x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
15 ყველაზე საშიში ძაღლის ჯიში
ძაღლებს, რომლებიც იქნებიან არასწორად გაწვრთნილი, ხშირ შემთხვევაში დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ საზოგადოებისთვის. ყველა ძაღლზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი იბადებიან ადამიანის ერთგულ მეგობრებად. გთავაზობთ 15 ყველაზე საშიშ ძაღლის ჯიშს, რომელთაც შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ მსხვერპლს.

1) ტოსა ინუ

imageტოსა ინუ შეიძლება შესანიშნავი მეგობარი იყოს, თუმცა ისინი ადრეული ასაკიდანვე უნდა იყოს შეჩვეული სხვა ცხოველებს და ადრიდანვე უნდა გაიწვრთნას. შთამბეჭდავი გარეგნობის და „მაკომპრომეტირებელი“ წარსულის გამო ტოსა ინუ ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.

2) ამერიკული ბანდოგი

წარმოუდგენლად ძლიერი ძაღლი, რომელიც არის ამერიკული პიტბულ ტერიერისა და ნეაპოლიტანური მასტიფის შენაჯვარი.


image მიუხედავად მისი ვიზუალისა, ის არ არის საბრძოლო ჯიშის ძაღლი, თუმცა მას ზოგი იყენებდა როგორც საბრძოლო ძაღლს.










3) კანე კორსო


image


კანე კორსოს აქვს მსხვილი ძვლები და კარგად განვითარებული მუსკულატურა. იგი შეიძლება იწონიდეს 99-დან 150 ფუნტამდე. რომაელები მას იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ, სასახლეების და ეკლესია მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებში. კანე კორსო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასამსახურო ძაღლია.

4) ბულტერიერი

იგი ცნობილია, როგორც დიდი კვერცხის ფორმის თავით.
image


ბულტერიერი კეთილგანწყობილია ადამიანის მიმართ და ძაღლის სხვა ჯიშებთან შედარებით იშვიათად იკბინება. მაგრამ თუ ბულტერიერმა გადაწყვიტა, დაკბინოს მოწინააღმდეგე, მის კბილებს საშინელი დაზიანებების მიყენება შეუძლია — მსხვერპლისგან ძაღლის მოცილება ძალიან ძნელია.


5) Rhodesian Ridgeback


იგი წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდან არის. იგი საკმაოდ ჭკვიანი და ერთგული ძაღლისimage
რეპუტაციით სარგებლობს, მაგრამ ამ ჯიშის ძაღლს საზოგადოებასთან თუ არ ექნება ურთიერთობა, იგი დაუმორჩილებელი ხდება.








6) დოგო არგენტინო

image


დიდი, ძლიერი და კუნთოვანი. არგენტინული დოგი ჩინებული ძაღლია, იაგუარზე ან პუმაზე ნადირობა კი მის გარეშე წარმოუდგენელია. სამშობლოში არგენტინულ დოგებს იყენებენ ასევე პოლიციაში და ჯარში საყარაულო სამსახურისათვის.




7) Boer Boel

image


წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდან. ეს არის ჯიში, რომელიც ხშირ შემთხვევაში იწვრთნებოდა სახლისა და ფერმის დასაცავად. მას იყენებდნენ მტაცებელ ცხოველებზე სანადიროდ. Boer Boel-ის ჯიშის ძაღლები არიან ძალიან ერთგულები.




8) ბასენჯი

image



ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ცენტრალურ აფრიკაში. ბასენჯი ადვილად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კარგად ეგუება სიცხეს და ბავშვებს. ძნელად იწვრთნება და ცუდი მოდარაჯეა.

9) გერმანული დოგი(Great Dane)

image


ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში. ამ მებრძოლ მასტიფებს, ალბათ, გრეიჰაუნდებთან აჯვარებდნენ, რის შედეგადაც წარმოიშვა დახვეწილი და გაწონასწორებული თანამედროვე ძაღლი. იგი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ყველაზე მაღალი ძაღლი.




10) ბოქსიორი

image


ეს დაკუნთული, საშიში შესახედაობის ძაღლი სახლის არაჩვეულებრივი დამცველია და ამავე დროს ბავშვების მიმართ ალერსიანობით გამოირჩევა. ხმაურიანი, თავდაჯერებული ბოქსიორი 100 წლის წინ გერმანიაში გაჩნდა.


11) მგლის ძაღლი

image

მგლისა და ძაღლის ნაჯვარი, რომელსაც ახასიათებს მგლის სიფრთხილე. გენეტიკური თვისებების მიხედვით მათ ნაკლებად პროგნოზირებადი ქცევები ახასიათებთ.

12) დობერმან პინჩერი

image დობერმანები ადვილად სწავლობენ პატრონის პატივისცემასა და დაცვას და ამის გამო ბრწყინვალე მოდარაჯე ძაღლებად ითვლებიან, რომელთაც შეუძლიათ დაიცვან თავიანთი საყვარელი ადამიანები. ზოგადად ისინი მეგობრულნი არიან ადამიანებისა და სხვა ძაღლების მიმართ, თუმცა მიეკუთვნებიან ძაღლის ისეთ ჯიშებს, რომელთაც შესაძლოა აგრესია გამოავლინონ უცხოებისა და სხვა ძაღლებისადმი. მისი ზომა, ძალა და უცხოებისადმი მკვეთრად გამოხატული აგრესია მას პოტენციურად საშიშ ჯიშად აქცევს.

13) როტვეილერი

image როტვეილერი ძლიერი სხეულის და ყბების მქონე ძაღლია. იგი შეიძლება არაჩვეულებრივი დამცველი იყოს. დღეს ეს ლამაზი, ძლიერ შთამბეჭდავიტახზე მონადირე ძაღლი მთელ მსოფლიოშია პოპულარული, როგორც კომპანიონი და მონადირე. სჭირდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას სხვა ძაღლებთან ურთიერთობისას.

14) პიტბული

imageეს ჯიში გამოყვანილია ამერიკაში სპეციალურდ ძაღლების ჩხუბისთვის. მისი აგრესიულობა მიმართულია მხოლოდ ძაღლებისკენ და სხვა ცხოველებისკენ. ამერიკაში ამ ჯიშით ნადირობენ გარეულ ტახებზე და საკმაოდ კარგი ყნოსვა გააჩნიათ, შეუდარებლად ებრძვიან დათვებსაც. მათი ბროძილისუნარიანობა მათსავე ტკივილის მიმართ ამტანიანობაში და დაუღალავ გამძლეობაშიგამოიხატება. ამერიკაში იგი ცნობილია, როგორც ყველაზე საშიში ძაღლი.


15) კავკასიური ნაგაზი

image





კავკასიური ნაგაზი ფხიზელი, ყურადღებიანი, ძლიერი დამცველობითი ინსტინქტისა და გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე ძაღლია. უნდო და აგრესიული უცხოს მიმართ, ერთგული, გულადი, მოსიყვარულე მფლობელებისა და მისი ოჯახის წევრებისადმი.

2
8474
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა კვაშილავა
ანა კვაშილავა
8474
  
2016, 12 მარტი, 10:32
მე ძალიან მომწონს თქვენი საიტი პირადად მომეწონა კანე კორსო და ბულტერიერი
2016, 12 მარტი, 10:30
მე ძალიან მო
0 1 2