x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სასწაულად შემორჩენილი ყველაზე უძველესი ნივთები, რომელთა თარიღები გაგაოცებთ
კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. უახლესმა ტექნოლოგიებმა და გარდაქმნილმა საგნებმა თუ ნივთებმა ჩვენი ცხოვრება "კომფორტით" უზრუნველყო, რაც ორ სხვადასხვა დროს შესწრებული ადამიანისთვის ადვილი შესამჩნევია. ადამიანის გონებრივი შესაძლებლობა იმდენად გასცდა საზღვრებს, რომ ბევრ თქვენგანს მათი შემოქმედება აღარც აოცებს. დამეთანხმებით, რომ დღეს უამრავ კრეატიულ, უჩვეულო თუ სასარგებლო ნივთს ვაწყდებით ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში, რაც უფრო გვიადვილებს და გვილამაზებს ყოფას. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უწინ არ იყო ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, ინტერნეტი, კომპიუტერი თუ სხვა ისეთი აუცილებელი ნივთები, რომლებზეც დღეს ძალიან ვართ დამოკიდებულნი, - იყო სხვა მეტად აუცილებელი, რომელთაც დღესაც ვიყენებთ ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში.


image



მაშასადამე, დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ სასწაულად შემორჩენილი ის უძველესი ნივთები, რომელთა თარიღები გაგაოცებთ. აი ისინიც:



1. "უძველესი წინდა".



ეს წინდა შეიქმნა ეგვიპტეში და მას გამოიყენებდნენ სპეციალური "სანდლების" ქვეშ ჩასაცმელად. აღმოაჩინეს 19-ე საუკუნეში, თუმცა 300-499 წლებით თარიღდება.

image





2. "5000 წლის რეცეპტი".


შემერული ლუდის რეცეპტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ლუდებს შორის.

image






3. "მზისგან დამცავი სათვალე".


კანადაში ნაპოვნი სათვალეა, რომელიც გამოიყენებოდა არა ზაფხულის მზეზე, არამედ თოვლის დროს, მასზე არეკლილი მზისგან დასაცავად, რომელიც თარიღდება 800 წლით.

image





4. "ადამიანის სხეულის ქანდაკება".


40 000 წლით დათარიღებული ვენერას ქანდაკება აღმოჩენილი იქნა გერმანიაში.

image





5. "უძველესი ფეხსაცმელი".


5500 წლის წინანდელი საზაფხულო ფეხსაცმელი, რომელიც ძროხის ტყავისგანაა შეკერილი, აღმოჩენილი იქნა სომხეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში. ბალახმა და სიმშრალემ იგი გადაარჩინა ლპობასა და გაფუჭებას.

image




6. "უძველესი ინსტრუმენტი".


40 000 წლის წინანდელი ფლეიტა კისრის ძვლისგანაა დამზადებული და იპოვეს გერმანიის სამხრეთ ნაწილში.

image





7. "უძველესი შარვალი".


შარვალი, რომელიც 3300 წლით თარიღდება, იპოვეს დასავლეთ ჩინეთში.

image





8. "უძველესი საპირფარეშო".


საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომელიც თარიღდება 2000 წლით, აღმოჩენილი იქნა თურქეთის უძველეს ქალაქ ეფესოში. საპირფარეშოს ჰქონდა თვით გარეცხვის ფუნქცია, ვინაიდან მის ქვეშ გადიოდა მდინარე.

image




9. "500 წლის ბიუსტჰალტერი".


ეს ბიუსტჰალტერი გამოიყენებოდა 1390 - 1485 წლებში ავსტრიაში.

image





10. "უძველესი პროტეზი".


3000 წლის წინ ეგვიპტეში აღმოჩენილი პროტეზი, რომელიც წარმოადგენდა არა მხოლოდ აღჭურვილობას, არამედ ეხმარეობოდა ადამიანს თავისი მრავალმხრივი ფუნქციებით გადაადგილებაშიც.

image





11. "უძველესი საფულე".


4500 წლის საფულისგან დარჩენილი ნაწილი, რომელიც გერმანიაში აღმოაჩინეს.

image





12. "უძველესი კონდომი".


370 წლის კონდომი, რომელიც დამზადებულია ცხვრის ნაწლავისგან, პირველად გამოყენებული იქნა 1640 წელს შვედეთში. ხოლო ლათინურად მითითებული ჰქონდა, რომ გამოყენებამდე უნდა გარეცხილიყო თბილ რძეში, რათა წყვილს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები აეცილებინათ თავიდან.

image





13. "უძველესი საღეჭი რეზინი" (კევი).


საღეჭი რეზინი, რომელიც დამზადებული იყო არყის ხის ქერქისგან, 5000 წლის წინ ფინეთში ღეჭდნენ რათა ემკურნალად პირის ღრუს ინფექციებისთვის. გარდა ამისა, ასევე გამოიყენებოდა რაიმეს დასაწებებლად.

image





14. "უძველესი ნოტები".


3400 წლის ნოტები ნაპოვნი იქნა ჩრდილო სირიის ქალაქ უგარიტში. სიმღერა კი დაწერილი იყო სპეციალურად მეფე ლირისთვის.

image




15. "უძველესი მონეტა".


2700 წლის მონეტა იპოვეს თურქეთის უძველეს ქალაქ ეფესოში. მონეტის მთავარ გაფორმებას კი წარმოადგენს ლომის თავი.

image





16. "უძველესი გლობუსი".


5100 წლის გლობუსი, რომლის შესაქმნელადაც იტალიელებმა გამოიყენეს სირაქლემას კვერცხი. 2012 წელს კი ლონდონში იგი კერძო პირმა შეისყიდა.

imageimage

7
1289
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1289
  
2017, 30 ივნისი, 10:45
და კიდევ ეს ქართული ბლოგები არაა, რუსულიდან მაქვს ნათარგმნი და თუ გინდათ რუსულ ტექსტს დავდებ უცვლელად!
2017, 30 ივნისი, 10:41
და სად წაიკითხეთ სტატიაში, რომ ვამბობდე პირველი გლობუსი 5000 წლის წინ გაკეთდათქო? ეს არის 5100 წლით დათარიღებული გლობუსი, რომელსაც როგორც სხვა ყველა ძველ ნივთს, ანტიკვარად ინახავენ. ნაგვებს ვაქვეყნებ კი არა, რამის წაკითხვის დროს გონებას ცოტა წიხლი მიაჭირეთ! სტატიაში უბრალოდ წარმოდგენილია "უძველესი ნივთები" და არა პირველი, ამაში კი დიდი განსხვავებაა და პრობლემა თუ თქვენშია, მე შეურაცხყოფებს ნუ მაყენებთ!
2017, 30 ივნისი, 10:36
და დედამიწა რომ მრგვალია , ეგ რომ მინიმუმ 16-ე საუკუნეში თქვეს არა?
და 5000 წლის წინ აკეთებდნენ გლობუსებს?
ცოტა წესიერი ინფორმაცია მიაწოდეთ ხალხს
ეს რა ნაგვებს აკეთებთ ნახევბის გამო სირცხვილია !
ესაა ქართული ბლოგები მეტი კი არაფერი,ფუ
სომხური ფეხსაცმელი ყალბი იქნება......
2015, 9 მარტი, 23:56
თვითონ ეფესოც გამოირჩევა თავისი სიძველითა და უნიკალურობით, საოცარი ადგილია, ყველას გირჩევთ მის მონახულებას.
2015, 19 თებერვალი, 15:14
მშვენიერია
2015, 19 თებერვალი, 13:54
საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია
0 1 7