x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
მსოფლიოს ახალი გამოწვევა - “ისლამური სახელმწიფო“
ავტორები: ჯინჭველეიშვილი ქრისტინე და კენჭაშვილი ანი


მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ ფაზაში გადავიდა მას შემდეგ რაც, საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია “ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო’’ (ISIS), რომელიც 2014 წლის 30 ივნისიდან ოფიციალურად იწოდება, როგორც “ისლამური სახელმწიფო’’. ტერორისტების გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს ლევანტის შეერთება, რომელიც, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს საერთო სახელწოდებას წარმოადგენს და მოიცავს სირიას, ლიბანს, თურქეთს, ისრაელს, პალესტინას, იორდანიასა და ეგვიპტეს. ისლამური სახელმწიფო 2004 წლიდან გაერთიანებული იყო მძლავრ ტერორისტულ დაჯგუფებასთან, როგორიცაა ალ-ქაიდა. როგორც ჰავერფორდის კოლეჯის პოლიტოლოგი, ბარაკ მენდელსონი წერს, ამ ორი მძლავრი დაჯგუფების ურთიერთობა დაფუძნებული იყო უფრო მეტად საერთო ინტერესებზე და არა საერთო იდეოლოგიაზე. მენდელსონის მიხედვით, სირიაში მდგომარეობა მათ შორის დაიძაბა 2013 წლის აპრილში. ერაყის ფრაქციის ლიდერმა აბუ ბარკ ალ-ბაღდათმა საჯაროდ განაცხადა სირიის სამოქალაქო ომში ჩაბმა. მან აღნიშნა, რომ ერაყისა და სირიის ფრაქციები მოქმედებდნენ ერთად, სახელწოდებით ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო (ISIS). აბუ მუჰამედ ალ-ჯოანმა უარყო ბაღდათის პრეტენზიები, რის შემდეგაც საქმეში ჩაერთო ალ-ქაიდას ოფიციალური ხელმძღვანელი ალ-ზავაირი. სირიამ განაცხადა, რომ მას მართავდა ჯაბატ-ალ-ნუსრა, ოფიციალური ალ-ქაიდას დამრღვევი და არ დაემორჩილებოდა ალ-ქაიდას ხელმძღვანელს. რამდენიმე თვის განმავლობაში გაფართოვდა ISIS- ის კონტროლი სირიის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე. მან შეიძინა მნიშვნელოვანი რესურსები და უცხოური მებრძოლები. 2014 წლის იანვარში ISIS-მა ზედმეტი წინააღმდეგობა გამოიწვია საერო და ისლამისტურ დაჯგუფებებში. ამ დაშლამ კულმინაციას მიაღწია 2014 წლის თებერვალში. ამის შემდგომ, დაიწყო პაექრობა ISIS-ისა და ალ-ქაიდას შორის ისლამურ ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე გავლენის მოსაპოვებლად. ISIS-ის წევრების რაოდენობა მუდამ გაურკვეველია, მაგრამ იგი მოიცავს ათასობით მებრძოლს, როგორც ადგილობრივს, ასევე უცხოელ ჯიჰადისტებსაც. მისი მეთაურის, აბუ-ბაქრ ალ-ბაღდათის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. იგი დაიბადა სამარაში, ჩრდილოეთ ბაღდადში 1971 წელს. თავიდან იგი შევიდა ამბოხებულთა გუნდში. მალევე, 2003 წელს აშშ-ს ეგიდით ერაყში აღმოჩნდა. ISIS-ის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ერაყის მთავრობის დამხობა და ხალიფატის შექმნა. ISIS -მა სწორედ ამ და სხვა მიზნების მისაღწევად განახორციელა ათასობით მუსლიმანთა განურჩეველი ძალადობა და მკვლელობა, რის შედეგადაც შეირყა მისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. დღეს ISIS-ი ფლობს საკმაოდ ფართო მოცულობის ტერიტორიებს კანონიერად როგორც ერაყში, ასევე სირიაში. მისი აგრესიული ექსპანსიის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დაჯგუფების „საკონსულტაციო“ და „გუნდურმა“ თვისებებმა. ეს ყველაფერი მოიცავს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთი აფრიკის ნაწილსაც. მათი კუთვნილება ფართობით ბელგიას უტოლდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ არ აქვთ შანსი, განახორციელონ საკუთრი ჩანაფიქრი. ამ დროისათვის არ შეუძლიათ არც ერაყისა და არც სირიის მთავრობის გადაგდება, მაგრამ მათი ამბიცია ისევ ძლიერია და იდეოლოგია ისლამიზაციის საკითხში კი საკმაოდ მყარი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ISIS-ის აქტიურობისა არის კონფლიქტი ერაყის შიიტებსა და სუნიტებს შორის. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები თვითონ სუნიტები არიან. მათ შორის კონფლიქტი მომდინარეობს მე-7 საუკუნიდან მაგრამ მათი ამჟამინდელი დაძაბული ურთიერთობა უკავშირდება უახლეს პოლიტიკურ ძალასა და საჩივრებს. ზოგადად შიიტია ერაყის მოსახლეობის უმრავლესობა, მაგრამ რადგან სუნიტი სადამ ჰუსეინი მართავდა ერაყს, მან გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, რომ სუნიტები წარმოადგენდნენ უმრავლესობას. ამ შემთხვევაში ყურადღება მახვილდებოდა არა რაოდენობრივ სიძლიერეზე, არამედ მთავრობის მხარდაჭერაზე. ISIS-ის შიიტსა და სუნიტ მებრძოლებს შორის ურთიერთობა დაძაბა ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკმა, რომელმაც არ მოიწვია მათი შეკრება აგვისტოს შუა რიცხვებში. ამასთანავე, მალიკის პოლიტიკა ძირითადად მიმართული იყო სუნიტების უმცირესობის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა ჯერაც გაურკვეველია, ახალი პრემიერ მინისტრი ჰაიდარ ალ-აბადი გააუმჯობესებს თუ არა აღნიშნულ მდგომარეობას. ISIS-ს გააჩნია ნამდვილად მნიშვნელოვანი დასაყრდენი სირიაში. მისი კრიზისი სირიაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მისი გაძლიერებისა. სირიაში არსებულმა ქაოსმა ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ მის მფლობელობაში გადასულიყო საკმაოდ დიდი მოცულობის ტერიტორიები. ეს იყო ყველაზე დიდი გარიგება იარაღისა და ფულის თვალსაზრისით. როგორც მაიკლ ნაითერი ამბობს, ომმა ISIS-ს მისცა დიდი შანსი, რომ მოემარაგებინა იარაღი. ამ დაჯგუფებას ასევე, ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესი, ნავთობისა და გაზის სექტორი. სირია ასევე გამოიყენება, როგორც მნიშვნელოვანი დაცული ზონა. იმ შემთხვევაში, თუ ომი მიმდინარეობს ერაყში, მას შეუძლია, გადავიდეს სირიაში და პირიქით. ასე, რომ იელის უნივერსიტეტის პოლიტოლოგ ჯეისონ ლუალის მიხედვით, ერთ-ერთი გზა წარმატებისა მდგომარეობს იმაში, რომ გაქვს ალტერნატიული იშვიათი ადგილი უკანა ტერიტორიაზე.

