x
image
worldsport.ge
მესიმ აღიარა: “მოედანზე და მოედნის გარეთ პრობლემები მქონდა”

imageარგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელის ლიონელ მესისთვის 2014 წელი იმედგაცრუებებით აღსავსე გახლდათ. სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებამდე მცირედი დააკლდა, ხოლო “ბლაუგრანასთან” ერთად ვერცერთი ტიტული მოიგო.
გასულ წელს მესის გადასახადების დამალვის გამო სკანდალი ჰქონდა, აგრეთვე ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს და მას და ლუის ენრიკეს კონფლიქტი ჰქონდათ.
“სიმართლე ისაა, რომ ამ წელს ვცდილობ საუკეთესო ფორმაში შევიდე, ისე სწრაფად, როგორც შესაძლებელია. ვიცი დავბრუნდი იმ საშინელი წელიწადიდან, რომელშიც მოედანზე და მის გარეთ ბევრი პრობლემები მქონდა. ეს იყო გამოწვევა, რათა შემეცვალა ყველაფერი და წინა სეზონების მსგავსი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ეს იყო ჩემი მიზანი.” – განაცხადა მესიმ.
ესპანური გრანდი სათამაშო ფორმაში შევიდა და ზედიზედ 11 მატჩიც კი მოიგო. პრიმერადივიზიონში ლუის ენრიკეს გუნდი ლიდერ “რეალს” ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონას” რთული მეტოქე “მანჩესტერ სიტის” სახით ჰყავს.
თავად მესის ლა ლიგაში 26 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუს ორი გოლით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ბომბარდირთა დავაშიც არგენტინელი მეორე ადგილზე 8 გოლით იმყოფება, მას მხოლოდ “შახტარის” ფეხბურთელი ლუის ადრიანო (9) უსწრებს.





გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
109
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0