x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ვინ წაიყვანს ბიძინა ივანიშვილის გადაცემას და როდის გავა "ის" პირდაპირ ეთერში?
ბევრისთვის უკვე აღარ არის ახალი და უცხო, რომ სულ მალე ბიძინა ივანიშვილის გადაცემას ვიხილავთ, რომლის მთავარი მიზანია თემები მიმდინარე საინტერესო მოვლენებზე. პროექტს ამზადებს ''საზოგადოება 20-30'' და ეს იქნება ჯანსაღი ანალიტიკა იმის შესახებ თუ რა დგას კონკრეტული მოვლენების უკან, მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე. გადაცემა არ იქნება ორიენტირებული დებატებზე, დაპირისპირებაზე და ამით შოუს შექმნაზე, როგორც ეს ზოგადად ხდება ხოლმე, დაეფუძნება რეალურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას და მათი აღმოფხვრის გზის ძიებით შეეცდება რეიტინგის ამაღლებას. სტუმარი პერიოდულად იქნება ბიძინა ივანიშვილი, რაც თავისთავად გულისხმობს რეიტინგს, ვინაიდან მაყურებელი ნახავს, რომ ანალიტიკოსების არგუმენტები, პროგნოზი და ანალიზი იქნება ძალიან მყარი და აუცილებლად დააინტერესებს მათი მოსმენა.


image


გადაცემა ჯერ არ გასულა, თუმცა საზოგადოების კრიტიკა უკვე დაიმსახურა. პროექტის ორგანიზატორი ჯგუფი კი აცხადებს, რომ კრიტიკა კარგია, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ინტერესი არსებობს, რაც ბუნებრივია. ბიძინა ივანიშვილი ძირითადად პერმანენტულად მიდის სტუდიაში, რადგან ფორმატი აინტერესებს, იძლევა რჩევებსა და შენიშვნებს, რომლებიც ეხება დეტალებს და არა მიმართულებას.


გავრცელდა ჭორებიც, რომ გადაცემას თავად ივანიშვილი გაუძღვებოდა, თუმცა გარკვეულმა სააგენტოებმა ასე დაწერეს, ბოლოს კი ისიც დაუმატეს, რომ მან გადაიფიქრა გადაცემის წაყვანა. სინამდვილეში ის იქნება სტუმრის ამპლუაში ისევე, როგორც სხვა ანალიტიკოსები, ხოლო გადაცემას კი წაიყვანს აწ უკვე ნაცნობი ჟურნალისტი მაკა ცინცაძე.



image


მაკამ თავისი ტელეკარიერა ''პირველ არხზე'' გასართობი გადაცემით დაიწყო, თუმცა ყოველთვის უნდოდა პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში ეცადა ბედი და ამ სურვილს მოგვიანებით შეასხა ხორცი. გახდა საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ''მაესტროზე'', თუმცა წინა წელს ტელეარხი დატოვა და ''ჯი-დი-ეს''-ზე გაუძღვება ბიძინა ივანიშვილის იდეით შექმნილ ახალ გადაცემას, რომელსაც მარტიდან ვიხილავთ.


"27 ოქტომბერს დავტოვე ''მაესტრო''და ნოემბრიდან ''ჯი-დი-ეს''-ში ვარ, თუმცა ''მაესტროდან''ჩემი წამოსვლა ''ჯი-დი-ეს''-ზე პორტირებას არ უკავშირდებოდა, რადგან იმ პერიოდში ეს შემოთავაზება არ მქონია. არხის დატოვებიდან მალევე რამდენიმე წინადადება მივიღე, მათ შორის ვასილ მაღლაფერიძისგან, რომელიც გახლავთ პროექტ ''20-30''-ის პროდიუსერი. რა საკვირველია მეშინია, უფრო სწორად ვნერვიულობ იმაზე, რომ დავდოთ საზოგადოების მოლოდინის ადეკვატური შედეგი. რაც შეეხება წნეხს, ჩემთვის საინტერესო უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მაკრიტიკებს, უნდა ჰქონდეს გამოცდილება და სიტყვა ეთქმოდეს. არ მინდა ჩამოვთვალო, რადგან შესაძლოა ზოგს ეწყინოს, მაგრამ კრიტიკოსთა შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც თუ ეწყინებათ, ეს მე პრობლემას არ შემიქმნის. კრიტიკას კრიტიკით არ ვუპასუხებ, არ მინდა წარსულზე ლაპარაკი, თუმცა შესაძლოა ესეც მოგვიწიოს. ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია და გინდა თუ არა- გზრდის. გრაფიკი დატვირთულია, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით ვმუშაობთ. შაბათ-კვირას თავისუფალი ვარ, ამ დროს ვახმარ ოჯახთან ურთიერთობას, შვილსა და მეუღლეს. კესო 4 წლის ხდება. ადრე, როცა ვენატრებოდი, ტელევიზორს რთავდა. შვილისთვის დრო ყოველთვის მაქვს, ახლა მით უმეტეს, საღამოობით თავისუფალი დრო მრჩება, რომელსაც მხოლოდ კესოს ვუთმობ"- ამბობს ჟურნალისტი ინტერვიუს დროს.



P.S. მაშასადამე ე.წ. ბიძინა ივანიშვილის ახალი გადაცემა ჯი-დი-ეს -ის არხზე მარტიდან გავა, დაიწყება საღამოს 9-ის ნახევარზე და წაიყვანს ჟურნალისტი მაკა ცინცაძე. დაინტერესებულ პირებს კი ისღა დაგრჩენიათ მოუთმენლად დაელოდოთ დარჩენილ მოკლე პერიოდს.



ახლა კი სახასიათოდ გთავაზობთ მაკა ცინცაძის პირად ფოტოებს:


imageimageimageimageimageimage

0
259
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0