, რომ გაცემული და მიღებული საქონელი თითქმის ტოლი უნდა იყოს: თუ გაეცი შაურისა და მიიღე თუმნის ან პირიქით, ეს უკვე გაცვლა აღარ არის. ბარტერის მთავარი აზრი იმაშია, რომ ბარტერის ორივე მხარე მოგებული რჩება.თუმცა ზოგჯერ რთულია საქონელი ზუსტად გაცვალო მის სადარ საქონელზე, ამიტომ განვითარდა რა ადამინის გონება და მისი მოთხოვნილება დაეუფლოს მისთვის სასურველს, გაჩნდა ფული.



ლარი საქართველოს ეროვნული ვალუტაა, რომელსაც ბოლო პერიოდში არამხოლოდ მყიდველობითი, არამედ სიმბოლური ფუნქციაც დაეკისრა.ამ ქვეყნის ბოლოდროინდელი ისტორიის მცოდნე მარტივად მიხვდება რა იგულისხმება ლარის სიმბოლიზმში.საქმე ეხება წლების განმავლობაში ათიათასობით ღირებულების ქონების ლარად გაყიდვას.

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თითოეულმა "სიმბოლისტური" ქონების პატრონმა საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო.თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოვითხოვეთ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაგვეხმარა ზოგადი სურათის დახატვაში, თუ როგორ ექცეოდნენ სახელმწიფოს და კერძო პირთა ქონებას რეჟიმის შემქმნელები.


"საჩუქრის" ადრესატები აღმოჩნდნენ პოლიტიკოსები, ყოფილი ხელისუფლების მომხრეები, ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და სხვადასხვა ქართული და არაქართული კერძო კომპანიები.


2003-2012 წლებში ათასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი ერთ ლარად იქნა გადაცემული მოქალაქეებსა და სხვადასხვა კომპანიებზე. ზოგი გადაეცათ უპირობოდ, ზოგიც საინვესტიციო პირობის ნაცვლად, თუმცა, რთული სათქმელია პირნათლად ასრულებდნენ თუ არა დაკისრებულ ვალდებულებას მთავრობის მიერ "დასაჩუქრებული" კომპანიები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პირველი შემთხვევები ქონების 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით 2007 წლიდან ფიქსირდება.მაგალითისთვის, 2007 წელს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანები გადაეცათ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, ნიკოლოზ შაშკინს, ლამარა ჩორგოლეიშვილს, ნიკოლოზ ჩერქეზისვილსა და სხვა პირებს, დასახელებული გვარებიდან გამომდინარე მარტივი მისახვედრია რასთან გვაქვს საქმე.თითოეული ავტომობილი უპირობოდ იქნა გადაცემული.

მოდევნო წელს უკვე შეინიშნება უძრავი ქონების(ბინებისა და აგარაკების)უპირობოდ გადაცემა.საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი დაბა წყნეთის აგარაკი 2008 წელს გადასცეს ნინო ბურჯანაძეს.ბურჯანაძე აღნიშნულ ქონებაზე მფლობელობას მანამ ინარჩუნებდა სანამ მაშინდელ მთავრობას და მას შორის ურთიერთობა არ დაიძაბა. შემდეგ კი გადასახადების გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.სხვა პირები, რომლებიც სარგებლობდნენ სახელმწიფოს მიერ ერთ ლარად გადაცემული ქონებით არ იხდიდნენ გადასახადებს. აგვისტოს ომის შემდეგ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახებს გადაეცათ საცხოვრებელი ბინები თბილისში აბაშვილის ქ. N3-ში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.


კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილეს ბეჟან ფარცვანიას გადაეცა თბილისში დიდ დიღომში საცხოვრებელი ბინა, ჰამესტ აპოიანს 1 ლარად გადაეცა.ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელ სულდაში 10001 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ამავე სოფელში არტიშ აპოიანმა მიიღო სასოფლო-სამეურნეო მიწის სხვადასხვა ობიექტებზე განთავსებული ნაკვეთები.კერძო პირთა სია საკმაოს გრძელია და თვალსაჩინეობისათვის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა მოვიყვანეთ.


2009 წლიდან შეინიშნება სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიის გასხვისება კერძო კომპანიებზე:


1.კომპანიებს "ქვემო თელეთი 2009" და " ეალასყური 2009" გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.


2."გოდაკო+-მა" ნასყიდების ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ. ყვარელში (ილიას ტბა) 520 კვ.მ მიწის ფართობი.


3. შ.პ.ს "კავკასიის სამთო ჯგუფმა" შეისყიდა ქალაქ ბოლნისში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 29813კვ.კმ


4.შ.პ.ს "ყაზტრანგაზ-თბილისმა" თბილისში აეროპორტის ტერიტორიაზე 9046მ და 770 მ მილსადენები.


