x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თანამედროვე ტერორიზმი და მისი ისტორია
ავტორები: ჯინჭველეიშვილი ქრისტინე და კენჭაშვილი ანი



თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. საერთაშორისო დონეზე აღნიშნულ პრობლემას უდიდესი ყურადღება ეთმობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ თავად ტერორი, როგორც ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში და უდიდეს მასშტაბებს აღწევს. ამ პროცესის ხელშემწყობი ფაქტორია გლობალიზაცია, რომელიც ხელს უწყობს კრიმინალური აქტივობების ზრდას. "უმართავი სივრცეები", რომლებიც ცივი ომის შემდეგ წარმოიშვა, ათვისებულ იქნა ტერორისტებისა და კრიმინალების მიერ, როგორც მათი თავშესაფარი. უსაფრთხოების ტრადიციული პარადიგმა ეხება რეალისტურ კონსტრუქციას, რომელშიც უსაფრთხოების ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო. ამ თეორიამ განვითარების პიკს მიაღწია "ცივი ომის" პერიოდში. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე მსოფლიოს უძლიერესმა სახელმწიფოებმა საკუთარი ხალხის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება ძალთა ბალანსის წყალობით შეინარჩუნეს. ტრადიციული უსაფრთხოება ეყრდნობოდა ორ ზესახელმწიფოს — საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სამხედრო პოტენციალს, ეროვნულ ინტერესებსა და აბსოლუტურ სუვერენიტეტს. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო სტაბილურობა ეყრდნობოდა გზავნილს, რომ თუ სახელმწიფოთა შორის უშიშროება შენარჩუნებულია, მაშინ მოქალაქეების უსაფრთხოებაც დაცულია. უსაფრთხოება განიხილებოდა, როგორც ქვეყანაში შეჭრისაგან თავდაცვა. როგორც კი დასრულდა "ცივი ომი", აშკარა გახდა, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოებას ემუქრება არა მხოლოდ აგრესორთაგან მომდინარე მუქარა, არამედ სახელმწიფოთა შიდა მოქმედებებისგან წარმოქმნილი სირთულეები. მაგ: გახშირებული სამოქალაქო ომები აღრმავებდა სიღარიბეს, დაავადებებს, შიმშილს, ძალადობასა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრობლემებს. ტრადიციული უსაფრთხოების პოლიტიკამ ვერ შეძლო აღნიშნული პრობლემების გადაჭრა. აუცილებელი გახდა განსხვავებული მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავდა კოლექტიურ თანამშრომლობას პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად.

თუ განვიხილავთ უსაფრთხოებას როგორც გლობალიზაციის ანალიზის ერთ-ერთ საკითხს, გამოიკვეთება რომ უსაფრთხოება გახდა ძალიან კომპლექსური და მრავალმხრივი, სადაც ტრადიციული სასაზღვრო უსაფრთხოება აღარ არის საკმარისი იმ საფრთხეებისგან თავდასაცავად, რომლებიც დღეს გლობალურ სამყაროში გვხვდება. ამ საფრთხეში კი იგულისხმება საერთაშორისო ტერორიზმი. ტერორიზმის პრობლემა არა მხოლოდ რომელიმე ერთი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი, არამედ ის საერთაშორისო უსაფრთხოების პირველი მტერია. ტერორიზმი შიშთან, საშინელებასთან, აფეთქებასთან, სიკვდილთან ასოცირდება. ტერორიზმმა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას გააცნო თავი და მილიონობით დაზარალებული ადამიანის სტატუსი დაამკვიდრა. თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მრავალ სხვა გადაუჭრელ პრობლემათა შორის ტერორიზმით გამოწვეულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ადამიანურ დანაკარგებს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია.

თანამედროვე ტერორიზმი მხოლოდ თავისთავად არ არის პრობლემა. ის ახალი პრობლემატური რეალობის ელემენტია, რომელიც შეიძლება ასეთ ტრიადად იქნას ფორმულირებული: გლობალიზაცია - პოსტმოდერნიზაცია - უშიშროება. თანამედროვე ტერორიზმთან ყველაზე უფრო ახლოს დგას სიტყვები: ომი, აგრესია, გენოციდი. ტერორიზმისათვის დამახასიათებელია მსოფლიოში მისი რაოდენობრივი მაჩვენებელის კლება, მაგრამ მსხვერპლთა რიცხვის ზრდა გამოყენებული იარაღისა და მისი ჩადენის ხერხის მასშტაბურობის გამო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა კაცობრიობა უდიდესი პრობლემის წინაშე დააყენა, იგი პოლიტიკური ძალაუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთ სახედაც კი იქცა, მაგრამ მიუხედავად ამ საშიშროებისა მეცნიერებამ აქამდე ვერ შეძლო შეემუშავებინა ამ დანაშაულთან ბრძოლის მოქმედი სისტემა და მეცნიერული დეფინიცია. ტერორიზმის საყოველთაო დეფინიციის ფორმულირების პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში, საკანონმდებლო უნიფიკაციისას გადაიდგა და ის საყოველთაო ხასიათს ატარებდა. გარდა ამისა, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში უამრავი საერთაშორისო შეთანხმება დაიდო, რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმს შეეხება. მიუხედავად ამისა, არც ერთ მათგანში არ არის მოცემული ტერორიზმის სრული განსაზღვრება, ეს კი გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები შეეხება მხოლოდ ერთადერთ ასპექტს ტერორიზმთან მიმართებაში - მასთან ბრძოლასა და თავიდან აცილებას.