ISIS-ი მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ნავთობი და გამოძალვის გზები. სირიაში არსებული სხვა ისლამისტური დაჯგუფებებისაგან განსხვავებით, ისლამური სახელმწიფო არ არის დამოკიდებული უცხოურ დახმარებაზე. ამისათვის მათ სირიაში შექმნეს “სახელმწიფო’’, სადაც დააწესეს თავისი გადასახადები, დამატებით ელექტროენერგიის გადასახადები, რომლებიც ნავთობის ექსპორტით მიღებული თანხებთან ერთად სრულიად ფარავს მათი აგრესიული საქმიანობის ხარჯებს. ეს ტერორისტული ორგანიზაცია თავის წევრებს უკეთეს ხელფასსა და მომსახურებას სთავაზობს, ვიდრე ჩვეულებრივი მისი არასახელმწიფო მტრები ან სხვა დაჯგუფებების წევრები იღებენ. 2014 წლის 10 სექტემბერს აშშ-მ გამოაცხადა ყოვლის მომცველი სტრატეგია ISIS-ის განადგურების შესახებ ორივე ტერიტორიაზე, როგორც სირიაში, ასევე ერაყში. პრეზიდენტმა გამოაცხადა თავისი ექვსსაფეხურიანი გეგმა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დასუსტდეს და საბოლოოდ განადგურდეს ისლამური სახელმწიფო. პრეზიდენტისთვის მისაღებია, როგორც საჰაერო ბრძოლები მიზნის მისაღწევად, ასევე მიწაზე ერაყის ჯარისა და სირიის ამბოხებულების დახმარება. აშშ-ს პრეზიდენტის დაბომბვის სტრატეგიამ ერაყში წარმატებას მიაღწია აგვისტოს შუა რიცხვებში. ეს მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცების, ქურდიშების, რომელთაც ესმეშერას უწოდებენ, და ერაყის არმიის მხარდაჭერით. შედეგად, ISIS-ის წარმომადგენლებმა ჩრდილოეთისკენ დაიხიეს. აშშ-ის მიზნები ISIS-ის წინააღმდეგ მოქმედებს ჩრდილოეთში, მაგრამ თეორიულად მოიცავს დანარჩენ ერაყსა და სირიას. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ისლამური სახელმწიფო კვლავაც ფლობს დიდ ტერიტორიას ჩრდილოეთში, რომელიც დაიკავეს მათ ივნისის შუა რიცხვებში და მოიცავს ასევე მოსულს, ერაყის მეორე უდიდეს ქალაქს. აშშ-ს სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა საიმედო დასაყრდენის ძალის არარსებობა ერაყში. ამის მიზეზად კი ივნისის შუა რიცხვებში ISIS-ის 800 ტერორისტის გამარჯვება სახელდება ერაყის 30 000-იან არმიაზე. შესაბამისად, ობამა იწყებს დიდი ძალისხმევის გამოჩენას, რათა გააუმჯობესოს ამერიკის მოკავშირეების დამოკიდებულება ერაყში. ამისათვის, იგეგმება ერაყში 475 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნა აღნიშნული ქვეყნის უშიშროების ძალების გასაძლიერებლად, რომელიც გამოიხატება ახალი იარაღით დახმარებასა და სწავლებაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. გარდა ამისა, ობამა მიზნად ისახავს, საჰაერო შეტევების განხორციელებას როგორც ერაყში, ასევე სირიაში. ამერიკული კამპანია მიზნად ისახავს, რომ გამოიყენოს ISIS-ის სუსტი რაოდენობა, ორივე ქვეყანაში. აშშ-ს ერთ-ერთი მიზანია, მიიღოს მხარდაჭერა ისეთი რეგიონული აქტორებისაგან, როგორებიც არიან საუდის არაბეთისა და ევროპის წარმომადგენლები, რომ შეამციროს ISIS-ის რეგიონული და საერთაშორისო გავლენა. რეგიონის სუნიტმა მთავრობებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ISIS-ის დაჯგუფების წარმატებაში, განსაკუთრებით საუდის არაბეთის ყურის მონარქებმა, ქუვეითმა და კატარმა. ისინი იღებდნენ შემოწირულობებს, ფულსა და იარაღს, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო ISIS-ის თვითმართველობის გასაძლიერებლად და იმპერიის განსავითარებლად, ასევე ნავთობის საბადოს შესანარჩუნებლად და ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემების სისრულეში მოსაყვანად.