5.2010 წელს კომპანია "ვისოლ ჯორჯია პეტროლეუმს" 1 ლარად გადაეცა ქუთაისში ხორავას ქუჩაზე მდებარე ქუთაისის ცენტრალური სტადიონი, მიმდებარე ტერიტორია, ბაზა. მას უნდა ეზრუნა 1.ქუთაისის ფეხბურთის, ჩოგბურთისა და წყალბურთის გუნდებზე, თუმცა, ჩოგბურთისა და წყალბურთის გუნდებს არვ უარსებიათ. რამდენიმე თვის წინ კომპანია "ვისოლ ჯორჯია პეტროლეუმმა" სტადიონი და ბაზა ქალაქა გადაუფომა, ლარად შესყიდული ტერიტორია, რომელზეც სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი "ლაგუნა"მდებარეობს, კვლავ მის საკუთრებაშია.


6.2012 წელს 10 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის განსაკუთრებით შპს "ჯეოლენდს" პირდაპირი მიყიდვის წესით ერთ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 8000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.


საინვესტიციო პირობა:ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელიწადში შპს "ჯეოლენდს" აღნიშნულ ტერიტორიაზე ევალება სამთო ქოხის მშენებლობა და საკემპინგე ტერიტორიის მოწყობა. შპს "ჯეოლენდი" დარეგისტრირდა 1003 წლის 10 ივლისს.კომპანიის წილის 50 % ფლობს თბილისის მერი გიგი უგულავას ძმა, ირაკლი უგულავა.


7.სს "საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციამ" თბილისში, აეროპორტის დასახლებაში, აეროპორტის ავტოსადგომის მიმდებარედ შეიძინა 4141 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აეროპორტის დასახლებაში 5307 კვ.მ მიწის ნაკვეთი.


საინვესტიციო პირობა:გადაცემულ ქონებაზე ვაზის პოპულარიზაციის მიზმით ინფრასტრუქტურის მოწყობა არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა. სამწუხაროს, უცნობია შეასრულეს თუ არა კომპანიებმა საინვესტიციო პირობა.


8.უცხოური კომპანიებს"DEK SHIPPING INC", "KARYA TANKER ISLETMECILIGI", "BUKET SHIPPING S.A " "Kaplan shipping enterprises n.v" 2010 წელს გადაეცათ სახელმწიფოს კუთვნილი ტანკერები.


საინტერესოა, რა სარგებლობა მიიღო სახელმწიფო იმ პირობებისგან ან კერძო კომპანიებისგან, რომლებსაც ყოველგვარი პირობების გარეშე გადასცეს ქვეყნის ან რომელიმე კონკრეტული პირის საკუთრება ასევე არსებობს ვარაუდი რომ ბევრი კომპანია არ ასრულებდა საინვესტიციო პირობებს.

სამაგიეროდ, აშკარაა ამგვარი პოლიტიკის უარყოფითი მხარეები: ასიათასობით ლარის ოდენობის დანაკარგია სახელმწიფოსთვის, დაზარალებული ფიზიკური პირები თუ კომპანიები, რომლებმაც დაშინების, ძალადობის გამო საკუთარი ნებით უსასყიდლოდ ზოგჯერ კი ერთ ლარად დათმეს პირადი ქონება. ეს სხვა არაფერია თუ არა ადამიანის კერძი საკუთრების უფლების შელახვა.


დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტალურ პრინციპს სწორედ კერძო საკუთრების, ადამიანთა უფლებების დაცვა და პატივისცემა წარმოადგენს.ამის გათვალისწინებით ეჭვის ქვეშ დგება ჩვენი, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსი და შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატია უბრალოდ ფასადურ ხასიათს ატარეებს.


ფაქტია, ქვეყანაში შრომის დაფასების დაუწერელ კანონსმგარკვეულწილად არსი შეუცვალეს და ყველას შრომა "1 ლარად" შეაფასეს. "გაცვლა-ს", "ყიდვა" ჩაენაცვლა, სადაც ეს უკანასკნელი მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს.


ალბათ, უკვე შეგვიძლია პასუხი გავცეთ საუბრის დასაწყისში დასმულ კითხვას. "ის" რისი საშუალებითაც ერთი გასცემდა და იღებდა სხვისი შრომის შედეგს ეს იყო ფული, ჩვენ შემთხვევაში კი უბრალოდ 1 ლარი.





შენიშვნა:ესეში გამოყენებული ინფორმაცია მოწოდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოთხოვნის გაგზავნიდან 4 დღეში.ინფორმაცია გამოვითხოვეთ ელექტრონულად my.gov.ge-ს მეშვეობით.




0
123
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ბაბუციძე
მარიამ ბაბუციძე
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0