ტერორიზმს, როგორც მოვლენას განსხვავებული ასპექტები ახასიათებს: ფილოსოფიური, პოლიტიკური, ისტორიული, ფსიქოლოგიური, სამართლებრივი, პუბლიცისტური და ა.შ. თითოეული დარგი მას თავისი სპეციფიკით განიხილავს და მისთვის მისაღებ ინტერპრეტაციას იძლევა. ამასთან ტერორიზმის განსაზღვრებისას აუცილებელია ზღვარი გავავლოთ ტერორიზმსა და აგრესიას, ტერორიზმსა და მეკობრეობას, ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულს, ტერორიზმსა და ტერორს შორის. აღნიშნული პრობლემის გარკვევისას წარმოიშობა მეცნიერული კრიტერიუმი, რომელიც არ შემოისაზღვრება ტერორიზმის მხოლოდ დანაშაულებრივი ხასიათით, იგი მოიცავს აგრეთვე ზოგად სოციალურ და ზოგად სისხლის სამართლებრივი კატეგორიის მოქმედებებს, რომლებიც დანაშაულის შემადგენლობის შექმნის ბაზას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით აუცილებელ განსახილველ საკითხებს წარმოადგენენ
ტერორიზმი, დანაშაულის ტერორისტული ხასიათი, ტერორიზმის ნიშნები ორი ასპექტით: როგორც ნეგატიური სოციალური გამოხატულება და როგორც დანაშაულის შემადგენლობა.

უამრავი ქვეყანა წლების განმავლობაში განიცდიდა ტერორისტულ თავდასხმებს, ისინი ცნობილნი არიან ტერორიზმის მსხვერპლ სახელმწიფოებად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებმა იცოდნენ რა შედეგით სრულდებოდა ტერორისტული თავდასხმები, 2001 წლის 11 სექტემბრის (9/11)-ის ტერაქტმა მთელ მსოფლიოში გამოიწვია ტერორიზმის საშიშროების უფრო მკაფიო აღქმა. ტერორიზმი ამ ინცინდენტის შემდეგ ყველაზე მწვავე თემა გახდა და დღესაც საერთაშორისო საზოგადოებისგან ინარჩუნებს მნიშვნელოვან ყურადღებას. 9/11-მა ყველას დაანახა, რომ ტერორიზმის სამიზნე იყო გლობალიზაციის მამამთავარი ამერიკა. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი სიმბოლურად უკავშირდება გლობალურ ვაჭრობას, ხოლო პენტაგონი- პოლიტიკურ და სამხედრო მიმართულებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტერორისტებისთვის გლობალიზაცია გახდა ახალი სამიზნე. 9/11-მა ცხად­ყო, რომ ტე­რო­რის­ტთა ბრძო­ლა ამე­რი­კის წი­ნა­აღ­მდეგ თვისობ­რი­ვად ახალ ფა­ზა­ში გა­და­ვი­და. თეთ­რმა სახ­ლმა გა­ი­აზ­რა, რომ ტექნოლოგიუ­რი პროგ­რე­სის პი­რო­ბებ­ში, რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბის გა­რე­შე, ტერო­რის­ტე­ბის ხელ­ში მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის ჩაგ­დე­ბაც კი, მხო­ლოდ დრო­ის სა­კით­ხი იყო. ზემოთ ხსენებული ფაქტორი გახდა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების გადახედვის მთავარი მიზეზი, რამაც ამერიკელები აიძულა უფრო რეალისტურად შეეფასებინათ მსოფლიოში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესები. 2002 წლის შემდგომ დაკანონდა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია, რომელშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ამერიკას ემუქრება გამწარებულ ადამიანთა ჯგუფის ხელში მოხვედრილი კატასტროფის მომგვრელი ტექნოლოგიები. ახალ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია შვიდ მთავარ საფრთხეზე და პრობლემაზე, რომელთა შორის გლობალური ტერორიზმი პირველ ადგილს იკავებს. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ იგი უფლებას იტოვებს იერიში მიიტანოს ტერორისტებზე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ხსენებული თეზისის მაგალითებია აშშ-ს სამხედრო აქციები ავღანეთსა და ერაყში.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისათვის გლობალიზაცია წარმოადგენს მთავარ გამოწვევას, რადგან საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის მცირდება განსხვავება, რაც იწვევს საშინაო და საგარეო უსაფრთხოების შემცირებასაც. საშინაო საკითხები გადაიქცევიან საერთაშორისო დონეზე განსახილველ თემებად და პირიქით. აქედან გამომდინარე, გლობალიზაციის პროცესი დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. ტერორიზმი გვევლინება როგორც გლობალიზაციის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი რაოდენობა. მათი ჩართულობა კი მიმართულია საერთო თანამშრომლობით საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებისაკენ. ყველა თანხმდება იმის თაობაზე, რომ ტერორიზმი 21-ე საუკუნეში სახელმწიფოთა უმრავლესობის პრობლემაა, თუმცა მას გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს. ტერორიზმი დანაშაულებრივი ხელყოფის ერთ-ერთი საშიში ფორმაა, რომელსაც საფუძვლად უდევს სუბიექტის მისწრაფება (ლტოლვა), მიმართული გარშემომყოფთა დაშინებისაკენ, მოქალაქეთა სოციალური ქმედებების პარალიზებისაკენ, ხელისუფლების ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისა და მართვის შეფერხებისაკენ.