ამ ყველაფერთან ერთად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები იმის თაობაზე, რომ ობამას ადმინისტრაციას ბრალი მიუძღვის ერაყში შექმნილი ქაოსის გამო. ობამამ ვერ გააგრძელა ბუშის ეპოქის სტატუსი ამ დაპირისპირებულ ცენტრებში, რომელიც ითვალისწინებდა აშშ-ს ჯარების დატოვებას ერაყში 2011 წლის ბოლოს. კონსერვატიული კრიტიკოსები ობამას ადანაშაულებენ მიმდინარე კრიზისში მარცხის გამო. ამბობენ, რომ ობამა არ ცდილობდა მალიკთან მოლაპარაკებას. მცდელობის შემთხვევაში, თუნდაც უშედეგოდ, აშშ-ს ჯარისკაცებს შესაძლებლობა ექნებოდათ ISIS-ის დეგრადირებისა და კრიზისის შემდეგი გამწვავების თვიდან აცილებისა. ერაყის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი იყო, დაეტოვებინა იქ სტაბილურ წარმომადგენლობითი მთავრობა, რათა თავიდან აეცილებინა ძალაუფლების ვაკუუმი, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მეზობელი სახელმწიფოები ან ტერორისტები შეინარჩუნებდნენ საკმარის გავლენას და შესაბამისად ერაყის ცხელ წერტილებს ეყოლებოდა პარტნიორები, ან როგორც მინიმუმ არ ეყოლებოდა მეტოქე ახლო აღმოსავლეთში. მრავალი ერაყელი მიიჩნევს, რომ ამერიკის
შეერთებული შტატების ზეგავლენა არის საკმაოდ სუსტი. „ ამერიკის პოლიტიკა არის ძალიან სუსტი“ - აღნიშნა ფუად ჰუსეინმა, მასუდ ბაზრანის ჩრდილოეთ ერაყის ნახევრად ავტონომიური ქურთისტანის პრეზიდენტის შტაბის უფროსმა. „ჩვენთვის ცნობილი არაა, თუ როგორ განისაზღვრება მათი ინტერესები ერაყში. ისინი აგროვებენ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ და შემდეგ მათ საფუძველზე რეაგირებენ. ეს არის მათი პოლიტიკა“.
რეგიონები, რომლებსაც ISIS აკონტროლებს, არ არის სიცოცხლისუნარიანი. მნიშვნელოვანია, იმ სუნიტებისა და სხვა უმცირესობების სავალალო მდგომარეობა, რომლებიც დაპირისპირებულ ცენტრებში იმყოფებიან. კირკ სოველი, პოლიტიკური
რისკების ანალიტიკოსი და ექსპერტი ერაყის პოლიტიკაში, ამბობს, რომ ანბარი, მეამბოხეთა სადავო სუნიტური პროვინცია, 95 % -ით არის დამოკიდებული ბაღდადის ფულზე. ნინევა, კიდევ ერთი სადავო პროვინცია, რომელიც მოიცავს მოსულსაც, მალე განიცდის სრულ ეკონომიკურ კოლაფსს. ასე, რომ ამ რეგიონებში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სუნიტები დაზარალდებიან ყველა სხვა დანარჩენზე მეტად. გარდა ამისა, როცა 6 აგვისტოს ISIS - მ ერაყის უდიდესი ქრისტიანული ქალაქი ქარაქოში აიღო, მის 50 000-იან მაცხოვრებელს შეზღუდული ხელმისაწვდომობა ჰქონდა საკვებთან, წყალთან და ელექტროენერგიასთან. მათი გადარჩენის ერთდერთი გზა იყო საკუთრი „არჩევანი“, ან ისლამი ან სიკვდილი.
