x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
გადაუმუშავებელი ნაგავი - დაბინძურების უწყვეტი წყარო

სად მიდის ის ნარჩენები და ნაგავი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ? ხდება თუ არა მისი გადამუშავება ისე, რომ არ დაბინძურდეს გარემო და დაცული იყოს მოსახლეობა მავნე ნივთირებებისაგან? ხდება თუ არა ნარჩენების რეციკლირება და მისი ხელმეორედ გამოყენება. ეს ის საკითხებია, რომელზე პასუხებიც საზოგადოებისათვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

ნაგვის გადამუშავების რამდენიმე ტიპი არსებობს, მათ შორის, დაწვა და მიწაში ჩამარხვა, ან უბრალოდ ნაგვის ერთ ტერიტორიულ ერთეულზე მოგროვება.
სწორედ ნარჩენების ერთ ადგილზე მოთავსება და მისი ხრწნა არის ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული მეთოდი. არსებობს ე.წ ნაგავსაყრელები, საიდანაც მოსახლეობა და დასახლებული ადგილები სულ რამდენიმე კილომეტრშია. ის ნივთიერებები, რომელებსაც ნაგავი ხრწნის შედეგად გამოყოფს ადამიანის ჯანმრთეობაზე უარყოფითად აისახება და დროთა განმავლობაში შესაძლებელია
სერიოზულ საფთხდემდეც კი მიიყვანოს.
2012 წლის მონაცემებით ყოველწლიურად 778 000 ტონა მყარი მუნიციპალური ნარჩენი გროვდება, რომლის 46 % თბილსზე მოდის. ნაგვის დაწვა და მისი ამ გზით „მოშორება“ საკმაოდ აქტუალურია, კვამლი და გამონაბოლქვი, რომელიც წარმოიქმნება წვისას, ვრცელდება საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე (განსაკუთრებით ქარიან ამინდში) და ეს პირდაპირ აისახება გარემოზე. იმისათვის, რომ მოხდეს ნარჩენების უვნებლად გადამუშავება და, პირიქით, მისგან სარგებელიც კი მივიღოთ, არსებობს რამდენიმე გზა, ერთერთია მუნიციპალური ნარჩენების მიწაში ჩამარხვა. ქალაქის გარეუბანში ან ისეთ ადგილას, სადაც მოსახლეობას ნაკლებად ან თითქმის არ უწევს შეხება, ითხრება ძალიან დიდი ორმო, აქ სპეციალური მანქანების მიერ მოტანილ ნარჩენებს ყრიან. როდესაც
ორმო გაივსება, მას მიწით ფარავენ. ჩამარხულ ნაგავს გაკეთებული
აქვს გამწოვი მილები, საიდანაც ხრწნის შედეგად გამოყოფილი
აირი სპეციალურ კონტეინერში გადააქვთ, აქ ამ ჰაერის ელექტროენერგიად გარდაქმნა ხდება. თუმცა, ამ ხერხით ნარჩენების გადამუშავება, ქართულ
რეალობაში არაა აპრობირებული. კონსტანტინე ბურჯანაძე, რომელიც ნაგავსაყრელებსა და მათ მიერ გამოწვეულ საკითხებზე მუშაობს, აღნიშნავს, - „ნაგვის ჩაყრა ხდება ორმოებში, თუმცა შემდეგ როდის იფარება ის მიწით, ჩვენთვის უცნობია, იმიტომ რომ ტერიტორია დაცულია და იქ შესვლის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე არ ხდება. აქ არ არის დამახარისხებელი ცეხი. წესით, გადახარისხებული ნაგავი სპეციალურ ტომრებში უნდა ჩაიყაროს და შემდეგ ჩალაგდეს ორმოებში, თუმცა ეს ასე არ ხდება და მანქანები მას პირდაპირ ყრიან“.
როგორც „მწვანეთა მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი, გიორგი
დარსაველიძე ამბობს, -„ ქვეყანაში ამ დროისათვის არ არის შემუშავებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ნარჩენებთან დაკავშირებული კანონმდებლობა ფრაგმენტულია და მხოლოდ ცალკეულ ასპექტს მოიცავს. საქართველოს კანონმდებლობისათვის უცხოა „ნარჩენების
მართვის იერარქია“, ნარჩენების პრევენციის დაკავშირება რესურსების დაზოგვასთან და მის რესურსად განხილვასთან. არ არსებობს მწარმოებლის პასუხისმგებლობა ნარჩენების მიმართ ან წამახალისებელი მექანიზმები რესურსების დაზოგვისა და ნაკლები ნაგვის წარმოქმნისათვის“.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეციკლირებას, გადამუშავებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით იმავეს საქართველოზე. რეციკლირებას აქვს ძალიან ბევრი დადებითი მხარე, პირველ რიგში, რესურსების დაზოგვა, ასევე, გარემოს დაცვა ზედმეტი დაბინძურებისაგან. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ნარჩენების რეციკლირების კვლევებმა აჩვენა, რომ ის მცირე რაოდენების საწარმოებიც კი, რომლებიც არსებობს ქართულ ბაზარზე, ხშირად ცდილობენ დამალონ, რომ პროდუქცია დამზადებულია მეორადი ნედლეულით, რათა არ დააფრთხონ
მომხმარებლები. ეს იქიდან გამომდიანერობს, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა არ არის დარწმუნებული მეორადი ნედლეულით მიღებული პროდუქტის უსაფრთხოებაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს გარემოს მდგომარეობის მეორე მიმოხილვა“-ში ნათქვამია, „საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში ჩატარებული სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორი ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაშია და საჭიროებს მეთოდების რადიკალურ ცვლილებებსა და მნიშვნელოვან ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას“.
ის, თუ რა იქნება მომავალში და რამდენად მალე მოხდება
იმ არსებული პრობლემების აღმოფხვრა, რომლებიც ამ საკითხთან მიმართებაში არსებობს ჯერჯერობით უცნობია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ინტერესს გამოიჩენს საზოგადოება, რამდენად აწუხებს ეს მათ და აანალიზებენ იმ ვითარებას, რომელშიც დღეს მთელი საქართველო და განსაკუთრებით დედაქალაქია.

0
511
შეფასება არ არის
ავტორი:ლიკა ლომიძე
ლიკა ლომიძე
511
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0