ტერორიზმის ისტორიაში „ისლამური სახელმწიფო“- ს წარმოშობამ კიდევ გაამწვავა
მდგომარეობა, რამაც გამოიწვია მთელი საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება. ისლამური სახელმწიფო - ეს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი გამოწვევაა. მას შემდეგ, რაც ის ერაყის ტერიტორიაზე შეიჭრა და ზედიზედ რამდენიმე ქალაქი აიღო, საერთაშორისო საზოგადოება გონს მოეგო და ერთობლივი ძალებით ახალი გლობალური საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანება დაიწყო. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აშშ და ირანიც კი გაერთიანდა, ისტორიული მტრობის მიუხედავად. ირანის “ისლამური რევოლუციის დამცველები’’ ერაყში სუნიტი ჯიჰადისტების წინააღმდეგ იბრძვიან, რომელთაც გზას საავიაციო დარტყმებით აშშ და სხვა სახელმწიფოები უთავისუფლებენ ხმელეთზე. ISIS-მა შეტევაზე გადასვლის დღიდან, ინტერნეტის საშუალებით უამრავი ვიდეო-მასალა გაავრცელა, რომლებზეც სასტიკი მკვლელობებია ასახული. სუნიტი ჯიჰადისტები დაუნდობლად ექცევიან ყველა განსხვავებული რელიგიის ადამიანებს - ქრისტიანებს, იეზიდებს, შიიტებს. მათთვის, ვინც სუნიტი არაა ყველა დამნაშავეა. მათი სისასტიკე იქამდე მივიდა, რომ ალ-ქაიდამაც კი უარი განაცხადა ამ ორგანიზაციასთან კავშირზე და გაავრცელა განცხადება, რომ მათ ქმედებებზე ისინი პასუხს არ აგებენ. შეტაკებები ერაყის ტერიტორიაზე ყოველდღე ხდება, დაჯგუფებული ერაყული არმია, უცხოელი ინსტრუქტორებთან ერთად და ქურთთა “პიშმერგების’’ რაზმები, ისლამური სახელმწიფოსთვის ადვილი დასაძლევი არ აღმოჩნდა. ISIS -ის მდგომარეობას ართულებს საჰაერო სივრცის კონტროლის საშუალებების არქონა და შესაბამისად ადვილი მისაწვდომობა მაღალტექნოლოგიური დასავლური ავიაციისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ISIS-ს სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან განსხვავებით კარგად ორგანიზებული პროპაგანდა აქვს. მზადდება ფილმები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით არის გადაღებული და დამონტაჟებულია პროფესიონალურად. ისინი თავიანთ მოსაზრებებსა და იდეოლოგიას პოლიგრაფიული მასალების საშუალებითაც ავრცელებენ. სწორედ მათ მიერ გადაღებული ფილმებიდან ირკვევა, თუ რას ამკვიდრებენ ისინი ოკუპირებულ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში. ფილმებში საკმაოდ ღიად არის ასახული, თუ როგორ აძლევენ შენიშვნებს ქუჩაში გამვლელებს და თან ეუბნებიან, რომ პირველ ჯერზე “ტკბილი ენით’’ უხსნიან, ხოლო მეორედ კი - დასჯით. დასჯის სახე კი დახვრეტაა.