ისლამური სახელმწიფო - ეს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი გამოწვევაა. მას შემდეგ, რაც ის ერაყის ტერიტორიაზე შეიჭრა და ზედიზედ რამდენიმე ქალაქი აიღო, საერთაშორისო საზოგადოება გონს მოეგო და ერთობლივი ძალებით ახალი გლობალური საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანება დაიწყო. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აშშ და ირანიც კი გაერთიანდა, ისტორიული მტრობის მიუხედავად. ირანის “ისლამური რევოლუციის დამცველები’’ ერაყში სუნიტი ჯიჰადისტების წინააღმდეგ იბრძვიან, რომელთაც გზას საავიაციო დარტყმებით აშშ და სხვა სახელმწიფოები უთავისუფლებენ ხმელეთზე. ISIS-მა შეტევაზე გადასვლის დღიდან, ინტერნეტის საშუალებით უამრავი ვიდეო-მასალა გაავრცელა, რომლებზეც სასტიკი მკვლელობებია ასახული. სუნიტი ჯიჰადისტები დაუნდობლად ექცევიან ყველა განსხვავებული რელიგიის ადამიანებს - ქრისტიანებს, იეზიდებს, შიიტებს. მათთვის, ვინც სუნიტი არაა ყველა დამნაშავეა. მათი სისასტიკე იქამდე მივიდა, რომ ალ-ქაიდამაც კი უარი განაცხადა ამ ორგანიზაციასთან კავშირზე და გაავრცელა განცხადება, რომ მათ ქმედებებზე ისინი პასუხს არ აგებენ. შეტაკებები ერაყის ტერიტორიაზე ყოველდღე ხდება, დაჯგუფებული ერაყული არმია, უცხოელი ინსტრუქტორებთან ერთად და ქურთთა “პიშმერგების’’ რაზმები, ისლამური სახელმწიფოსთვის ადვილი დასაძლევი არ აღმოჩნდა. ISIS -ის მდგომარეობას ართულებს საჰაერო სივრცის კონტროლის საშუალებების არქონა და შესაბამისად ადვილი მისაწვდომობა მაღალტექნოლოგიური დასავლური ავიაციისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ISIS-ს სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან განსხვავებით კარგად ორგანიზებული პროპაგანდა აქვს. მზადდება ფილმები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით არის გადაღებული და დამონტაჟებულია პროფესიონალურად. ისინი თავიანთ მოსაზრებებსა და იდეოლოგიას პოლიგრაფიული მასალების საშუალებითაც ავრცელებენ. სწორედ მათ მიერ გადაღებული ფილმებიდან ირკვევა, თუ რას ამკვიდრებენ ისინი ოკუპირებულ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში. ფილმებში საკმაოდ ღიად არის ასახული, თუ როგორ აძლევენ შენიშვნებს ქუჩაში გამვლელებს და თან ეუბნებიან, რომ პირველ ჯერზე “ტკბილი ენით’’ უხსნიან, ხოლო მეორედ კი - დასჯით. დასჯის სახე კი დახვრეტაა.
ისლამური სახელმწიფო, ეს ისეთი წარმონაქმნია, რომელიც ერთდროულად მიუღებელია როგორც დასავლური ცივილიზაციისთვის, ასევე მუსლიმანური სამყაროს დიდი ნაწილისთვის. სწორედ ამიტომაც მას მომავალი არ აქვს, თუმცა ავღანეთის მსგავსად მასთან ბრძოლა დროთა განმავლობაში გაერთიანებული ძალებითაც კი გაძნელდება. წლების წინ დაწყებული ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან და რადიკალური ისლამის, როგორც გლობალური უსაფრთხოების სისტემისთვის საფრთხედ ჩამოყალიბება, კვლავ აქტუალურია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ალ-ქაიდასთან შედარებით, ISIS-ი გაცილებით მასშტაბური და სასტიკია. ეს საფრთხე, პირველ რიგში, იმ რეგიონში მცხოვრები რიგითი ადამიანისთვის არის უდიდესი პრობლემა, რომელთა ოკუპირებაც მათ მოახდინეს და შემდგომ მთელი საერთაშორისო საზოგადოების უპირველეს გამოწვევად რჩება.










ბიბლიოგრაფია


1.Gordon, M.R.2012. In U.S. Exit From Iraq, Failed Efforts and Chalenges. The New York Times

2.Mendelsohn, B. 2014. After Disowning ISIS,
al-Qaeda is Back On Top. Foreign Affairs

3.Sly, L. 2014. Al-Qadea disavows any ties
with radical Islamist ISIS group in Syria, Iraq. The Washington Post

4.VOX, 2014.VOX online. Home Page on-line. ინტერნეტი. http://www.vox.com/cards/things-about-isis-you-need-to-know/what-is-isis; ბოლო ნახვა, 16 დეკემბერი, 2014.

5.ABCNews, 2014.
ABCNews online. Home Page on-line. ინტერნეტი. http://abcnews.go.com/WN/fullpage/isis-trail-terror-isis-threat-us-25053190; ბოლო ნახვა, 8 დეკემბერი, 2014.6



6.SCRIBD, 2014. SCRIBD online. Home Page on-line. ინტერნეტი. http://www.scribd.com/doc/180641660/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90#scribd


7.NYTimes, 2014.
NYTimes online. Home Page on-line. ინტერნეტი. http://www.nytimes.com/video/world/middleeast/100000003240417/the-evolution-of-isis.html; ბოლო ნახვა, 15 დეკემბერი, 2014.

0
651
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინე ჯინჭველეიშვილი
ქრისტინე ჯინჭველეიშვილი
651
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0