ტერორიზმი და ტერორისტული აქტები უმნიშვნელოვანესი წითელი ხაზია საერთაშორისო უსაფრთობების ისტორიაში. 2001 წლის 9/11 ტერაქტის შემდეგ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს პრობლემა გახდა ტერორიზმი. ისლამური სახელმწიფო არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი, ის უბრალოდ ყველაზე მასშტაბული, სასტიკი და მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციაა სახელმწიფოს სახელით კაცობრიობის ისტორიაში. ის, რომ ტერორიზმი 21-ე საუკუნის საფრთხეა, მოწმობს ოფიციალური ვაშინგტონის მიერ გამოქვეყნებული ტერორისტული აქტების სია:

2006 წლის 11 ივლისი, ინდოეთი: მუსლიმი ტერორისტები თავს ესხმიან რკინიგზას მუმბაიში - დაღუპულთა რაოდენობა - 182 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა- 770.

2005 წლის 9 ნოემბერი, იორდანია : სამი დასავლური სასტუმროს დაბომბვა ცენტრალურ ამანში - დაღუპულთა რაოდენობა - 67, დაშავებულთა რაოდენობა- 150.


2005 წლის ოქტომბერი, რუსეთი: თავდასხმა ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ ნალჩიკში -
დაღუპულთა რაოდენობა - 130
2005 წლის 1 ოქტომბერი, ინდონეზია: სამმა სუიციდმა აიფეთქა თავი ინდონეზიის დასასვენებელ კუნძულ ბალიზე. დაღუპულთა რაოდენობა - 22 ადამიანი.
2005 წლის 23 ივლისი, ეგვიპტე : ეგვიპტის დასასვენებელ კურორტზე შარმ ელ შეიხზე დაბომბვის შედეგად დაიღუპა 64 ადამიანი უცხოელი ტურისტების ჩათვლით.
2005 წლის 7 ივლისი, ბრიტანეთი: სამი მეტროს და ავტობუსის დაბომბვა, დაღუპულთა რაოდენობა - 56, დაშავებულთა რაოდენობა - 700.
2004 წლის 1 სექტემბერი, რუსეთი: 30 კაციანი ჯგუფი შეიჭრა ბესლანის სკოლაში, სადაც 1100 მძევალი აიყვანეს. დაღუპულთა რაოდენობა -300.
2004 წლის 1 მარტი, ესპანეთი: 10 ბომბი აფეთქდა მატარებელში. დამნაშავეები მაროკოელი ისლამისტები არიან. დაღუპულთა რაოდენა - 191.
2003 წლის ნოემბერი, თურქეთი: სტამბოლში მოხდა აფეთქებები. დაღუპულთა რაოდენობა- 33.
2003 წლის მაისი, მაროკო: კასაბლანკას პორტში ისლამისტების 5 შეტაკების შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა შეადგენდა 45-ს.

2001 წლიდან მოყოლებული, დღესაც ისეთი ძლიერი ორგანიზაციები, როგორებიცაა გაერო, ნატო, ევროკავშირი ეძებენ გზებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ტერორიზმისგან მოსალოდნელი საფრთხისგან თავის დაცვა. სახელმწიფოები აძლიერებენ საზღვრების უსაფრთხოებას, ასევე ინფორმაციული წყაროების დაცვას და სხვ. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ტერორიზმისგან თავდაცვის ძლიერი მექანიზმი არ არსებობს. ამისთვის აუცილებელია ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების საერთო, უნივერსალური თანამშრომლობა ტერორიზმის საკითხებში, რათა საერთო ქსელური კავშირებით მოხდეს ტერორიზმის პრევენცია.









ბიბლიოგრაფია


1. ნინო ჩაჩავა “ZUR DEFINION DES TERRORIZMUS" ჟურნალი “საერთაშორისო სამართალი" 1999 წ. ტ. III. 1998 წ.


2.SCRIBD, 2014. SCRIBD online. Home Page
on-line. ინტერნეტი. http://www.scribd.com/doc/180641660/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90#scribd


3.SCRIBD, 2014. SCRIBD online. Home Page
on-line. ინტერნეტი. http://www.scribd.com/doc/150893204/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98SCRIBD, 2014.


4.SCRIBD online. Home Page on-line. ინტერნეტი. http://www.scribd.com/doc/166661343/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%98


5.NYTimes, 2014. NYTimes online. Home Page on-line. ინტერნეტი. http://www.nytimes.com/2014/09/08/world/middleeast/iraq.html; ბოლო ნახვა 24 დეკემბერი, 2014.


6.MIRROR, 2014. MIRROR online. Home Page on-line. ინტერნეტი.
http://www.mirror.co.uk/all-about/isis; ბოლო ნახვა, 27 დეკემბერი, 2014.










0
1891
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინე ჯინჭველეიშვილი
ქრისტინე ჯინჭველეიშვილი
1891
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0